კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 „კინოს სახლში“ ნიკო გომელაურზე გადაღებული კიდევ ერთი ფილმის ჩვენება გაიმართა

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

14 მარტს „კინოს სახლში“ მსახიობ და პოეტ ნიკო გომელაურზე გადაღებული რიგით მეორე ფილმის – „ნიკო გომელაურის“  ჩვენება გაიმართა. იდეა ნიკოს მეუღლეს, ქალბატონ ნინა ჩოდრიშვილს ეკუთვნოდა, რომელსაც „ნიკო – აპლოდისმენტების“ გადაღების შემდეგ მუდმივად ჰქონდა ახალი ფილმის შექმნის სურვილი და ექვსი წლის თავზე, ამჯერად ბევრად უფრო ნაკლები ბიუჯეტით, შეძლო მისი განხორციელება. ფილმის ძირითადი კონცეფცია იყო გენიალური მუსიკოსის გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გაჟღერდა ფილმში და საქართველოს ბუნების არაჩვეულებრივი კადრები, რომლის ფონზეც ისმის  ნიკოს ლექსები.
ნინა ჩოდრიშვილი: ბევრისგან მსმენია რომ, „ნიკო – აპლოდისმენტები“ არ გამოვიდა ისეთი, როგორიც ნიკოს ეკადრებოდა.  ექვსი წელია, ამ დარდს ვატარებ, ფილმის გადაღება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და მე, ვისაც არავითარი კავშირი არ მაქვს კინოსთან, რაღაცნაირად მოვახერხე ეს ყველაფერი.  ფილმის მონტაჟს სახლში ვაკეთებდით, შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორი არ გვყავდა, თუმცა, მეხმარებოდა ჩემი მეგობარი – ერუდირებული და ინტელექტუალი ირინა ჟღენტი, რომელიც თეატრის რეჟისორია,  კინო არასოდეს გაუკეთებია და პრეტენზიაც არასდროს ჰქონია ამაზე. ძალიან უყვარს ნიკო და მუშაობის პროცესში ისიც გულის კარნახით მოქმედებდა. მე ალოგიკურად ვყრიდი ყველაფერს და ირინა ამას ლოგიკურად ალაგებდა. რაღაც კადრები წინა ფილმიდან გვაქვს გამოყენებული, მაშინ გვყავდა ძალიან ცნობილი და თავისი  საქმის პროფესიონალი ოპერატორი – გიორგი ბერიძე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ,  ცოცხალი აღარ არის. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის 98 პროცენტი შეცვლილია. მონტაჟის სპეციალისტმა დათო კიკნაძემ დრონით გადაიღო საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნების კადრები. ვეცადე, ფილმში, ძირითადად, ჯანმრთელი ნიკოს კადრები გამომეყენებინა, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი გვაქვს.
ფილმი დადებითად შეაფასეს და ძალიან დიდი ქება დავიმსახურე  იმ ადამიანებისგან,  რომლებსაც ხელოვნებაში სიტყვა ეთქმით და მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება.  მათ შორის არიან ბატონი  გოგი ალექსი-მესხიშვილი და ბატონი ლოვერ ახვლედიანი, რომელთა შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.   
скачать dle 11.3