კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 „ძიაძია“ ვოვა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ტაქსისტი“

როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, უფრო ზუსტად, ეს ჩემი ნაწერი და თქვენ, ძვირფასო მკითხველო, ანუ ჟურნალის ფურცლებს სტამბის საღებავი შეაშრება, ვლ. პუტინი კიდევ შვიდი წლით იქნება რფ-ის გვირგვინდადგმული (18 მარტს რფ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა).
მანამდე კი, რუსული მედიისა და სოციალური ქსელების მანათობელი ვარსკვლავი, ვინ თუ არა, ის იყო: თავად თავის დუხჭირ ყოფაზე გვიამბობდა, რუსი ბავშვები უკანასკნელ ბრძოლაში გაყოლასა და მისთვის უყოყმანოდ სიკვდილს ჰპირდებოდნენ, რუსული ესტრადის ვარსკვლავები კი ხმის ჩაწყვეტამდე უმღეროდნენ.
სატელევიზიო ეთერში კი ვლ. პუტინის ბალღობა-ყრმობაზე ფილმი ფილმს ცვლიდა, ერთ-ერთში მან (ანუ „ძიაძია ვოვამ“) გაგვიმხილა (ჩვენ რა – რუს ამომრჩეველს გაუმხილა), რომ ერთ ხანს სანკტ-პეტერბურგში ტაქსის მძღოლობასაც კი აპირებდა (უმუშევარი დავრჩი და რამენაირად ორი შვილი რომ მერჩინაო).
მომყავს ციტატა: „სხვა გამოსავალი არ მქონდა... ამიტომ, როდესაც მოსკოვში გადასვლა და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში იურიდიულ საკითხებზე მუშაობა შემომთავაზეს, დავთანხმდი და მოსკოვში ჩავედი.“
ლეგენდა, რა თქმა უნდა, გულისმომკვლელია (აბა, ვინ გაიგონა პოლიტიკოსი ლეგენდის გარეშე?!), თუმცა ოდნავ უხერხულობას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ უმუშევარ ჩეკისტს პირდაპირ რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესთავაზეს სამსახური.
არადა, რაც მართალი, მართალია: ვინ იცის, რამდენის კოჭი დაჯდებოდა ალჩუზე, ეს ჩვენი „ძიაძია ვოვა“ რომ ერთი უწყინარი სანკტ-პეტერბურგელი ტაქსისტი ყოფილიყო?!
скачать dle 11.3