კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 მჭლე დემოკრატები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „გისოსებს მიღმა… სარკოზია“

​ერთი მხრივ, ბევრი იარა თუ ცოტა მოსკოვსა და თბილისს შორის (იმ ავბედითი 2008 წლის ომის პერიოდში) და ბევრი ვიძახეთ თუ ცოტა, იმხანად რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, „სარკო“, „სარკოო“, მეორე მხრივ კი, ბევრი იჭმუნეს თუ ცოტა, ამ ჩვენს სამშობლოში, რას მიქვიან ექსპრეზიდენტ მ. სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრესო, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, არც მეტი, არც ნაკლები, დააკავეს.
რატომ? იმიტომ რომ კარგა ხანია, ედავებიან, 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების გამო.
გამომძიებლები ამოწმებენ ინფორმაციას, მართლაც აიღო თუ არა მუამარ კადაფისგან 50 მილიონი ევრო, რაც, თურმე, ორჯერ აღემატება საფრანგეთის კანონის მიერ დაწესებულ ლიმიტს. თანაც, მხოლოდ ამას არ აკმარებენ: ფრანგი გამომძიებლების მახვილ თვალებს არც 2011 წლის პირველ დეკემბერს ტულონში სარკოზის მხარდამჭერი აქცია გამოჰპარვია. იმხანად მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გაკეთებული არ ჰქონდა (მხოლოდ 2012 წლის 15 თებერვალს განაცხადა, რომ კვლავ სურდა პრეზიდენტობა), მაგრამ, რაკი წინასაარჩევნო აქციად ჩაუთვალეს, ედავებიან, რომ იმ აქციაზე დახარჯული თანხა დოკუმენტებში არ უჩვენებია.
ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ამ ჩვენი საფრანგეთისა და თვით ევროკავშირის ყოფილ პრეზიდენტს დღე დღეზე დაჰკითხავენ და, ცხადია, ჩვენთვის უცნობია, როგორ წარიმართება მისი ბედი: გისოსებს მიღმა თუ გამოღმა, თუმცა, უდავოდ, თვალშისაცემია, რომ დასავლეთს არ დაურისხებია განგაშის ზარები, ვის გაუგონია ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მის მიერ საკუთარი ახირებისამებრ ბიუჯეტის ფულის ხარჯვის გამო საქმის აღძვრა ანტიდემოკრატიულ ქმედებად შეგვირაცხეს, ვითომ ჩვენ ჯერ მჭლე დემოკრატიის ფაზაში განგვიხილავენ?!
скачать dle 11.3