№13 ბრძნული აზრები
ფრიმენი: ძლიერების დამტკიცება ძლიერი მოწინააღმდეგის გარეშე შეუძლებელია.
საადი: ადამიანს მხოლოდ ის ეძვირფასება, რაც წართმეული აქვს.
რაიანი: ცუდ ადამიანს კი არ უნდა ებრძოლო, არამედ ადამიანში ცუდს.
კანტი: სულიერი ბედნიერების ორი სახეობა არსებობს: სუფთა სინდისი და მუდამ მხიარული გული. პირველი უდანაშაულობის შეგრძნების ტოლფასია, მეორე – ბუნების საჩუქარი.
ჰიუგო: სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი – ქურდობა და ქალიშვილი – შიმშილი.
სიუნ ცზი: ის, ვინც შენს შეცდომებზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არ არის. ის, ვინც შენ მუდმივად გაქებს, ყოველთვის შენი მეგობარი არ არის.
ნიცშე: ტყუილი ლამაზია, მაგრამ ადრე თუ გვიან სიმართლე მწარე იქნება.
ჭაბუა ამირეჯიბი: არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
კოელიო: ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ საკუთარი ჩვევების საწინააღმდეგო მიმართულებით ვიწყებთ სვლას.
ორველი: რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს იმათ, ვინც მას ამბობს.
ვოლტერი: თუ გწამს, ესე იგი, ღმერთი არსებობს, თუ არ გწამს – არ არსებობს.
მონტენი: სჯობს ერთხელ გააბრაზო, ვიდრე მუდმივად ითმენდე წყენას.
ბალზაკი: ძალაუფლება მუდმივი შეთქმულებაა.
ფროიდი: ცოდვები უფრო ავიწყდება ადამიანს, ვიდრე სიკეთე. ადამიანს საკუთარი ცოდვების დავიწყების უნარი რომ არ ჰქონდეს, დილას რომ გაიღვიძებს, ლოგინიდან ვერ ადგება.
დოჩანაშვილი: დაწოლისას, დაძინებამდე, არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
ვედეკინდი: ჯობია, თქვა სიმართლე, რომელიც ჯერ გატკენს, შემდეგ განგკურნავს, ვიდრე თქვა ტყუილი, რომელიც დაგამშვიდებს, მერე კი დაგასნეულებს.
ტვენი: გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ.
ბეკონი: ცოლის მოტყუება – უზნეობაა, კოლეგების და ახლობლების – თაღლითობა, მთელი ერის მოტყუება კი – პოლიტიკა.
უაილდი: მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა. მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც ჭკუას კარგავდა პირველი ცოლისთვის. ქალები ბედს სცდიან, მამაკაცები რისკზე მიდიან.
მოლიერი: იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ქალი უნდა იყოს ბრძენი რომ არ შეიმჩნიოს მამაკაცის სისულელეები. მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი, რომ ქალს სისუსტე აპატიოს.