კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ შევაჩეროთ სახლში ნეგატიური ენერგიის შედინება და რომელი მცენარე ებრძვის იქ დაგროვილ დამანგრეველ ენერგიებს

ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს. ენერგეტიკული ქსელი, როგორც ობობის ქსელი, ისე ედება საცხოვრებელი სახლის გარემოს. ერთგან ის კეთილია, მეორეგან კი – ბოროტი და სწორედ, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახლის „ხასიათი“.  ზოგადად, სახლში პოზიტიურ და ნეგატიურ ზონებს თავად ადამიანი ქმნის. მაგალითად, სავარძელი, რომელშიც მოკალათება გიყვართ და ისვენებთ, მალე სასიამოვნო ენერგიის წყაროდ იქცევა და შემდეგ, თუნდაც, ავადმყოფობის დროს, ამ სავარძელში ჩაჯდომა შვებას მოგგვრით.
სამზარეულოში თუ მუდამ გაურეცხავი ჭურჭელია, სააბაზანოში კი, გასარეცხი სარეცხი გროვდება, ყველაფერი ეს, ბოროტ ზონას ქმნის. რაც ნაკლებად იქნება სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭელი და სააბაზანოში ბინძური ნივთები, მით უკეთესია თქვენთვის. ნეგატიური ენერგიები ყველაზე მეტად სააბაზანო და სამზარეულო ოთახებში გროვდება, ამიტომ დიასახლისები უნდა ცდილობდნენ, რომ საცხოვრებლის ეს ნაწილი მუდმივად წესრიგში ჰქონდეთ.
ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, წყალი გაცილებით ნელა შრება, ყვავილები გვიან ჭკნება, ლითონის ნივთები ცივია, ხის ნივთები კი –  თბილი. ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში, მობილური ტელეფონი, რადიომიმღები ცუდად იჭერს, ტელევიზორი სუფთა გამოსახულებით არ აჩვენებს, ძირს დავარდნილი ვერცხლის მონეტა ყრუდ წკარუნებს, მდუღარე წყალი მალე ცივდება. დადებითი ენერგიის არეში სანთელი ყოველთვის კარგად ანთია და ციმციმებს, უარყოფითში კი, სანთლის ალი სუსტია და ფეთქავს, თამაშობს, თითქოს უნდა ჩაქრეს.
არ უნდა შეიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთები, რადგან სხვისი ნივთი ყოველთვის ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და თუ ეს ენერგია ნეგატიურია, მაშინ მისი წყალობით, თქვენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება. ასევე, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი გუნება-განწყობა, უსიამოვნო ფიქრები და აზრები. ისინი კარის ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან ყოველი ნივთი მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, განსაკუთრებით კი – სარკე. ამიტომ, გირჩევთ, ხშირად გაწმინდოთ, რათა არ შეიწოვოს ნეგატიური ემოცია. თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, შეძლებთ, თავი აარიდოთ სახლში დამატებითი, უარყოფითი ზონების შექმნას.
ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰოლი განსაკუთრებით არასასიამოვნო ადგილია. რა თქმა უნდა, ჭუჭყიან ფეხსაცმელს აუცილებლად დაასუფთავებთ, მაგრამ, მათ უკვე შეძლეს უარყოფითი ინფორმაციის გაშვება სივრცეში. არ შეიძლება, ოთახში დიდხანს გვედგას დამჭკნარი ყვავილები. დამჭკნარი ყვავილი სახლში სიკვდილს „იხმობს“, დიდხანს დამდგარი წყალი კი – უარყოფით ენერგიას. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის, ამიტომ, სახლში მისვლისთანავე გაწმინდეთ და ისე შეინახეთ კარადაში. არასდროს შეინახოთ და დააგროვოთ დიდხანს ძველი ტანსაცმელი. უმჯობესია, თუ ნივთებს წელიწადზე მეტხანს არ იხმართ და მას ახლით შეცვლით. სახლში, თქვენთან ერთად, მხოლოდ იმ ნივთებმა უნდა „იცხოვრონ“, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება.
ხე არა მარტო აჩერებს ნეგატიურ ენერგიას, არამედ პოზიტიური ენერგიით ავსებს სახლს. ამიტომ, შეიძინეთ დეკორატიული, ჯუჯა ხეები და დადგით ოთახის კუთხეებსა და ჰოლში. გეოპათოგენურ ზონას კარგად ანეიტრალებს ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. არასდროს შეინახოთ სახლში შავი ფერის კრისტალები და მინერალები. თეთრი, ცისფერი და ღია ვარდისფერი ქვები კი კარგ გუნება-განწყობას შეგიქმნით. შეგიძლიათ, ისინი გამჭირვალე მინის ქილაში მოათავსოთ და ოთახში დადოთ. სახლის ნეგატიურ ზონებსა და იმ ადგილებში, სადაც ქუჩიდან შემოსული სტუმრები იკრიბებიან, დადეთ არყის, მუხის ან ვერხვის პატარა ტოტები, რომლებიც აქტიურად შეიწოვენ ნეგატიურ ენერგიას და თქვენს წარმატებულ მომავალს შეუწყობენ ხელს. კარგი იქნება, თუ ბინაში აყვავებული აკაციის ან ცაცხვის ტოტებს დაალაგებთ. ჩააწყვეთ ლარნაკში, ოთახსაც გაალამაზებენ და ავი ძალებისგანაც დაგიფარავენ.
скачать dle 11.3