კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ლიმონი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ამ მარადმწვანე ციტრუსის გამოყენება საუკეთესო პროფილაქტიკაა ადამიანის ორგანიზმისთვის, აძლიერებს მის დაცვით უჯრედებს, იმუნურ სისტემას და ავსებს მზის ენერგიით. მატონიზირებელია, ამაღლებს განწყობას და დადებით ემოციებს. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით, ლიმონს იყენებენ ავიტამინოზის, ანუ ჰიპოვიტამინოზის დროს. ლიმონი მდიდარია A, B, B1, B2, E, D ვიტამინებით და P ვიტამინით, ანუ ციტრინით, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვება მხოლოდ ციტრუსებში. ეს არის ნივთიერება, რომელიც C ვიტამინთან ურთიერთრეაქციის დროს, სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე, ნივთიერებათა ცვლაზე, მეტაბოლიზმზე. ორგანიზმს წმინდს მავნე ნივთიერებებისგან, შლაკებისგან. აჩერებს პირღებინებას, ეგზემას. ლიმონის სიროფი კი გამოიყენება, როგორც ჭიებისგან ორგანიზმის დასაწმენდად და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ, რის გამოც ის ბოლო ხანებში აღიარებულია, როგორც სოკო კანდიდას ანუ კიბოს უჯრედების საწინააღმდეგო ციტრუსად. P ვიტამინის C ვიტამინთან შეერთებისას, არა მხოლოდ ანახლებს და აძლიერებს სისხლძარღვებს, ვენებს, არტერიას, არამედ ხდის მათ ელასტიკურს.  P ვიტამინი, როგორც ვიტამინი C წარმოქმნის კოლაგენს, რომელიც მთავარი კომპონენტია, როგორც კანის, ისე სისხლძარღვების კედლებისა. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი, დაწმინდოს და განაახლოს როგორც კანი, ასევე არტერიების ღრუ ცუდი ქოლესტერინისგან და წვავს ცხიმებს, რაც ხელს უწყობს გახდომის პროცესის დაჩქარებას, სიმსუქნის დაძლევას.
P ვიტამინის უკმარისობამ ორგანიზმში შესაძლებელია, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და სისხლისდენა სისხლძარღვების კედლის გათხელების შედეგად. გათხელებულ წვრილ კაპილარებში ჩნდება მტკივნეული სისხლჩაქცევები ფეხებზეც. როდესაც დაიწყეს ლიმონის წვენის გამოყენება, შემცირდა ასეთი სახის სისხლჩაქცევები. შესაბამისად, ლიმონის წვენი უპრიანია ინფარქტის, ინსულტის, ღრძილებიდან სისხლდენის, პაროდონტოზის და სისხლძარღვების პათოლოგიების შედეგად, სხვა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკისთვის. დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
ახლად დაწურული ლიმონის წვენი გამოიყენება სურავანდის, პოდაგრის, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. გულის კუნთების სამკურნალოდ, ლიმონი მონაწილეობს მინერალების ცვლაში.
შეიცავს კალიუმს მაგნიუმსა და კალციუმს.
მასში შემავალი A ვიტამინი უხდება თვალის ლორწოვან გარსს.
C და D ვიტამინებით მდიდარი ლიმონი  ეხმარება ორგანიზმს კალციუმისა და რკინის ათვისებაში. C ვიტამინი ეხმარება ტუბერკულოზით, რევმატიზმით დაავადების შემთხვევებში.
ლიმონი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა სახის პათოლოგიების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მჟავე ციტრუსია, აქვეითებს კუჭის წვენის სიმჟავეს, თუ იქნება მიღებული მოხმარებიდან 10 წუთში და სოდასთან ერთად. სოდის გარეშე კი, დაბალი მჟავიანობის დროს, იწვევს საკვების მომნელებელი წვენისა და ენზიმების გამომუშავებას კუჭის ლორწოვან გარსში. აღვივებს მადას.
ლიმონის წვენს გამოჰყავს ტოქსინები და ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.
სასარგებლოა ნაბახუსევის, ღვინით, სპირტიანი, ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის, ღვიძლის ტოქსინებით დაავადების, მწვავე ჰეპატიტის, სიყვითლის, ნაღვლის ბუშტისა და მისგან გამომავალი სადინარების დასაწმენდად. მასში შემავალი ვიტამინი P – ციტრინი არეგულირებს ნაღვლის წვენის წარმოქმნას და გამოყოფას, შლის და გამოყავს მცირე ზომის კენჭები და ქვიშა.
ამბობენ, რომ ლიმონი ქიმიოთერაპიაზე უფრო ძლიერად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე.
ამ ციტრუსის უამრავი სასარგებლო თვისებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზემოქმედების უნარი სწორედ კისტებსა და სიმსივნეებზე. ლიმონს შეუძლია, კიბოს ყველა სახის უჯრედებზე იქონიოს გავლენა. ამიტომ მას შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად ასახელებენ.
ლიმონი, ასევე, განიხილება ბაქტერიული ინფექციებისა და სოკოვანი დაავადებების ანტიმიკრობულ ელემენტად. ებრძვის ორგანიზმში არსებულ პარაზიტებსა და ჭიებს. არეგულირებს სისხლის წნევას, მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი, ხსნის დაძაბულობას და ნერვულ აშლილობას.
 ხორცსაკეპში გატარებულ 400 გრამ ნიორს დაამატეთ 2 ცალი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით. ქილას დაახურეთ თხელი ტილოს ნაჭერი და თავი მოუკარით. გააჩერეთ 2 დღე. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და მიიღეთ ძილის წინ. ეს ნაზავი შესანიშნავია სისხლის გასაწმენდად, გასაჯანსაღებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

                                                           კომში – სეზონის საუკეთესო მკურნალი


კომშის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინის ნაერთებს, ფრუქტოზას, გლუკოზას, კალიუმის მარილებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორსა და სპილენძს.
კომშის ნაყოფს წამლად იყენებენ უძველესი დროიდან. ხალხურ მედიცინაში კომშის რბილობის მურაბა და ნახარში ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. დადგენილია, რომ კომში დადებითად მოქმედებს გულის აჩქარებაზე, სიყვითლესა და დიარეაზე. კომშის ნაყოფს აქვს შემკვრელი, შარდმდენი, ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური მოქმედება და ხელს უწყობს გულისრევის შეჩერებას. კომშის კურკებს კი აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ, სამედიცინო პრაქტიკაში კომშის კურკების ნახარში გამოიყენება სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენისა და დიარეის დროს. კურკის ნახარშს იყენებენ, ასევე, ანგინის დროს სავლებ საშუალებად, თვალის დაავადებებისას – ლოსიონად, კოსმეტიკაში კი – კანის დამარბილებლად.
თუ ხველამ შეგაწუხათ – ერთი სადილის კოვზ კომშის კურკას დაასხით 100 გრამი ადუღებული წყალი, ნელ ცეცხლზე შედგით და ათი წუთი ადუღეთ. შემდეგ, გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
კომშის ფოთლების ნაყენი ამცირებს და აჩერებს კიდეც, ბრონქული ასთმის შეტევას. ამისათვის 5 გრამ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამგვარი ნაყენის შენახვა შეიძლება, მაცივარში არა უმეტეს 3 დღისა.
ღრძილებიდან სისხლდენის დროს – 1 ჩაის კოვზ კომშის ხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დუღილიდან 30 წუთის განმავლობაში, ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ და გამოიყენეთ, როგორც გამოსავლები საშუალება.
კომშის თესლების ნახარში იხმარება თვალის დაავადებების დროს, საფენების სახით, ანგინის დროს – გამოსავლებად. კომში შეგიძლიათ, გამოიყენოთ, როგორც კოსმეტიკური საშუალება კანის დასარბილებლად. კომშისგან შეგიძლიათ, ნიღაბი მოამზადოთ ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით დაუმატეთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს მიანიჭებს.
გამელოტების, თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ – 1 სადილის კოვზ კომშის კურკას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ იმ რაოდენობის ანადუღარი წყალი, რაც დუღილის დროს დაშრა. ნახარში შეიზილეთ თავის კანში დღეში ერთხელ. არ ჩამოიბანოთ.
წნევის დასაწევად შეგიძლიათ, შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი, ასევე, კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის დონეს არეგულირებს.
ჰიპერტონიის დროს, ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათი, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.

                                                                        ხახვის სამკურნალო თვისებები


თავიანი ხახვის წვენი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ადამიანს გაციებისა და ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და საკვების მონელების პროცესის სტიმულირებასაც ახდენს. ამ პროდუქტს იყენებენ ჰიპერტონიის, ზოგადი სისუსტის დროს, პოტენციის გასაძლიერებლად, ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად და ასევე, გასტრიტის, ჰემოროისა და დიაბეტის დროს.
თავიანი ხახვის წვენი გამოიყენება რევმატიზმის, უძილობის, ნევრასთენიის სამკურნალოდ. ცოცხალი ხახვის „ფაფა“ კარგია გრიპის, დერმატიტის, თმის ცვენის, კოჟრების, მეჭეჭების სამკურნალოდ და სხვათა შორის, კოღოს ნაკბენის წინააღმდეგაც.
თავიანი ხახვი გამოიყენება კოსმეტიკაშიც – ამ პროდუქტის საფუძველზე დამზადებული ნიღბები კანს კარგად წმენდს და არბილებს.
მწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, განსაკუთრებით გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. 100 გრამი მწვანე ხახვი ზრდასრული ადამიანისთვის C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის, ასევე, კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არის ქლოროფილი, რაც სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს.
გახანგრძლივებული ხველისა და, ზოგადად, ბრონქიტის დროს, მეტად ეფექტურია რძეში მოხარშული ხახვი: 1-2 საშუალო ზომის თავი გაფცქვენით, ჩააწყვეთ რძეში, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 3-4 წუთი, ხახვის დარბილებამდე ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ, შეგრილებისთანავე დაჭერით და მიირთვით. არსებობს მომზადების სხვა წესიც: აიღეთ იმავე ოდენობის ხახვი, წვრილად დაჭერით და რძეში მოხარშეთ. ნახარში 4 საათით გააჩერეთ, მერე კი დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.
ხახვის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია ფურუნკულის დროსაც. ამისთვის, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი და მრავალძარღვას ფოთლები (1:1). შემდეგ დაამატეთ თაფლი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის კვერი დაიდეთ ფურუნკულზე (ან დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე) და დაიმაგრეთ ლეიკოპლასტირით. შეგიძლიათ, გაიჩეროთ 1-2 დღე, შემდეგ კი კანი უნდა გაიწმინდოთ სპირტით.
ხახვი ამაღლებს იმუნიტეტს და ორგანიზმს უფრო ძლიერს ხდის. ამისთვის, გახეხეთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი და მიღებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ. სასარგებლოა ხახვის გამოყენება ინჰალაციისთვის. ამისათვის, ოთხ სადილის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. მერე გაწურეთ. მიღებულ ცხელ ნაყენს ჩაუმატეთ ორი სადილის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. შემდეგ შეგიძლიათ, თავზე პირსახოცი გადაიფაროთ და ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი შეისუნთქოთ.
წინაპართაგან შემოგვრჩა ასეთი რეცეპტი: 1-2 თავი ხახვი რგოლებად დაჭერით და ცოტაოდენ (დაახლოებით ერთ სადილის კოვზ) ცხიმში, უმჯობესია, ღორის ქონში, დარბილებამდე და შევარდისფერებამდე შუშეთ. მიირთვით თბილი, ორ ულუფად – დილით და საღამოს, ჭამის წინ.
ერთ სადილის კოვზ ხახვის წვენს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთით. მერე დაამატეთ გახეხილი ხახვი (1-2 თავი), კიდევ 20 წუთით გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, თითო სადილის კოვზი.
შემწვარი ხახვის ანტიბაქტერიული და, ზოგადად, სამკურნალო თვისებების შესახებ, ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს.
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ხახვის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები არ მცირდება. ის ყველა კომპონენტს დაუზიანებლად ინარჩუნებს. შემწვარი ხახვი ეხმარება ხანგრძლივად შეუხორცებელ ჭრილობას დაამებასა და დახურვაში. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თითო ფურცელი შემწვარი ხახვის დადება პრობლემურ ადგილზე მანამ, სანამ ჭრილობა არ მოშუშდება. ძირმაგარაზეც შემწვარი ხახვი უწყობს ხელს მის დროულ მომწიფებას. ამისთვის რამდენჯერმე, დღეში 20 წუთით, ძირმაგარაზე შემწვარი ხახვის ფურცელი დაიფინეთ. ჰემოროის განკურნებაშიც შემწვარი ხახვის კომპრესებს იყენებენ.
ხახვი აუცილებლად უნდა ჩართოს კვების რაციონში, ვისაც ინფარქტი ან ინსულტი აქვს გადატანილი და ასევე, სისხლის შედედების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაშიც. შემწვარ ხახვში დიდი რაოდენობითაა გოგირდი და რკინა, რაც სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებას ემსახურება. ამიტომაც, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია თითო ნაჭერი შემწვარი ხახვი დილით, უზმოზე. იგივე რჩევა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალი აწუხებს. შემწვარ ხახვს წყლულების სამკურნალოდაც იყენებენ. სახალხო მედიცინა გვირჩევს, რომ შემწვარი ხახვი ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა-მკურნალობის მიზნითაც ხშირად მივირთვათ. ასევე, ის ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზული ბალთებისგან და აწესრიგებს წნევას.скачать dle 11.3