კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები


გურული ქალი შესჩივის მეზობელს:
– ეჰ, ანიჩქა, ისე გლახათ ვარ, წელიც მტკივა, ღვიძლიც და ნაღვლის ბუშტიც არ მივარგა, ყველა საღამოს წნევები მაქ…
– კაი, კაი, გაჩერდი! ამ დილას არ იყო, კაი გაწკეპილმა ყაზახმა რომ გადმეიარა შენგან?
– მაი ერთი არ მტკივა, შე ქალო, და შემაძახე ახლა ხო!
***
იმერეთში სუფრაა გაშლილი და მიდის ქეიფი. სუფრის ერთი წევრი ატყდა და გაიძახის:
–  ეჰ, ნეტა, ივანიშვილი ჩემი მამა იყოს... უხ, ჩემი მამა რომ იყოს...
მოკლედ, იმდენჯერ ინატრა, შეწუხდა თამადა და გაბრაზებულმა უთხრა:
– ე ბიჯო, თუ ნატვრაა, ფული ინატრე, თვარა დედას მეც ქე მოგ...ავ!
***
სვანს ეკითხებიან:
– მაიზერ, შენს ცოლს ტყუპისცალი რომ ჰყავს, ხომ არ გერევა ხოლმე?
– რატომ უნდა ამერიოს, განა ჩემს ქვისლს ვგავარ, რო?
***
ცოლი ოთახშია ჩაკეტილი და იპრანჭება. ქმარი ეძახის:
– გამოდი, გეყოფა, დაგვაგვიანდა!
– მოვრჩი, წავიდეთ საყვარელო... აბა, როგორ გამოვიყურები?
–  ისე გამოიყურები, მგონი, სახლში დარჩენა ჯობია.
***
ქუჩაში, მსხვრევა-მტვრევის ხმა იყო. ქმარმა, სახლიდან გასძახა გურულ ცოლს, რომელიც ეზოს გვიდა:
– რა ხდება, ქალო, მანდ?
– აფერი, მანქანამ შუუხვია.
– აბა, მტვრევა-მსხვრევის ხმა რაღა იყო?
– რა იყო და, მოსახოვი არ იყო.
***
ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– გამაგებინე, როდის შეაკეთებ ონკანს?
– გითხარი, შევაკეთებ-მეთქი და არ მინდა, ყოველთვე შეხსენება!
***
მატარებლით მგზავრობს ქალი, აცვია უზორებიანი „კალგოტკა“. გვერდით მჯდომი მამაკაცი ეკითხება:
– ქალბატონო, საით მიდიან ეგ უზორები?
– სადგურისკენ!
– ას დოლარს მოგცემ და სადგურს მანახებ?
ზედა „კოიკიდან“ კაცმა ჩამოსძახა:
– ორასი მიეცი და სადგურის დირექტორსაც განახებ!
***
აფთიაქში შედის ტიპი:
– ქალბატონო, ყველაზე დიდი პრეზერვატივი მომეცით.
– ყველაზე დიდი, რამხელა?
– აი, თავზე რომ ჩამოვიცვა და წელამდე მიმწვდეს... სამსახურში კოსტიუმირებული კორპორატიული მეჯლისი გვაქვს და ორიგინალური და ეფექტური კოსტიუმი მოვიფიქრე: მინდა, რომ პენისს ვგავდე.
– იცით, რა, ბატონო? მაგ ზომის პრეზერვატივი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ გირჩევთ, უბრალოდ, ჰალსტუხი გაისწოროთ და მასე მიხვიდეთ, იგივე გარეგნობა გექნებათ, რაც დიდი პრეზერვატივის ჩამოცმის შემთხვევაში.
***
დაქალი უყვება დაქალს:
– დიდხანს ვიფიქრე, რა მეჩუქებინა ჩემი ქმრისთვის დაბადების დღეზე – საპარსი ქაფი, სუნამო, საფულე, კაშნე... და, ბოლოს მივხვდი, ეს ყველაფერი ბანალურია.
– და, რა მოიფიქრე?
– წავედი და ვიყიდე მალდივის კუნძულებზე წასასვლელი საგზური.
– და, აჩუქე?
– იმისთვის კი არა, ჩემთვის ვიყიდე, იმაზე კარგ საჩუქარს რას გავუკეთებდი  – ცოტა ხნით რომ ჩემგან დაისვენოს?
***
 – ქალო, რა არის ეს? არ მომწონს ეს ბულიონი!
– ოხ, ერთი კვირაა მიირთმევ და ახლა აღარ მოგწონს?скачать dle 11.3