კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა პრობლემებს აწყდება ნიგერიელი შარონ ოლოვოიო საქართველოში და რატომ არ სხდებიან ქართველი მოხუცები ავტობუსში, როცა ის მათ ადგილს უთმობს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

აქართველო ყოველთვის ტოლერანტულ ქვეყნად ითვლებოდა. აქ უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის შავკანიანებიც, რომლებიც ყოველდღიურობაში უამრავ რასისტულ პრობლემას აწყდებიან – როგორც უნივერსიტეტში, ასევე პოლიციასთან, ტაქსის მძღოლთან თუ ქუჩაში. შარონ ოლოვოიო ნიგერიელი გოგონაა, რომელიც სამი წელია, საქართველოში ცხოვრობს და გვიამბობს იმ რასისტულ გამოვლინებებსა და პრობლემებზე, რასაც საქართველოში აწყდება.
შარონ ოლოვოიო: ნიგერიაში დავიბადე. იქ ვცხოვრობდი, ჩემს მშობლებთან ერთად. ორი წელი გავატარე სკოლა-ინტერნატში საზღვარგარეთ და შემდეგ დავბრუნდი სახლში. დიდი ოჯახი გვაქვს, დედ-მამა, ხუთი და-ძმა და გასაოცარი ბებია. მე არ შემიძლია მათი დათვლა, დიდი სანათესაო ვართ. თბილისში სამი წლის წინ ჩამოვედი სასწავლებლად, გაგებული მქონდა, რომ საქართველო არის მშვიდობიანი და მეგობრული ქვეყანა. თბილისსა და ქუთაისში საკუთარი ეკლესია გვაქვს და კვირაობით საკვირაო სკოლას ვატარებთ, სადაც ბიბლიის სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ, იმ საკითხებს, რაც ადამიანისთვის აქტუალურია, როგორიცაა შური, ეჭვიანობა. ბავშვებისთვის ცალკე განყოფილება გვაქვს. მათ თავიანთი პატარა ეკლესია აქვთ, სადაც საბავშვო აქტივობებით არიან დაკავებულნი, ერთობიან, ხატავენ ეკლესიაში მუსიკალური ანსამბლიც გვაქვს, ყოველ კვირა დღეს ვმღერით – ამ გზით ჩვენ ღმერთს ვადიდებთ. გვიყვარს ცეკვაც. სხვას თუ არა, მე სპეციალურად ველოდები სიმღერის იმ მონაკვეთს, რაზეც ცეკვა შემიძლია. მოკლედ, ვლოცულობთ, ვმღერით, ვცეკვავთ.
– როგორი დამოკიდებულება აქვთ შენ მიმართ ქართველებს?
– როგორც ვთქვი, საქართველო, მართლაც მშვიდობიანი ქვეყანაა და მე ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ ასევე უამრავი რასისტი ადამიანია, რაც ართულებს ცხოვრებას. ხშირად, როდესაც ავტობუსში ვინმეს გვერდით დავჯდები, ისინი დაუყოვნებლივ დგებიან. ზოგი ცხვირს იბზუებს, ზოგი გიყვირის და შენ ვერაფერს პასუხობ ინგლისურად. ხანდახან ტრანსპორტში ძალიან მოხუცებული ადამიანები ამოდიან ხელჯოხით. ვხედავ, რომ მათ ქართველები ადგილს უთმობენ, მეც ვუთმობ ხოლმე ადგილს, მაგრამ ისინი შეურაცხყოფას მაყენებენ და მეუბნებიან, რომ ჩემს ნაჯდომზე არ დაჯდებიან. ურჩევნიათ, თავი ძლივს შეიმაგრონ, ან ძირს დავარდნენ. ზოგიერთი ქართველი კაცი როცა მიყურებს, ჩემში მოსიარულე სექს-თოჯინას ხედავს. შეიძლება, უცებ მოვიდეს და შემეკითხოს: სექსი გინდა? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანაა, ღამით ტაქსით ვერ ვსარგებლობთ. არიან ტაქსის მძღოლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შენ მზად ხარ მათთან სექსისთვის და გთხოვენ ტელეფონის ნომერს. ზოგიერთი ტაქსისტი ასეთ რამეს გვეუბნება: საიდან მოდიხართ, შეყვარებულის სახლიდან? მე წამომყევი, ფულს გადაგიხდი. ალბათ, ფიქრობენ, რადგან ქართველები არ ვართ, ჩვენი „შებმა“ იოლია. ასე არ არის. ისინი ისე გესაუბრებიან ხელებით, რომ შეგეხონ, გაგეხახუნონ კალთაზე, რაც ძალიან არაკომფორტულია და მე ვცდილობ, ძალიან ახლოს დავჯდე კართან. ზოგიერთი გზაზე მანქანას გიჩერებს და ფულს გთავაზობს, რომ მანქანაში ჩაუჯდე. ერთმა კაცმა ამისთვის ორასი დოლარი შემომთავაზა. როდესაც უარი ვუთხარი, უნივერსიტეტიდან სახლამდე გამომყვა. ძალიან შეშინებული ვიყავი, მაღაზიაში შევვარდი და დაველოდე, როდის წავიდოდა.
უნივერსიტეტში თუ დგები იგივე პრობლემის წინაშე?
– უნივერსიტეტშიც არის ზოგიერთი ლექტორი რასისტი, რაც ძალიან ცუდია. თუ შენი უნივერსიტეტი საერთაშორისოა, სადაც გინდა, რომ უცხოელებმაც ისწავლონ, რასისტი არ უნდა იყო.  ზოგიერთი ლექტორი გვეუბნება: თქვენ სად გაგზარდეს? ჯუნგლებში? მე ვპასუხობ, რომ არა, ჯუნგლებში არ გავუზრდივარ. ერთმა ლექტორმა თქვა: აფრიკელები ხის კენწეროზე ადიან და იქიდან ქოქოსს ისვრიანო. ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნო იყო. ასევე, არსებობენ კარგი და ცუდი პოლიციელები. ზოგმა მათგანმა ინგლისური არ იცის. ამიტომ, როდესაც მოდიან ხოლმე, ქართველებს უსმენენ და ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ, მაგალითად, თუ ქართველი და ნიგერიელი ერთმანეთს მანქანით დაეჯახნენ და პოლიცია მოვიდა, უცებ ყველაფერში ნიგერიელია დამნაშავე, ყველაფრისთვის ის იხდის, მისი მანქანა მიჰყავთ. ამიტომ აფრიკელებს ურჩევნიათ, პოლიციაში საერთოდ არ დარეკონ. ჩემი ძმა საქართველოშია, ჩემთან ერთად. მას ერთხელ გამოეკიდნენ ბავშვები და მაიმუნს ეძახდნენ.
– ალბათ, კარგ დამოკიდებულებასაც გრძნობ ქართველებისგან, თორემ ამდენ ხანს საქართველოში როგორ გაჩერდებოდი?
– მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვცდილობ, ამ უარყოფითმა ემოციებმა არ შეცვალოს ჩემი დამოკიდებულება ქართველების მიმართ – „ყველა ერთ ტაფაში არ უნდა  შეწვა“, რადგან მე შევხვდი ნამდვილად კარგ ქართველებს. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან ქართველები, რომელთაც არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ, ძალიან კარგი და საყვარელი ხალხია. ვგულისხმობ ბაჩო გურულის ოჯახს, რომელსაც მე უნივერსიტეტში შევხვდი, ერთ ჯგუფში მოვხვდით და შემდეგ დავმეგობრდით. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჩვენ უახლოესი მეგობრები გავხდით, მე გავიცანი მისი მეგობარი ნიკა და ისიც არაჩვეულებრივი ადამიანია. შემდეგ გავიცანი მისი შეყვარებული, კესი, და მინდა ვთქვა, რომ თუ მე მეყოლებოდა ქართველი და, ის იქნებოდა კესი. ის არის ულამაზესი და ძალიან კარგი ადამიანი. ბაჩომ გამაცნო უამრავი ქართველი და ისინი არ მექცევიან ცუდად, პირიქით, დავდივარ მათთან ერთად და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მერე გავიცანი ბაჩოს ოჯახი და მაშინვე ვთქვი, რომ ეს არის ულამაზესი და საოცარი ოჯახი, სიკარგის სხვა განზომილებაში არიან.  მისი ბებია და ბაბუა უტკბილესი ხალხია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. საქართველოს საფუძვლიანად ვსწავლობ, საქართველო არის შესანიშნავი ადგილი არაჩვეულებრივი ხედებით. მე ვმოგზაურობ ჩემს მეგობრებთან ერთად და ვნახულობ საქართველოს უამრავ ისტორიულ ადგილს. დავდივარ ეკლესიაში, ვიყავი მთაწმინდის პარკში, ლისის ტბაზე და ასე შემდეგ. და ძალიან მომეწონა ყველაფერი. მე მიყვარს შოპინგი და უკვე ვიყავი თბილისის ყველა დიდ მაღაზიაში. ძალიან მომწონს ქართული კერძები. ჩემი ფავორიტია ხინკალი, ლობიანი, ქაბაბი... დავდივარ საქართველოს უამრავ რესტორანში, რაც დიდ  შთაბეჭდილებას ახდენს ჩემს მეგობრებზე. ქუჩაშიც არაერთხელ შევხვედრივარ ჭეშმარიტად კარგ ქართველებს. განსაკუთრებით ბავშვებს, ისინი სულ ცდილობენ, მოგესალმონ, უნდათ გამოგელაპარაკონ, გეძახიან: „გამარჯობა“, „მიყვარხარ“ და როდესაც მე მათ ვუპასუხებ, ძალიან ბედნიერები არიან. როცა ადამიანებში ასეთ კეთილგანწყობას ვხედავ, ცუდ ამბებს ვივიწყებ და მეფიქრება, რომ აქ ადამიანებს კარგადაც შეუძლიათ მოგექცნენ. ზოგ ტაქსის მძღოლს ძალიან უხარია, ჩვენ რომ გვხედავს, გვეკითხებიან საიდან ვართ და მეც ვუხსნი ხოლმე. შემდეგ თავის თავზე მიყვებიან და კომუნიკაციას ცდილობენ. ეს ძალიან სასიამოვნოა. ხანდახან თანხის აღებაზე უარს ამბობენ ან მხოლოდ ერთი ლარის გადახდას მთხოვენ.
– გენდერული ბალანსი როგორ არის დაცული თქვენს ქვეყანაში?
– ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ქალები ახლა იბრძვიან იმისთვის, რომ უსმენდნენ და პატივს სცემდნენ მათ აზრს. ზოგადად, აფრიკელები იყვნენ ასე, მაგრამ ახლა აფრიკელი ცოლების შეხედულებები შეცვლილია. ჩვენ ვაძლევთ ქალებს მეტ ნიადაგს, რომ დაიმკვიდრონ თავი. მაგალითად, ჩვენ გვყავს ქალი მქადაგებლები, ქალი პოლიტიკოსები და ქალებს ახლა აქვთ სამსახურები, სადაც ითვლებოდა, რომ მხოლოდ მამაკაცებს უნდა ემუშავათ. ეს რეალურად მძიმე ბრძოლაა, მაგრამ ნელ-ნელა აფრიკელი კაცები აზროვნებით გახსნილები ხდებიან  და აღიარებენ ქალთა უფლებებს და მე ბედნიერი ვარ ამით. ნიგერიულ ოჯახში ქალიც მუშაობს და კაციც, ერთად ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. თუ კაცს პრობლემა აქვს, ცოლი ეხმარება მას, და პირიქით. ისინი მხარს უჭერენ და ზრუნავენ ერთმანეთზე. ოჯახში ქალი ამზადებს საჭმელს, მაგრამ მე მინახავს ოჯახები, სადაც ცოლ-ქმარი ერთად ამზადებს. ნიგერიელები ოჯახს სერიოზულად უყურებენ. ცოლი პატივს სცემს დედამთილს და ასევე, მამაკაცი – სიდედრს. ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ოჯახს.
скачать dle 11.3