კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ჭეშმარიტი რწმენა

ყველასთვის საყვარელი ვნება – ვნება მორთულობისადმი

რა სახის ვნებაა ისეთი, ჩვენ რომ არ გაგვაჩნდეს, რაც ადამიანის ბუნების დაცემას მოწმობს. მაგრამ ვნებათაგან ერთია ყველაზე უფრო თვალშისაცემი – უგუნური და ამაო, ყველასათვის საერთო და საყვარელი. ეს არის ვნება მორთულობისადმი, მოკაზმვისადმი, ვნება მდიდრული, ლამაზი, მოდური ჩაცმულობისადმი. რა არის ტანსაცმელი? ის არ იყო სამოთხეში და არც სჭირდებოდა შეურყვნელ ადამიანს. როგორც ღმერთია დიდების ნათლით შემოსილი, ასევე პირველქმნილი ადამიანიც მორთული იყო სიწმიდითა და უბიწოებით. ახლა კი როგორი არის? ადამიანი იბადება ამქვეყნად ტანსაცმლის გარეშე და მიდის წუთისოფლიდან ისე, რომ სამოსლისადმი არანაირი საჭიროება არ გააჩნია. ესე იგი, ტანსაცმელი მხოლოდ ამქვეყნად ყოფილა გამოსადეგი. ის ადამიანს სჭირდება ამჟამად, რადგან პირველქმნილი სამოსელი დაკარგა, ის ახლა სამოთხეში, ნეტარ სამყოფელში როდია, არამედ სხვა, მკაცრ, უბედურ სამყაროში, სადაც ტანჯვა გარდაუვალია არა მხოლოდ სულიერად, არამედ სხეულებრივადაც. იმყოფება რა გარე სტიქიების ავადმყოფური გავლენის ქვეშ, ადამიანს, რასაკვირველია, სჭირდება ტანსაცმელი, მაგრამ როგორი? იმგვარი, როგორსაც ითხოვს საჭიროება, უბრალო, სადა და არა ჭრელა-ჭრულა. ნაცვლად ამისა, ვხედავთ გადამეტებული მორთვის, პრანჭვის სურვილს. რას ნიშნავს ეს და რას გვიჩვენებს? იმას ხომ არა, რომ ბედნიერი და კმაყოფილი გვგონია ამქვეყნად თავი, რომ დავკარგეთ პირველქმნილი ნეტარება? იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავს ვიწონებთ ცოდვის ნიშნებით, ვაღრმავებთ ჩვენს დაცემულ მდგომარეობას და პირველცოდვას ჩვენს ცოდვებს ვუმატებთ? ეს კი ნამდვილად ასეა. რა არის ჩვენი კოხტაობა და პრანჭვა, თუ არა ვნება? ტანსაცმელი უკვე ცოდვის კუთვნილებაა. ჩვენ კი ვცდილობთ, უფრო ლამაზი, მოკაზმული გავხადოთ ის.
„რა უბედურებაა, ლამაზად მორთვაც ცოდვაა“, – გაღიზიანებული იკითხავს მოკაზმვის მოყვარული. განა იაფი ჯდება ის? მასზე იხარჯება დიდი დანაზოგი. განა ეს უკვე ცოდვა არ არის? განა ასე უნდა იქნას გამოყენებული ღვთის ბოძებული სიმდიდრე?
რამდენი ჩაუცმელ-დაუხურავი ადამიანია ჩვენ გვერდით? როგორი ნაღველია მათ თვალებში. ხომ შესაძლებელია, ის ფული, რომელიც გადამეტებული მორთვისთვის იხარჯება, მოყვასის შეწევნისათვის დაიხარჯოს?
მაინც, რატომ გვაქვს გართულება ამ ვნებისადმი? მას ხომ არავინ არ გვთხოვს. რისთვის ვიკაზმებით? პატივმოყვარეობის გამო? რა ღირსება აქვს მდიდრულ და ლამაზ სამოსელს? ხომ არ გვიფიტავს  სულს? ხომ არ უჩვენებს ჩვენს შინაგან სიცარიელესა და სიღატაკეს?
 რა არის მორთვის მიზანი? ჩვენ ხომ ვერ ვჭვრეტთ ჩვენსავე მორთულობას? ესე იგი, ვიკაზმებით სხვების დასანახად. როგორი უმეცრებაა, როგორი ამაოებაა! კარგი ის იქნებოდა, სხვა, ღარიბად ჩაცმული რომ შეგვემოსა. აი, ეს იქნებოდა ჩვენი ჭეშმარიტი მორთვა, წმიდა ქრისტიანული, ღვთისათვის სათნო.
შეხედეთ წმიდანებს, როგორ უყურებდნენ ისინი მორთულობას, მისდევდნენ თუ არა თვითონ ამ ვნებას? არა, ისინი იღვწოდნენ შინაგანი სამყაროს გამშვენიერებისთვის. ტანსაცმლით კი არა, კეთილი საქმეებით გალამაზებისათვის. წმიდა მოწამე პელაგია ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ, როცა წმიდა ნათლობა მიიღო და ქრისტიანი გახდა, მთელი თავისი სიმდიდრე ეპისკოპოსს გადასცა, რათა მას ღარიბებისთვის გაენაწილებინა იგი. თვითონ კი ღვთის სამსახურში ჩადგა. ჩვენც უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავზე უფრო მეტად. უნდა დავუტოვოთ ბრმა და უგონო ვნება მორთულობისადმი. გადამეტებული ზრუნვა და ტანსაცმელზე ყურადღების გამახვილება ქრისტიანის შესაფერისი საქმე არ არის. ეკლესიური ადამიანი თავისი სადა და ზომიერი სამოსით უნდა გამოირჩეოდეს, რათა სხვებმაც მიბაძონ მას, რათა გულისხმაყონ, რომ უმთავრესი სხეული კი არ არის, არამედ სული: „თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებასა და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე“ (I პეტრე, 3,3-4).скачать dle 11.3