კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ გააბა მახეში მილიციამ გამოცდილი „მედვეჟატნიკი“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ნაცნობი ხელწერა
1967 წლის 2 ნოემბერს თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სალაროდან 86 ათასი მანეთი გაიტაცეს. ფული ცეცხლგამძლე სეიფიდან გაქრა. ოთხმაგი, იმ პერიოდისთვის თანამედროვე საკეტი ისე სუფთად იყო გაღებული, რომ იფიქრებდით, გასაღები მოარგესო. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბოროტმოქმედი ფოლადის სპეციალური „ატმიჩკებით“ მოქმედებდა, ხოლო სასიგნალო მოწყობილობა კი, ქსელში სპეციალური, კუსტარულად დამზადებული ალუმინის წინაღობით იყო დაბლოკილი.
სეიფის გასაღებები მთავარ ბუღალტერსა და მოლარეს ჰქონდათ, ამიტომ სეიფის გაღება მხოლოდ მათი ერთად ყოფნის დროს იყო შესაძლებელი. მათი დანაშაულში მონაწილეობა კი გამოძიებამ გამორიცხა.
– „კეხიანის“ ხელწერას ჰგავს, ამხანაგო პოლკოვნიკო, – უთხრა მილიციის სამმართველოს უფროსს მაიორმა კოტე მიქელაძემ, რომელიც სეიფის ძარცვის საქმეს იძიებდა და დააყოლა, – თუმცა, ეს გამორიცხულია. „კეხიანი“ სასჯელს იხდის.
– თუ მასეა, გამოდის, რომ მას მიმბაძველები ან მოსწავლეები გამოუჩნდა, – თქვა პოლკოვნიკმა.
– მიბაძვა შეუძლებელია, უფრო მოწაფეები, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება. „კეხიანი“ ის კაცი არაა, ვინც გაკვეთილებს ატარებს. თუმცა, გამორიცხული არაფერია, – თქვა მიქელაძემ.
„კეხიანი“, იგივე 40 წლის ზურაბ ხომერიკი, ცნობილი „მედვეჟატნიკი” იყო და ათწლიან პატიმრობას იხდიდა რუსთავის კოლონიაში, სადაც ის კოტე მიქელაძემ გაამწესა.

ძველი ნაცნობები
კოტე მიქელაძე გამოცდილი მაძებარი იყო და საუკეთესო საგამოძიებო ჯგუფი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მათ შემთხვევის ადგილზე ვერანაირი, მცირე სამხილიც კი ვერ აღმოაჩინეს და  ხელჩასაჭიდიც არაფერი ჰქონდათ, რაც მათ ბოროტმოქმედის კვალზე გაიყვანდა. ამან კი მიქელაძეს უფრო გაუმწვავა ეჭვები, დანაშაულში „კეხიანის“ მონაწილეობის თაობაზე. ხომერიკი მიქელაძის ძველი ნაცნობი იყო. ის კარგად ჰყავდა შესწავლილი მაიორს და იცოდა, რომ ასე სუფთად მხოლოდ „კეხიანს“ შეეძლო მუშაობა. თუმცა, ფაქტი ჯიუტია და აშკარა იყო, რომ „კეხიანი“ რუსთავის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა სასჯელს, საიდანაც ჩიტიც კი ვერ გამოფრინდებოდა და მისი მონაწილეობა დანაშაულებში შეუძლებელი იყო.
დრო გადიოდა. საქმე ადგილიდან არ იძროდა, მილიციას კი, მძიმე ტვირთად აწვა. ამიტომ, სამმართველოს უფროსმა კოტე მიქელაძე იხმო და უთხრა:
– მაიორო, ვფიქრობ, „კეხიანს“ მართლა ჰყავს მოწაფე, რომელმაც ეს საქმე გააკეთა. მიდი, მოინახულე და დაჰკითხე.
– აზრი არ აქვს, ამხანაგო პოლკოვნიკო, – თქვა მიქელაძემ.
– რატომ?
– მე კარგად ვიცნობ ხომერიკს და ის არ დაიწყებდა ვინმეს სწავლებას. თანაც, რომც იცოდეს რამე, მაინც არაფერს იტყვის. არ უყვარს ლაპარაკი.
– მერე, მიდი და აალაპარაკე, – კბილებში გამოსცრა პოლკოვნიკმა.
მიქელაძე მეორე დღეს შეხვდა ხომერიკს ზონაში, ძველმა ნაცნობებმა სულ რაღაც ათიოდე წუთი ილაპარაკეს და „კეხიანმა“ მაიორს უთხრა:
– ფრთები არ მაქვს, რომ აქედან გავფრენილიყავი, თორემ სიამოვნებით გავხსნიდი მაგ სეიფსო.
მიქელაძე უხმოდ გამოვიდა რუსთავის კოლონიიდან, თან თავში ერთი აზრი უტრიალებდა...
 
„ნაკოლი”
„კეხიანი“, ათწლიანი „სროკიდან“ მხოლოდ მეორე წელს ასრულებდა ციხეში და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რვა წელი ჰქონდა მოსახდელი, იმედიანად იყო. ამაში კი მას მოძმეებთან ურთიერთობა ეხმარებოდა. ოთხასკაციან კოლონიაში, ზურაბ ხომერიკს მრავალი პატივისმცემელი და თაყვანისმცემელიც კი ჰყავდა. მართალია, „კეხიანი“ „რამკიანი” ქურდი არ იყო, მაგრამ შავ კანონებს ყოველთვის უმწიკვლოდ იცავდა და მას „უმაღლესი იერარქებიც” (ქურდები) დიდ პატივს სცემდნენ. განსაკუთრებით დაუახლოვდა ზურაბს 22 წლის პაპუნა კაშია. ის რვაწლიან სასჯელს ძარცვის მცდელობისთვის იხდიდა. ბიჭი ერთი მდიდარი „ცეხავიკის“ სახლში შეიპყრეს. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ კაშიამ ბანძელაძეს თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა, გათიშა და მისი პირადი ნივთების დაუფლება სცადა. ამ დროს კი ის შეიპყრეს და დანაშაული აღკვეთეს.
– რაღაც აბდაუბდაა და სხვა რამეში უნდა იყოს საქმე – უთხრა „კეხიანმა“ კაშიას, როდესაც საბრალდებო დასკვნას გაეცნო.
ამ მომენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ კაშიამ „კეხიანს“ უთხრა:
– ძია ზურაბ, აქ რაც წერია, ტყუილია და ჩემს გარდა არავინ იცის სიმართლე. მილიციას და თავად ბანძელაძეს ჰგონიათ, რომ მე მართლა „ფინთიკლუშკებისთვის“ შევედი იქ.
– აბა, რა გინდოდა?
– რა და საიდუმლო სეიფი, რომელიც ბანძელაძის სახლშია დამალული და სადაც ორი მილიონი მანეთი ინახება.
– რას ამბობ, რის ორი მილიონი?!
– კი. სწორედ მასეა. ზუსტად ვიცი. ბანძელაძე და ბიძაჩემი „პაძელნიკები“ იყვნენ და ბიძაჩემმა გამანდო ეს ამბავი სიკვდილამდე ორი დღით ადრე. ორი დღის მერე კი მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს. ნამდვილად ბანძელაძემ გაუჩალიჩა, რომ წილი არ მიეცა. აქედან რომ გავალ, იმ ფაშისტს ტყავს გავაძრობ. ვერსად დამემალება და მიწიდანაც კი ამოვიყვან.

წარმატებული „ტრიუკი“

ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სეიფის გაძარცვიდან უკვე სამი თვე იყო გასული. 1968 წლის 2 თებერვალს, ღამის 2 საათზე „მოსკვიჩი”, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა, ნელი სვლით მიიწევდა საქართველოს დედაქალაქისკენ. რუსთავი თბილისის ტრასა თოვლს დაეფარა. თბილისში რომ შევიდნენ, მძღოლმა სიჩქარეს უმატა და ღამის 3 საათი სრულდებოდა, როდესაც ტანდემი დანიშნულ ადგილზე, ვაკეში მივიდა.
– ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ ბაითი ცარიელია? – ჰკითხა „კეხიანმა“ მძღოლს.
– ასი პროცენტით, – მიუგო ხომერიკს ვახო ესაძემ, რომელიც ქინქლაძის „ბაითს” სამი დღე „ჩიჩმავდა”.
„კეხიანი“ მესამე სართულზე ავიდა. ჩვეული ოსტატობით, „ატმიჩკით“ გააღო. ქინქლაძის ბინაში შევიდა და საიდუმლო სეიფის ძებნას შეუდგა, სადაც 2 მილიონი მანეთი ეგულებოდა. უცებ ბინაში შუქი აინთო და მაიორმა კოტე მიქელაძემ ძველ ნაცნობს უთხრა:
– ტყუილად ირჯები, „კეხიანო“. ეს მახეა, ორი მილიონი – მითი, კაშია კი ჩვენი თანამშრომელი. გავიგეთ, რომ გვირაბი ყოფილა ზონაში გათხრილი და იმით ისარგებლე. ახლა კი 86 ათასი მანეთის ადგილსამყოფელიც გაგვიმხილე. სამაგიეროდ, სროკს აღარ დაგიმატებთ და რვა წელიწადში გამოხვალ.
„კეხიანმა“ 86 ათასი მანეთი მილიციას დაუბრუნა. სამაგიეროდ კი, მის წინააღმდეგ საქმე აღარ აღძრეს და „კეხიანი“ 1975 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან.
скачать dle 11.3