კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: რომელი ზეთის წასმა იწვევს სახის კანის დარბილებას და ხდის მას გლუვს? როგორც ვიცი, ყველა ზეთის გამოყენება არ შეიძლება და იქნებ მირჩიოთ, რომელია ამ მხრივ კარგი? როგორც ვიცი, ზეითუნის ზეთი ყველაზე ოპტიმალურია და თუ მირჩევთ მის გამოყენებას?
პასუხი:
თუ სახეზე ზეითუნის ზეთს წაისვამთ, კანი უფრო გლუვი, რბილი და სუფთა გახდება. გაიკეთეთ სახეზე მასაჟი ხელის რბილი მოძრაობით, 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ეს პროცედურა, დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
კითხვა: თმის ჩაბრუნებისკენ ვარ მიდრეკილი და ამან დამტანჯა. იქნებ მითხრათ, როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას და ჩაბრუნებული თმის ადგილზე რა წავისვა, რომ თმა მარტივად ამოვიღო კანიდან?
პასუხი:
1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა, შვრია  და წყალი შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა წაისვით შესაბამის ზონაზე, სადაც თმის ჩაბრუნებაა. აცადეთ გაშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა, ნამდვილად გიშველით.
კითხვა: მაწუხებს კანის სიწითლე და აკნე. მითხრეს, რომ თვალის წვეთებით ხდება მისი მკურნალობა და თუ სიმართლეა, როგორ მოვიხმარო ის?
პასუხი:
ბამბის ფირფიტა დაასველეთ თვალის წვეთებით და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ის ნამდვილად გააქრობს თქვენი სახიდან სიწითლეს და აკნეს პრობლემასაც გადაჭრის.
კითხვა: როგორ მოვამზადო ბანანის, ლუდისა და კვერცხისგან თმის ნიღაბი, რომ თმის ღერები გაძლიერდეს და ცვენა შეჩერდეს?
პასუხი:
ერთი ცალი ბანანი, ერთი ცალი კვერცხი, ერთი სადილის კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა შავი ლუდი ერთმანეთში კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი თმაზე და გაიჩერეთ, დაახლოებით, ერთი საათით. შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ. ამ ნიღბის საშუალებით, თმა უფრო გაძლიერდება და ჯანსაღი იერი ექნება.
скачать dle 11.3