კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რამდენ ათას ევროსა და აშშ დოლარს ინახავს ანაბრებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა 1981 წელსაა დაბადებული თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და შემდეგ – გრენობლის ბიზნესსკოლაში.
მისი ოფიციალური შრომითი ბიოგრაფია ზოგადადაა მოცემული სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე და მხოლოდ ის ვიცით, რომ ირაკლი მატკავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილეც იყო (2011 წელს), ხოლო საჯარო სექტორში გადმოსვლამდე მუშაობდა Tony Blair Associates-ში, სადაც განვითარებადი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელებს პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების საკითხებს უწევდა კონსულტაციას. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ქართულ უნივერსიტეტებში და ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორზე.
შესაბამისად, ირაკლი მატკავას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა. იმხანად მისი ერთადერთი საკუთრება იყო ბინა თბილისში, ჩანტლაძის ქუჩაზე (80 კვ. მ.). რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში, როგორც  TOG Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, 5 050 ლარი აიღო.
ირაკლი მატკავას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2018 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ. ის მარტო ცხოვრობს და ფლობს: 70 000 აშშ დოლარად ღირებულ ბინას (შეიძინა 2015 წელს) თბილისში, წითელწყაროს ქუჩაზე (149 კვ. მ.) და ბინას ჩანტლაძის ქუჩაზე.
„საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბრებზე კი ინახავს 1 000 ევროსა და 26 993 აშშ დოლარს.
რაც შეეხება შემოსავლებს: ირაკლი მატკავამ 2017 წლის განმავლობაში, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, 79 659 ლარი აიღო.
2014 წელს მან ბანკიდან იპოთეკური სესხი (ხუთი წლის ვადით) გამოიტანა (25 000 აშშ დოლარის ოდენობით), რომლის  მომსახურებაც 2017 წელს 3 940 ლარი დაუჯდა.
ასევე, გასულ წელს უძრავი ქონების გასხვისებით 43 533 ლარი მიიღო, ხოლო უძრავი ქონების ყიდვა 41 052 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება სხვა წლების შემოსავლებს: 2009 წელს ირაკლი მატკავამ, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, 2 274 ლარი აიღო, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, 13 125 ლარი, როგორც „თი-დი-ჯი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, 5 050 ლარი. 2010 წელს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ–საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარემ – 44 266 ლარი, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – 7 072 ლარი. 2011 წელს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ – 68 574 ლარი; 2012 წელს, იმავე პოზიციაზე – 75 126 ლარი; 2016 წელს, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ერთ თვეში – 5 102  ლარი.
скачать dle 11.3