კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ტალღაგადავლილები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ სექსუალური შევიწროების ქართული ხიბლი

სექსუალური შევიწროების ტალღამ, ცხადია, ჩვენამდეც მოაღწია (ან კი როგორ არ მოაღწევდა, როდესაც, ჯერ ერთი, გვიყვარს ფეხის აყოლა და ხშირად გადაყოლებაც კი და, მეორეც, არც უსექსუალობას ვუჩივით და არც შეუვიწროებლობას).
ჰოდა, რაკი მოაღწია, სექსუალური შევიწროების მსხვერპლნიც ალაპარაკდნენ: თავდაპირველად, ანონიმურად (და ამ ამბავს აწ უკვე ყოფილი უფლებამცველი, თანაც, ქალების უფლებების მიმართულებით), მოგვიანებით კი, კონკრეტულად.
ამჯერად იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი (ბ-ნი უგრეხელიძე) მოყვა ტალღაში და კონკრეტულმა თანამშრომელმა მიმოწერაც გაასაჯაროვა (რომელშიც ზემდგომი ქვემდგომს „ციყვს“ უწოდებდა და, მაინცდამაინც, ზრდილობიანადაც არ ელაპარაკებოდა).
პირადად მე ამ მიმოწერაში სექსუალური ვერა, მაგრამ შევიწროება დავინახე ზემდგომისა ქვემდგომისადმი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს რეალობაში (სამწუხაროდ) მამაკაცსაც ავიწროებენ ზემდგომები და დედაკაცსაც (ანუ ვისთანაც გაუვათ), ზოგადად, შევიწროებაა, პრობლემა, თუმცა მაინც ჯიუტად ავითარებენ სექსუალური შევიწროების ვერსიას (რაც, ცხადია, არ გამოირიცხება).
აქედან გამომდინარე კი, არასწორი აქცენტები ქმნის საშიშროებას: პრობლემა ჩაიკარგოს (უკვე იქცა საღლაბუცო თემად) და ნამდვილმა მოძალადეებმა კვლავაც წარმატებით იძალადონ.
скачать dle 11.3