№12 თუ გამოიცნობთ
1. ჰოლანდიის ერთ-ერთი ხიდის რეკონსტრუქციის დროს არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, ხიდი ისე გაეკეთებინათ, რომ შორიდან არ გამოჩენილიყო. მოახერხეს კიდეც, ხიდი წყლის დონის დაბლა ააგეს, შორიდან კი ჩანდა, თითქოს წყალი გაყოფილი იყო. ვისი სახელი უწოდეს ამ ხიდს?
2. ტრადიციული ბუდისტური ფეხის საკოჭე ძეწკვი 12 რგოლისგან შედგებოდა. მისი წკარუნი მორწმუნეებს ღვთისმსახურის მოახლოებაზე მიანიშნებდა. თუმცა, ის ეკეთათ იმ მორწმუნეებსაც, რომლებსაც დუმილის აღთქმა ჰქონდათ დადებული და ამით ყურადღებას იქცევდნენ. ასევე, ამით კეთილშობილი ადამიანები სიარულისას აფრთხობდნენ... რას?
3. მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის პარიზში მოდაში შემოვიდა აბრეშუმის მაღალხარისხიანი ქსოვილისგან შეკერილი საქორწინო კაბები. ასეთი ქსოვილი მაშინ ადვილად იშოვებოდა და საკმაოდ იაფიც ღირდა. რატომ?
4. ყველამ იცის, რომ აღა-მაჰმად-ხანმა, გაბრაზებულმა, რომ თბილისის გოგირდის აბანოებმა ის ვერ განკურნა, კინაღამ მთლიანად გადაწყვა ქალაქი. რისგან სურდა განკურნება დამპყრობელს?
5. ათენში, ძირითადად, 4 ხარისხის ადამიანები ცხოვრობდნენ: მოქალაქეები, ანუ მამაკაცები 16-18 წლიდან – ყველაზე მაღალი ხარისხის; თავისუფალი ადამიანები – ბავშვები და ქალები; მონები – ყველაზე დაბალი ხარისხის; უუფლებო ადამიანები და მეტეკოსები... ვინ იყვნენ მეტეკოსები?