№12 7-დღიანი დიეტა და მინუს 7 კილოგრამი
ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც წონაში დაკლება სწრაფად და ჯანმრთელობის დაუზიანებლად სურს. მთავარია, ყოველდღიურად ზუსტად შეასრულოთ მოცემული რეკომენდაციები და მიირთვათ დღის განმავლობაში ის, რაც ქვემოთაა მოყვანილი.
პირველი დღე
ხილის დღეა. მთელი დღის განმავლობაში, მიირთვით ნებისმიერი ხილი, რომელიც გიყვართ. იკრძალება, მხოლოდ, ბანანი. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა დალიოთ, დღეში 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მეორე დღე
ბოსტნეულის დღეა. არ გამოიყენოთ სალათებში ზეთი და სხვა დანამატები. მიირთვით როგორც უმი, ისე მოხარშული ბოსტნეული და აუცილებლად დალიეთ 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მესამე დღე
ხილისა და ბოსტნეულის დღეა. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. უნდა დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეოთხე დღე
რძისა და ბანანის დღეა. მთელი დღის განმავლობაში გადაანაწილეთ 8 ცალი ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე
ბრინჯისა და პომიდვრის დღეა. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ 3 ულუფა მოხარშული ბრინჯის ფაფა და 7-8 ცალი პომიდორი.
მეექვსე დღე
ბრინჯისა და ბოსტნეულის დღეა. დილით მიირთვით უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი. შუადღეს კი – 1 ულუფა ბრინჯის ფაფა და დღის ბოლოს – ბოსტნეული. ასევე, უნდა დალიოთ 8 ჭიქა წყალი.
მეშვიდე დღე
ბრინჯისა და ბოსტნეულის დღეა. მთელი დღის განმავლობაში, შეგიძლიათ, მიირთვათ 2 ულუფა ბრინჯი, ბოსტნეული, რომელიც გიყვართ – უმად, და ახალგამოწურული ხილის (ბანანის გარდა) წვენი – შეუზღუდავი რაოდენობით.