კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 გადანაცვლებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ იგი წავა და სხვა მოვა

რფ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ისეთი ზარ-ზეიმით ჩატარდა, რომ ფინალურ სტადიაში ვლ. პუტინმა თვით ქსენია სობჩაკიც კი მიიღო და ხელიც ჩამოართვა. ასე და ამგვარად, იგი კიდევ ერთხელ ჩაბრძანდა საპრეზიდენტო სავარძელში, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, მისი ყველა თანაგუნდელი ვერ მოახერხებს სკამების შენარჩუნებას.
კერძოდ, RTVI-ს ცნობით, ახალი მთავრობის შემადგენლობაში სერგეი ლავროვი აღარ იქნება. ოღონდ ამატებენ იმასაც, რომ ლავროვს (სერგეის) კარგა ხანია, წასვლა უნდა, მაგრამ პუტინის (ვლადიმირის) თხოვნით რჩებოდაო, თუმცა ეს უფრო ნამუსის მოწმენდას ჰგავს.
მართალია, ჩვენთვის რა – ლავროვი, რა – გრუშკო (გავრცელებული ინფორმაციით, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ლავროვის მოადგილე გრუშკოს კანდიდატურაც განიხილება), თუმცა მაინც საინტერესოა, რად შეუწყრა კრემლის თავკაცი იმ თავის სერგეის, რომ მისი ჩამოლაბორანტება განიზრახა?! ვითომ წაფორთხილება არ აპატია?!
скачать dle 11.3