№11 რა მოხდა ამ დღეს
19 მარტი
1831 – პირველი დაფიქსირებული ბანკის ძარცვა ამერიკის შეერთებულ შტატებში..
1945 – იაპონიაში დაიხურა ყველა სკოლა. ექვს წელზე უფროსი ბავშვები სამხედრო სამუშაოებზე გაიგზავნენ.
1953 – შედგა „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალის პირველი ტელეჩვენება.
20 მარტი
1854 – აშშ-ში დაარსდა რესპუბლიკური პარტია.
1933 – ფაშისტურ გერმანიაში გაიხსნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი – „დახაუ“.
21 მარტი
1925 – ამერიკის შეერთებულ შტატ ტენესში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა დარვინიზმის სწავლებას (1950 წლიდან გაუქმებულია).
1963 – დაიხურა სახელგანთქმული ციხე ალკატრასი.
22 მარტი
1786 – ეკატერინე მეორემ ბრძანა, რომ ამიერიდან მის ქვეშევრდომებს თავი მოეხსენიებინათ არა როგორც მონა, არამედ „ერთგული ქვეშევრდომი“.
1956 – ელვის პრესლი პირველად მოხვდა მუსიკალურ ჰიტ-პარადში.
23 მარტი
1839 – ბოსტონურ გაზეთში „მორნინგ პოსტ“ პირველად გამოჩნდა დღეს უკვე გავრცელებული „ო’კეი“.
1919 – ბენიტო მუსოლინიმ ქალაქ მილანში დააარსა ახალი პოლიტიკური მოძრაობა Fasci di Combatimento. ასე გაჩნდა ტერმინი „ფაშიზმი“.
24 მარტი
1603 – ინგლისში ტიუდორების დინასტია შეცვალა სტიუარტების დინასტიამ.
1882 – რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის ჩხირები.
1955 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააყენა მსოფლიოში პირველი საზღვაო ნავთობჭაბურღილი.
25 მარტი
1821 – საბერძნეთის აჯანყების დასაწყისი თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ.
1995 – ციხიდან სანიმუშო ყოფაქცევისთვის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მსოფლიოს ჩემპიონი კრივში მაიკ ტაისონი. იგი სასჯელს იხდიდა გაუპატიურებისთვის.