კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 „საფილო“ ჯგუფმა ოპტიკური და მზის სათვალეების ახალი ბრენდი – „თორელი“ ჩამოაყალიბა

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მაღაზიათა ქსელი „საფილო“ უკვე 25 წელია, წარმატებით მუშაობს ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ ზრუნავს, რომ მომხმარებელს მეტი სიახლე და კომფორტი შესთავაზოს. ცოტა ხნის წინ საფილო ჯგუფმა, „თორელის“ სახელით, ოპტიკური და მზის სათვალეების ახალი ბრენდი ჩამოაყალიბა და პირველი მაღაზიაც გახსნა თბილისში.

ია შოთაძე: 17 წლის ასაკიდან ვმუშაობდი ოპტიკის მაღაზიაში, შესაბამისად, ეს სფერო ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო და დიდი გამოცდილებაც მქონდა ამ მიმართულებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამიჩნდა იდეა, რომ გამეხსნა საკუთარი მაღაზია, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებოდა, სასიამოვნო გარემოში, კვალიფიციური პერსონალის დახმარებით შეერჩია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ოპტიკური და მზის სათვალეები. ამ მიზნით ჩავედი რომში, სადაც შევხვდი კონტროლის პალატის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ოპტიკის სფეროში მუშაობდა და სწორედ მან დამაკავშირა სხვადასხვა გამოფენებთან და მომწოდებლებთან. შევარჩიე
კოლექციები და ჩამოვიტანე საქართველოში.
– როდის გახსენით პირველი მაღაზია და როგორ გაფართოვდა ქსელი?
– ჩვენი პირველი მაღაზია, სახელწოდებით „+-20”, 1993 წელს გაიხსნა. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში ძალიან მძიმე და არასტაბილური ვითარებაა. ბიზნესის წამოწყებისთვის არასახარბიელო დრო იყო. ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, განვვითარდით და 1999 წელს, მომწოდებლების თხოვნით, „საფილოს“ სახელით განვაგრძეთ ბაზარზე მოღვაწეობა. თანდათანობით ქსელი გაფართოვდა და დღეს ქვეყნის მასშტაბით უკვე ცხრა მაღაზიით ვართ წარმოდგენილი. ფილიალები გვაქვს როგორც
თბილისში, ისე რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
– საიდან შემოგაქვთ პროდუქცია?
– „საფილო“ წარმოადგენს იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების წამყვან კომპანიებს საქართველოში. ის აერთიანებს მზისა და ოპტიკური სათვალეების მსოფლიო ბრენდებს, როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის. „საფილოს“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ, შეიძინოთ
ისეთი ცნობილი ბრენდების სათვალეები, როგორიცაა: Aleqsander MqQueen, Dior, Gucci, Hugo Boss, Max Mara, Mars Jacobs და ასე შემდეგ.
– როგორ გაჩნდა „თორელის“ გახსნის იდეა?
– დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩემი პარტნიორი გახდა ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდა – დავით ალიმბარაშვილი, რომელიც ამჟამად „საფილოს“ დირექტორი და „თორელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.  აქვს ევროპული განათლება მარკეტინგის მიმართულებით და გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც აკვირდებოდა კომპანიის გაყიდვებს, მოგებებსა და ასე შემდეგ, მისი ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „თორელის“ სახელით ჩამოგვეყალიბებინა ოპტიკური და მზის სათვალეების ახალი ქსელი საქართველოში, რასაც, დარწმუნებული ვარ, ისევე შეიყვარებს ქართველი მომხმარებელი,
როგორც თავის დროზე „საფილო“ შეიყვარა.

დავით ალიმბარაშვილი:
„თორელი“ „საფილოსგან“ განსხვავდება როგორც პროდუქციის, ისე სერვისის კუთხით. ის უფრო მდიდრულ პროდუქციაზეა გათვლილი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს სეგმენტი ასათვისებელი იყო ბაზარზე. თუმცა, ყველა საფასო სეგმენტისთვის გვაქვს პროდუქცია – „თორელში“ სათვალეების ფასი 99-დან 4 000 ლარამდე მერყეობს.  სამომავლოდ იგეგმება „საფილოს“ ქსელის მთლიანი რებრენდინგი, ის სიახლეები, რაც ამჟამად „თორელშია“, ნელ-ნელა გადმოვა „საფილოშიც“ და მთლიანად ქსელის მომხმარებელი მიიღებს ამ სერვისს ჩვენგან.
– რამდენად დიდია კონკურენცია და რითი გამოირჩევა „საფილო“?
– ბაზარზე ორი ძირითადი კონკურენტი გვყავს. ერთ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული ბრენდებია წარმოდგენილი, მეორე შემთხვევაში ხდება გადაკვეთა ამ კუთხით, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი ხაზი იგივე ბრენდებში იყოს განსხვავებული და მგონი, წარმატებით ვახერხებთ ამას. ჩვენ გადავდივართ ახალ საფასო პოლიტიკაზე – „თორელში“ პროდუქტის სარეალიზაციო ფასს მომხმარებელი
განსაზღვრავს. მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების სერვისის განვითარებაზე, ამ მიზნით აქტიურად ვატარებთ ტრენინგებს ჩვენი თანამშრომლებისთვის, ამ კუთხითაც ნელ-ნელა მივიწევთ წინ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– როგორც გითხარით, იგეგმება „საფილოს“ მაღაზიათა ქსელის მთლიანი რებრენდინგი, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „საფილო“ მთლიანად გადავა იმ საფასო სეგმენტზე რაც ახლა „თორელშია“. გვექნება ორი ხაზი. ერთი მიმართულებით იქნება, დაახლოებით, ის პროდუქცია, რაც ახლა „საფილოშია“, ხოლო მეორე ხაზში წარმოვადგენთ იმ ძვირადღირებული ბრენდების პროდუქციას, რასაც ამჟამად მხოლოდ „თორელში“ შეხვდებით. რაც შეეხება ლოკაციებს, უცვლელი დარჩება, ამას ემატება სულ ახლახან გახსნილი მაღაზია „თორელი“. წელს ვაპირებთ კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას თბილისში, რის შემდეგაც ბაზარზე უკვე ათი მაღაზიით ვიქნებით წარმოდგენილი.  

მისამართი და
საკონტაქტო ტელეფონები:
ჭავჭავაძის გამზირი  ¹17
(„თორელი“) ტელ.: 299 91 66;
პეკინის გამზირი ¹20.
ტელ.: 238 15 86;
ჭავჭავაძის გამზირი ¹16.
ტელ.: 218 15 86;
ვაჟა-ფშაველას გამზირი ¹15. ტელ.: 218 39 31;
ლუბლიანას ქუჩა ¹5,
კლინიკა „ოფთალმიჯი“;
ბათუმი, დემეტრე თავდადებულის
ქ. ¹29. ტელ.: 27 55 29;
ქუთაისი, თამარ მეფის ¹4.
ტელ.: 25 30 43;
რუსთავი, მესხიშვილის ¹1.
ტელ.: 577 67 34 41.


скачать dle 11.3