№13 გაიგეთ, როგორი მომავალი გელითa
ეს უჩვეულო და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. საკმარისია კალამი და სუფთა ფურცელი – პასუხების ჩასაწერად, რათა არ აგერიოთ.
1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ერთი ფერი:
ა) ყვითელი;
ბ) ლურჯი;
გ) წითელი;
დ) მწვანე;
ე) შავი.
2. ჩაიწერეთ თქვენი სახელის პირველი ასო.
3. ჩაიწერეთ თქვენი დაბადების თვე.
4. აირჩიეთ ამ ორიდან ერთი: შავი ან თეთრი.
5. დაასახელეთ თქვენი სქესის ადამიანი თქვენი გარემოცვიდან.
6. ჩაიწერეთ თქვენი საყვარელი რიცხვი.
7. რა უფრო გიყვართ – მგზავრობა თუ ფრენა?
8. აირჩიეთ – ტბა ან ოკეანე.
იხილეთ პასუხების
ახსნა-განმარტება:
1. ა) თუ ყვითელი ფერი აირჩიეთ: ბედნიერი ადამიანი ხართ, რომელსაც უბედური ადამიანების ნუგეში შეუძლია;
ბ) ლურჯი ნიშნავს, რომ იმპულსური ხართ და საყვარელი ადამიანისგან მუდმივ ყურადღებას ითხოვთ;
გ) წითელი – ძალიან ენერგიული ხართ, თქვენი ცხოვრება სიყვარულითაა აღსავსე;
დ) მწვანე – მშვიდი ხართ, თქვენთვის აგრესია უცნობია.
ე) შავი – საკმაოდ აგრესიული და კონსერვატიული ხართ.
2 – ა-დან კ-ს ჩათვლით: თქვენი ცხოვრება მეგობრებითა და სიყვარულითაა აღსავსე. ლ-დან რ-ს ჩათვლით: მოულოდნელი ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში. ს-დან ჰ-მდე: ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში.
3 – დაბადების თვე: იანვარი-მარტი – კარგი წელიწადი გელოდებათ, მოულოდნელი სიყვარული გეწვევათ. აპრილი-ივნისი: ხანმოკლე და ბობოქარი რომანი გელოდებათ, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. ივლისი-სექტემბერი: დამდეგი წელი წარმატებული გამოდგება და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ. ოქტომბერი-დეკემბერი: პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით, მაგრამ ბოლოს თქვენს სიყვარულს მაინც შეხვდებით.
4 – თუ არჩევანი შავზე შეაჩერეთ: ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით, რომლებიც რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ დროის განმავლობაში, სწორედ, მათ გამო ბედის მადლიერი იქნებით. ხოლო, თუ აირჩიეთ თეთრი: მეგობარი გყავთ, რომელიც თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს.
5 – თქვენ მიერ დასახელებული ადამიანი ყველაზე ახლო მეგობარია.
6 – თქვენ მიერ დასახელებული რიცხვი ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დარჩებიან.
7 – მგზავრობა: არ გიყვართ ცვლილებები. ფრენა: გიყვართ თავგადასავლები.
8 – ოკეანე: ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ, მაგრამ თქვენი საქციელის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ტბა: მუდამ ინარჩუნებთ ახლობლებისა და მეგობრების ერთგულებას.