კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რა სირთულეების დაძლევა მოუწია თამარ გვარაძეს წარმატების მისაღწევად და როგორ გახდა მის საკუთრებაში არსებული კომპანია FORWARDER ლიდერი მსოფლიო ბაზარზე

ახალგაზრდა, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და შეუპოვარი ბიზნესლედი  თამარ გვარაძე წლებია, ავტოიმპორტის ბიზნესშია და დღეს ამ სფეროში, ფაქტობრივად, უკონკურენტოა. რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა, რამაც დამოუკიდებელ ქალად და ძლიერ მენეჯერად ჩამოაყალიბა. დღეს მის მფლობელობაში არსებული 2007 წელს დაფუძნებული კომპანია – FORWARDER, რომელიც ავტოიმპორტით და სხვადასხვა სახის ტვირთების საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებითაა დაკავებული, ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე და უკვე არაერთხელ ასახელა საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესმასშტაბით.  წარმატებით გაფართოებისთვის კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ჯილდოც დაიმსახურა.  
თამარ გვარაძე: 24 წლის ასაკში  შევქმენი ჩემი პირველი კომპანია, მეგონა, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გავხდებოდი. თუმცა, ყველაფერი ისე იდეალურად არ აეწყო, როგორც ვგეგმავდი და მუშაობა დავიწყე „იბერია ბიზნეს ჯგუფში“,  სადაც, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში ვიკავებდი გაყიდვების მენეჯერის პოზიციას. ამ წლებმა მომცა უდიდესი  გამოცდილება  და  ფუნდამენტი,  იმისთვის,  რომ თავისუფალი  და  ნაყოფიერი  ნაბიჯები  გადამედგა  საკუთარ  ბიზნესში. 2013  წელს  გადავედი  ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც რიგითი თანამშრომელი  გახლდით, მიზერული  ანაზღაურებით.  კომპანიაში ჩემი მისვლის  შემდეგ მისი  მუშაობა საგრძნობლად  ეფექტური  და წარმატებული გახდა. თუ ჩემს მისვლამდე, თვის განმავლობაში, ავტომობილებით დატვირთულ 20 კონტეინერს იღებდნენ, ჩემი მისვლის  შემდეგ, ეს რიცხვი 700-მდე გაიზარდა. პარტნიორებთან მივაღწიე ისეთ შეთანხმებას, რომ მე გავხდი  მათი  ექსკლუზიური  წარმომადგენელი. ამ  ყველაფრის მიუხედავად,  როდესაც  კომპანიაში  ჩემი  ინტერესები წამოვაყენე,  უარი  მივიღე და მაშინ გადავწყვიტე, საკუთარი ძალებით, ყველასგან დამოუკიდებლად გამეგრძელებინა მუშაობა და 2014 წლიდან საკუთარი კომპანია ავამუშავე.
– როგორ ააწყვეთ საკუთარი ბიზნესი?
– ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ კარგია ის, რაც მოხდა და  ზოგადად, დღეს მადლობელი  ვარ  ყველა   იმ  ადამიანის,  ვინც  ჩემი შესაძლებლობები სწორად ვერ შეაფასა და სამსახურში არ ამიყვანა „იბერია ბიზნეს ჯგუფამდე“. ეს ყველაფერი დამეხმარა, გაძლიერებასა და  დამოუკიდებლად    მუშაობაში. იმდენად წარმატებულად ვთანამშრომლობდი ჩემს  პარტნიორებთან,   რომ   ყველა   მათგანმა ჩემს  კომპანიასთან  მოისურვა მუშაობის გაგრძელება,  მთელი  იაპონიის  ბრუნვა  ჩემთან  წამოვიდა.
– როგორ დააინტერესეთ ამდენი უცხოური კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?
– 2 წლის განმავლობაში ბევრ უცხოურ კომპანიასთან მოვახერხეთ საქმიანი ურთიერთობა, ვიყავით გერმანიაში, ამერიკაში და არაერთ ევროპულ ქვეყანაში, ყველა  მათგანმა  გვაღიარა.  მინდა  ვთქვა, რომ საქართველო ყველაზე ბოლო იყო ამ ჩამონათვალში, რაც ცოტა გულდასაწყვეტია, მაგრამ როცა ძალიან ცნობილი  და  წარმატებული  კომპანია ერთხმად აღნიშნავს შენს წარმატებას, გენდობიან, თანამრომლობენ  შენთან  და არაერთი ჯილდოს მფლობელიც კი ხარ, ბევრ რამეს აღარ აქცევ ყურადღებას.
– მანქანების ბიზნესში ქალი ბევრისთვის  წარმოუდგენელია, თქვენ თუ გიგრძნიათ ეს დამოკიდებულება?
– დიახ, ძალიან ხშირად ვგრძნობ ამას, ბევრი არც ერიდება და პირადად გამოხატავს გაოცებას. თუმცა, მე ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, საოცრად მიყვარს მანქანები, დიდი ინტერესი მაქვს ამ სფეროს მიმართ და ძალიან კარგად ვერკვევი ყველა დეტალში, ამიტომ ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ვფიქრობ, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც კარგად ესმის და გამოსდის. ნებისმიერ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები სასურველი შედეგის მისაღწევად. ამ ბიზნესის განვითარებისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რაც, ვფიქრობ, დამიფასდა. FORWARDER-ის ფილიალები  გვაქვს ჩვენი ქვეყნის  სხვადასხვა რეგიონებში. რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეტაპობრივად გაიხსნება ჩვენი წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყნებში, ჯერჯერობით; მხოლოდ უკრაინასა
და სომხეთში  ვართ წარმოდგენილი. კლიენტები გვყავს აფრიკაში, პოლონეთში,  ლატვიაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, სომხეთში და ასე შემდეგ.
– ზოგადად, კომპანიის წარმატებაში გარკვეული როლი აქვთ მის  თანამშრომლებს, თქვენს შემთხვევაში როგორაა, მკაცრად არჩევთ კადრებს?
– ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა აქტიურად ვეძებდი სამსახურს და არაერთი  გასაუბრება გავიარე, ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვთ შესარჩევი  კანდიდატების  მიმართ და რა კრიტერიუმებით აფასებენ მათ. ჩემი თითოეული თანამშრომელი ჩემი კომპანიის სახეა და  ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის,  რომ  ყველა  მათგანი  არა  მხოლოდ მოვალეობის გამო, არამედ  დიდი სიამოვნებით  აკეთებდეს  საკუთარ  საქმეს.  ყველას ვაძლევ  გამოსაცდელ (ანაზღაურებად) პერიოდს და ეს მათთვის შანსია  შესაძლებლობების გამოსავლენად. ჩვენთან  შექმნილია მაქსიმალური  კომფორტი  და  სიმყუდროვე  იმისთვის,  რომ  თანამშრომლებმა  მშვიდ  გარემოში  აკეთონ  საქმე   და მუდმივად  არ  უყურონ  საათს,  რომ  მალე  დამთავრდეს  სამუშაო  დღე. საკმაოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი გვაქვს და დიდ მნიშვნელობას  ვანიჭებ თანამშრომლებს  შორის  არსებულ  იდილიას. მათ ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და იმდენად  სიამოვნებთ ერთმანეთის გვერდით მუშაობა, რომ ხშირად იხანგრძლივებენ სამუშაო საათებს.
– ბევრი კონკურენტი გყავთ ბაზარზე?
– არის  რამდენიმე  კომპანია  ამ  მიმართულებით,  თუმცა,  რეალურად  სულ  ორი კომპანიაა,  ვინც  შემიძლია, კონკურენტად  აღვიქვა,  თუმცა,  ისინი, ჩვენგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ხანია, რაც ამ ბაზარზე  არსებობენ. ზოგადად, პატივს ვცემ კონკურენტებს, მათი არსებობა  მაძლევს  სტიმულს,  რომ უფრო მეტად  გავიზარდო  და  გავძლიერდე.
– როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ის დიდი ნდობა, რითიც დღეს სარგებლობთ?
– ჩვენ  არ  ვართ  მეორე  ან  მესამე  პირი,  ჩვენ  ვართ  პირველი  პირი,  რაც  იწვევს ნდობას  და  გვაძლევს  საშუალებას,  სხვა  კომპანიებისგან  განსხვავებით, ბევრად შეღავათიან ფასად შევთავაზოთ კლიენტს  მომსახურების  სრული  პაკეტი. ჩვენსა  და  კლიენტს  შორის არსებული  ურთიერთობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენი კომპანიის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის ერთიანი სისტემა აერთიანებს ყველა სერვის-ცენტრს, ასევე, საშუალებას აძლევს კლიენტებს, თვალყური ადევნონ ტვირთების გეოგრაფიულ კოორდინატებს და აწარმოონ ჩანაწერები შესრულებული სამუშაოების შესახებ. მოცემული სისტემა კომპანიის ბიზნესპროცესების ოპტიმიზების, შეთავაზებული მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და მიმდინარე მოვლენებზე ოპერატიულად რეაგირების საშუალებას იძლევა. ჩვენს  კლიენტებს შორის ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, რითიც  ვამაყობთ.  FORWARDER სთავაზობს  კლიენტს  გარანტიას  აუქციონიდან ჩვენს  იარდამდე, იარდიდან – ფოთის ტერმინალამდე და სრულ პაკეტს – აუქციონიდან ფოთის პორტამდე. მომხმარებლის ნდობაზე და ჩვენს უპირატესობაზე კი, FORWARDER-ის მუშაობის სტატისტიკა მეტყველებს. მაგალითად, გასულ წელს 23 ათასი კონტეინერი მივიღეთ.  ეს ყველაფერი არ არის, წინ ბევრი გეგმა და განსახორციელებელი პროექტი გვაქვს, რომელიც კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს!
P. S. ორი შვილის დედა, ქალური ბუნების თამარ გვარაძე საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება, ქალმა ბევრ მამაკაცზე უკეთ შექმნას და განავითაროს წარმატებული ბიზნესიმპერია.


скачать dle 11.3