კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ნაღმებზე მოსიარულე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

დამწუნებელ-მომწონებლები

თურქეთის პრეზიდენტი თავის ჩვეულ ამპლუაშია: თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ რფ-სთან მამასისხლად იყო, ახლა ისეა დამტკბარ-დათაფლული, რომ „ნატოს“ წევრობის მიუხედავადაც, რუსი დიპლომატების გაძევებას არ ვაპირებთო.
რატომ? იმიტომ რომ პრობლემები პოლიტიკური დიალოგით უნდა მოგვარდეს და არა დიპლომატიური ომებითო.
მეორე მხრივ, თუკი აქამომდე ევროკავშირთან მეტად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ისიც კი განაცხადა, საერთოდაც აღარ გვინდა უკვე ევროკავშირის წევრობაო, სულ ახლახან ბრძანა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ მიზნად რჩება.
მომყავს ციტატა ბ-ნი ერდოღანის განცხადებიდან: „თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ჩვენი მმართველობის პერიოდში კარგად განვითარდა. არსებობს საკითხები, რომლებსაც მხოლოდ ტექნიკური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად არსებული ნაღმებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს და არ დავუთმობთ მათ, ვინც ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია.“
თვალის ერთი შევლებითაც ცხადია, რომ თურქეთის პრეზიდენტი პოლიტიკურად ვაჭრობს (ყოველ შემთხვევაში, ცდილობს) და ჩვენს თანამემამულთა შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც მას რუსი დიპლომატების არგაძევება მოუწონეს და რომლებიც, იმავდროულად, საქართველოს რუსი დიპლომატის გაძევებასა და არათანმიმდევრულობას უწუნებენ (თუ რფ-ის მოსალაპარაკებლად ხელს უწვდი, რუს დიპლომატს რატომღა აძევებო). თუმცა ლოგიკა მეტად გაუგებარია: თურქეთის პრეზიდენტის არათანმიმდევრულობა მოგწონდეს და, მაინცდამაინც, საკუთარს იწუნებდე?!
скачать dle 11.3