კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რა შედეგს მიაღწია რუსეთმა საქართველოში, რატომ იქნება მომავალი საპრეზიდენტო ვადა ყველაზე რთული და რის მიღწევას ცდილობენ სეპარატისტები მიცვალებულებით ვაჭრობით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ოსი სეპარატისტები ჩვეულ ამპლუაში არიან, ცხადია, ოკუპანტებთან უნისონში და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრით ისე ივაჭრეს, როგორც მათ ბუნებას შეეფერებოდა. ეს არ არის სიახლე, იმიტომ რომ 2008 წლამდეც, ასევე, უცერემონიოდ იტაცებდნენ ჩვენს თანამემამულეებს და ისეთი შემთხვევაც კი ყოფილა, როდესაც გატაცებულისა და მოკლულის ცხედარი ოჯახს დახერხილი დაუბრუნეს. არის თუ არა მოსალოდნელი მორიგი პროვოკაცია სეპარატისტული რეგიონებიდან, რას უნდა მოასწავებდეს ცხედრით სპეკულაციას უღირსი საქციელი და რა დიპლომატიური რესურსი აქვს თბილისს საიმისოდ, რომ ამ ტიპის ვანდალიზმი და სეპარატისტ-ოკუპანტების თარეში აღკვეთოს? – თემას სოსო ცინცაძესთან განვიხილავთ.
 – ცინიზმის გამოვლენაა, რაც არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ჩაიდინეს, თუ რა არის ამგვარი არაადამიანური ქცევის მიზანი?
– მთავარია ანალიზი და დასკვნა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკება მირაჟია. ვინაიდან, როგორც ჩანს, ოსური მხარე საერთოდ არ აპირებს თბილისთან, საუკეთესო შემთხვევაში, კეთილ ურთიერთობას. ეს ნიშნავს, რომ ოსური მხარე მიდის ყველა ხიდის დაწვისკენ. ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს კურსი აღებული ევროკავშირისა და „ნატოსკენ“, ცხინვალს კურსი აღებული აქვს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანებასა და რუსეთში შესვლაზე, იმიტომ რომ, მათთვის საშუალო დონის კეთილდღეობის წყარო არის რუსეთი და ეს მუდამ ასე იყო ისტორიულად. ოსებისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია, რადგან ამ შემთხვევაში რუსებს ოსები აღარ დასჭირდებოდა პროვოკაციებისთვის. აი, ეს იქნებოდა კოშმარი ოსებისთვის, ამიტომ ცხედრით ვაჭრობით, არ მინდა, დისკრიმინაცია დამწამონ, ჩანს, რა ფასეულობებია დღეს დამკვიდრებული ცხინვალში.
– თუმცა, ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ იყოს ასეთი ბარბაროსობა წახალისებული რუსეთის სახელმწიფოს მიერ.

– რასაკვირველია. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტები სოხუმსა და ცხინვალში გრიპის მიქსტურას არ დალევენ ისე, თუ რომელიმე რუსი ჩინოვნიკისგან ნებართვა არ აიღეს და დაუკითხავად გაბედავდნენ მიცვალებულით ასე ვაჭრობას?! ოღონდ, ამით თვითონ ცხინვალისა და ცხინვალის საზოგადოების სამომავლო ისტორიაში შავი ფურცელი ჩაიწერა. ეს ფაქტი შევა ისტორიაში, და ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ცინიზმი არ უკადრებიათ არც მონღოლებს, არც სპარსებსა და არც ოსმალებს.
– რის მიღწევას ცდილობს ამით თავად რუსეთი?

– რუსეთი რამდენიმე კურდღლის დაჭერას ფიქრობს: ერთი ის არის, რომ ხელებს შლიან, რა ვქნათ, დაელაპარაკეთ ოსებსო; მეორეა ის, რომ საქართველოში გაჩნდა დასავლეთისადმი სკეპტიციზმი, სულ უფრო და უფრო იზრდება მათი რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთი ვერაფერში დაგვეხმარება რუსეთთან კონფლიქტის გადაჭრაში, ამის ძალა არ შესწევს. დასავლეთმა მიცვალებულიც ვერ დაგვიბრუნა და ცხინვალსა და სოხუმს როგორ დაგვიბრუნებსო. სამწუხაროდ, არის ასეთი განწყობაც. მაგრამ ვნახოთ, რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ რუსეთში: მომავალი შვიდი წელი პუტინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდი დაამყარა, ამომრჩევლის 70-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და თითქმის 70-მა პროცენტმა მისცა მას ხმა და ასეთი შედეგი პირველად აქვს პუტინს, წინა ოთხი არჩევნების გათვალისწინებით, რთული იქნება, რადგან იმდენი გამოწვევის წინაშეც არასდროს აღმოჩენილა, რაც წინ ელის. რუსეთის იზოლაცია იზრდება და მეტად არასაიმედო მოკავშირეები ჰყავს თურქეთის, ირანისა და ჩინეთის სახით. დღევანდელი მოკავშირე ხვალინდელი რა იქნება, კაციშვილმა არ იცის. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ლიდერმა, რომელიც უკვე დიქტატორია, მოსკოვში პირდაპირ თქვა, თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი ტერიტორია, ჩვენ კი გვყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა. ანუ თქვენ ამხელა აუთვისებელი ტერიტორია გაქვთ ურალის აღმოსავლეთით, ჩვენი მოსახლეობა კი ვეღარ ეტევა ჩინეთშიო. ეს რუსეთის სამომავლო კოშმარია. პლუს არასახარბიელო ეკონომიკური პროგნოზები, სხვათა შორის, რუსული წყაროების. გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ პუტინი ისე გავიდა არჩევნებზე, რომ მას წინასაარჩევნო პროგრამა არ ჰქონია.
– მეც ძალიან მეუცნაურა ეს ამბავი.
– მაისში გამოიცემა მისი განკარგულებები, რაც მოხაზულია ფედერაციის საბჭოსადმი მის მიმართვაში. ის, რომ მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი 3-4 პროცენტი უნდა იყოს; რომ მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77-78 წელი გახდეს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ, როგორც ჩანს, სახელისუფლო ვერტიკალი რუსეთშიც არ არის ბოლომდე განმტკიცებული, „ვშენეკონომ ბანკმა“ არჩევნებამდე  ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნა ექვსი წლის პროგნოზი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ეკონომიკის ერთპროცენტიანი ზრდა, ნავთობის ფასის ვარდნა და სანქციების პირველი მწვავე შედეგი 3-4 წელიწადში გამოჩნდება. სანქციები ჯერჯერობით მწვავედ არ მუშაობს, მაგრამ მთელი სიმწარე გამოჩნდება მაშინ, როდესაც რუსეთს დასჭირდება ახალი ტექნოლოგიები ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. პრობლემა ის კი არ არის, რომ დასავლეთიდან სურსათი არ შედის რუსეთში ან შავ სიაში რომ შეიყვანეს რუსი ბიზნესმენები და ისინი კრედიტებს ვერ აიღებენ დასავლეთში, არამედ ის, ტექნოლოგიების მოწოდება რომ გახდება აუცილებელი. ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალობის ადეკვატური აღქმა და შესაძლოა, რაღაც კორექტივების  შეტანა ურთიერთობაში, ოღონდ ახლა არ ვარ მზად, ჩამოვთვალო, რა კორექტივებია საჭირო.
– ძალიან ართულებს საქმეს, ჩემი აზრით, რომ საზოგადოებას არ აქვს ერთიანი აზრი ოკუპაციის ფაქტისადმიც კი.
– დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ არ გვაქვს ერთი კურსი რუსეთთან მიმართებაში, საზოგადოებრივი აზრი გახლეჩილია: ნაწილი მოითხოვს რუსეთისკენ ხელგაშლილ წასვლას და ნებისმიერ პირობებზე დათანხმებას, მეორე ნაწილი  კი – არანაირი დიალოგი, რუსი რომ შეგხვდება გამარჯობაც არ უნდა უთხრაო. ეს პოლარიზაციაა, დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა კი ვერ იტანს ასეთ პოლარიზაციას. არც ხელისუფლებას აქვს თანმიმდევრული კურსი რუსეთისადმი, რომელსაც მაინც გაატარებდა, მიუხედავად ოპოზიციის წივილ-კივილისა.
– უსიამოვნო ასოციაცია გამიჩნდა 2008 წლის, მაშინაც ასე უპრაგონოდ იტაცებდნენ სეპარატისტები ჩვენს თანამოქალაქეებს და ხოცავდნენ. ისევ ჩვენი წამოკიდების მცდელობაა რუსულ-ოსურ დღის წესრიგში?
– დღეს, მართალია, დიდი ინტელექტუალური რესურსი არ ყვავის ოფიციალურ ცხინვალში, მაგრამ მაინც არ მგონია, ისეთი სულელები იყვნენ, რომ ცდილობდნენ 2008 წლის მსგავს პროვოკაციაზე ჩვენს წამოგებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ მგონია, თუმცა თვითონ რუსეთშიც არ არის ერთსულოვნება. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ რუსეთის ეკლესიამაც ვერ მოაგვარა მიცვალებულის გადმოცემის პრობლემა, თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის ეკლესია აუცილებლად მოინდომებდა, ესიამოვნებინა ჩვენი პატრიარქისთვის, ვინაიდან რუსეთის ეკლესიას, კრემლისგან განსხვავებით, ჟანგბადივით სჭირდება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარება საერთაშორისო დავებში. ის, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა თავი არ შეიწუხა, ნიშნავს, რომ მისთვის არ არის პრიორიტეტი საქართველოსთან ვითარების ნორმალიზება, ამიტომ ჩვენგან კომკავშირული, აჩქარებული და გაუაზრებელი ინიციატივები უშედეგო იქნება. ლავროვის უწყების პასუხში რა წერია, ხომ ვნახეთ?! პრემიერ კვირიკაშვილის წერილი ბადებს იმედს, რომ მარტის ბოლოს ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული მხარე კონსტუქციულ პოზიციას დაიკავებს.
– აღიარებას ელიან?
– რომ მუდამ არაკონსტუქციული პოზიცია გქონდათო, მაგრამ რა არის, მათი აზრით, კონსტრუქციული? რომ ოსებთან და აფხაზებთან გავაფორმოთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, როგორც სახელმწიფომ სახელმწიფოსთან, რაც მიუღებელია. ესე იგი, რუსეთი ჩვენთან ურთიერთობას უყურებს ისე, როგორც ცალმხრივი მიმართულების ქუჩას. ამიტომ ამ პერიოდში, ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალურად მეჩვენება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. ოღონდ, პარლამენტის რეზოლუცია არაფერს ნიშნავს, ნულია მისი ფასი, თუ ჩვენმა მოკავშირეებმა, ევროპამ და ამერიკამ ის არ აქციეს კანონად, სანქციებად. როგორც „მაგნიტსკის სია“ – ვინც იმ სიაშია, ამერიკაში ვერ ჩადის, აქტივები გაეყინათ. ეს ქმედითი ღონისძიება იქნება, ვინაიდან ვერც ერთი ყველაზე საშუალო რგოლის ცხინვალელი, ეგრეთ წოდებული, ჩინოვნიკიც კი, რომელიც ამ სიაში მოხვდება, კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს, თუ მას აეკრძალება ევროკავშირისა და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა. ყველას მაინც აქვს ამბიცია, რომ თავისუფლად წავიდეს ჟენევასა თუ პარიზში. ეს სია უნდა იყოს მოზომილი, სწორად შედგენილი და ამავე დროს რეალისტური და იურიდიულად დასაბუთებული, რათა ევროკავშირმა თუ ამერიკის კონგრესმა ის აქციოს სანქციებად.
– მოულოდნელად გადმოგვცეს არჩილ ტატუნაშვილი: რამ იმოქმედა, თქვენი აზრით?
– რუსებს ვერაფერს გაუგებ, არჩევნები დასრულდა და შესაძლოა, ეიფორიის ფონზე კეთილი ნების ჟესტივითაა. მე ასე ვფიქრობ, ვინაიდან თავადვე ამბობდნენ გადმოცემამდე რამდენიმე დღის წინათ, ერთი თვე დასჭირდებაო. მაგრამ უცებ ჩატარდა არჩევნები და მეორე დღესვე უცებ მოიცალეს ამისთვის. თავისებური სიმბოლური კეითილი ნების ჟესტი იყო, რომელიც შეიძლება, დავუკავშიროთ პუტინის ტრიუმფს.
– და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სეპარატისტები მარიონეტები არიან.
– ოს სეპარატისტებს ვინ რას ეკითხება?! თუმცა არ მგონია, რომ ვინმემ საყვედური უთხრას მათ ამის გამო, მაგრამ მართლაც საინტერესოა, რუსი ექსპერტების დასკვნაშიც წერია, რომ სხეულზე არის წამების ნიშნები. რუსეთში სპეციალისტები აკეთებენ ამ დასკვნას და შესაძლოა, პიროვნული ფაქტორითაა განპირობებული. პროფესიონალები არიან და ხომ იცოდნენ, თბილისს რომ გადმოსცემდნენ მიცვალებულს, მაშინვე დადგინდებოდა დაზიანებების არსებობა?! სულელები ხომ არ არიან?! მაგრამ სიკვდილის მიზეზად ჩაწერეს გულის უკმარისობა.
– რუსეთის პოზიცია გასაგებია, ის არ ცნობს საქართველოს გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში და მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მიცვალებულებს მოგვცემენ თუ არა. სეპარატისტებს სრული კარტბლანში აქვთ ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის, დასავლეთი ვერ ახდენს ჯეროვან ზეწოლას ოკუპანტ-სეპარატისტებზე, ანუ ეს დიპლომატიური ჩიხია?
– დღეს ჩვენ რაც შეგვიძლია, არის ის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს ვაქცევინოთ კანონად, რეალურ სანქციებად. თუ ეს დოკუმენტი ევროკავშირმა და აშშ-ს კონგრესმა არ აქცია სანქციებად, კიდევ უფრო გაიზრდება ევრო და დასავლეთის სკეპტიკოსთა რიცხვი საქართველოში, მაგრამ არ მგონია, ევროპა მზად იყოს იმისთვის, რომ კიდევ დაუმატოს რუსეთს სანქციები საქართველოს მოთხოვნით. თუმცა ოს სეპარატისტებს – კი ბატონო, თუ 10-15 ოსურ გვარს შეიტან სიაში, შეიძლება, ევროპის ამ ანტირუსულ ტალღაზე, ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობის ფონზე, ამან შედეგი გამოიღოს და ევროპა დათანხმდეს. თანაც, ბრიტანეთთან სკანდალში რუსეთმა მეტი ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრა და ჩეხებსა და სლოვაკებს დააბრალა მოწამვლის ფაქტი, „ნოვიჩოკზე“, ამ იარაღზე, რითაც მოწამლეს ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში, ესენი მუშაობდნენ ამ იარაღზე, ჩვენ კი არასდროს გვიმუშავიაო. ამ ტალღაზე შეიძლება, რამდენიმე ცხინვალელი ოსი, ეგრეთ წოდებული, ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციებიც დაწესდეს. ეს იქნებოდა პროგრამა მაქსიმუმი შექმნილ ვითარებაში, რადგან პესიმისტურად ვუყურებ იმას, რომ განვაცხადოთ, ამათ უკან დგანან რუსები და მოვითხოვოთ რუსებისთვისაც სანქციების დაწესება.
– ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მაღალ და საშუალო ჩინოსანთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება ჩვენი მოქალაქეების გადარჩენისთვის პრევენციაც იქნებოდა.
 – ეს იქნებოდა პროგრამა მაქსიმუმი დღეისთვის, მაგრამ, თუ სურკოვი შეიყვანე ამ სიაში, ლავროვის რომელიღაც მოადგილე ან კარასინის შეყვანა მოინდომე, ევროპა ამაზე არ წამოვა. საჭიროა ზომიერება და უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და რისი გაკეთების გარანტიაც გვაქვს. დამერწმუნეთ, არც ერთ სეპარატისტ ოსს არ უნდა, რომ მისი გვარი შევიდეს „შავ კომპიუტერში“ და დაეკეტოს ევროპასა და აშშ-ში შესასვლელი გზები და იქ ვერასდროს ჩავიდეს. ხომ ვნახეთ, როგორც გაუტკბათ ცხინვალის, ეგრეთ წოდებულ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს ევროპაში სეირნობა?! მედოევს, ვითომ, ძალიან გაუხარდება ასეთ სიაში რომ შეიყვანონ?! მედოევმა აიგდო მასხრად კვირიკაშვილის მიმართვა?! აღარ არის ღმერთი ქვეყანაზე, მედოევის სამასხრო რომ გახდები?! ამდენად, მისი შეყვანა „შავ სიაში“ იქნებოდა ცივი შხაპი მედოევისთვის და სხვებისთვის – გაკვეთილი. ორი კვირა მოანდომეს ამ სიების შეთანხმებას. პოლიტიკურ სპექტრშიც არ არის ერთსულოვნება, იგნორირებულია დიპლომატია, როგორც ხელოვნება და როგორც პროფესია. სჭარბობს ემოციები, ზოგან – ურაპატრიოტიზმი. პირველი მომხრე ვიყავი რუსეთთან დიალოგის, მაგრამ არა ასეთი დიალოგის.
скачать dle 11.3