კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა ხდება „ბადაგონში“ – ინტერვიუ გიორგი სალაყაიასთან


დავით ბეჟუაშვილის მზაკვრული გეგმა, რომელშიც სახელმწიფო უწყება ჩაერთო

კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, გიორგი სალაყაიას, რომელიც „ბადაგონის“ შესანარჩუნებლად ძალას არ იშურებს, იმედი აქვს, რომ ძალიან მალე სამართალი იზეიმებს. სურვილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება, რომელიც ჩაერთო პროცესში, მალე გამონახავს გადაჭრის გზებს. მიუხედავად სტრესული გარემოსა და დაძაბული დღის რეჟიმისა, ჩვენთან სიამოვნებით საუბრობს თავისი ცხოვრების სხვა დეტალებზეც.

გიორგი სალაყაია: ჩემი მთავარი სიმდიდრე ოჯახია – მრავალრიცხოვანი, ძლიერი, ქართული და სიყვარულით სავსე. მყავს მეუღლე და შვიდი შვილი. საერთოდ ვამბობ ხოლმე, ორი ოჯახი მაქვს – მეორე „ბადაგონია“-მეთქი, სადაც 600 კაცი მუშაობს. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, ძალები თანაბრად გადავანაწილო. ჩემი „მეორე ოჯახის“ გამო შვილებს ყურადღებას ვაკლებ, მაგრამ თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მათი ყველა პრობლემა თუ სიხარული ვიცი.
– სად უფრო საინტერესოა ცხოვრება ოჯახში თუ ბიზნესში?
– ჩემთვის ეს ორი ერთმანეთს ავსებს და პასუხისმგებლობას თანაბრად ვგრძნობ. გავზარდო კარგი შვილები და მქონდეს წარმატებული კომპანია –  აი, ეს არის ჩემი მიზანი. როდესაც აცნობიერებ შენი ცხოვრების აზრსა და მთავარ მიზანს, ეს უდიდეს ძალას გაძლევს.
– „ბადაგონი“ განსაკუთრებული ბრენდია. რთული იყო პირველი ნაბიჯები თქვენთვის, იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს ამ დარგს ძალიან უჭირდა?
–  ღვინის ბიზნესში ჩართვა მართლაც არ იყო ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება – იმ ბიზნესში, რომელიც შენი ქვეყნის ტრადიციასთან, თანამედროვეობასა და მომავალთან მჭიდრო კავშირშია. მართლა იყო პერიოდი, როცა ძალიან უჭირდა ამ დარგს და ნაბიჯ– ნაბიჯ ვცდილობდით ადგილიდან დაძვრას, წარმატებისკენ გზის გაკვალვას. ურთულესი გზა გავიარეთ. ბარიერები და პრობლემები გადავლახეთ იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც დღესაც თავდაუზოგავად შრომობენ „ბადაგონისთვის“.
– რისკები თქვენს ცხოვრებაში...
– რისკის გარეშე ცხოვრება უინტერესოა. ვიღაცას რისკის ეშინია, მე კი ამის არასდროს შემშინებია, რადგან მიზანი ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა. ახლა ვფიქრობ, რისკი რომ არ ყოფილიყო, რა ვიქნებოდით დღეს? „ბადაგონს“ 400 ჰექტრამდე საკუთარი ვენახი აქვს. კომპანიაში 600 ადამიანი მუშაობს. მოვიცავთ 10 სოფელს. გვყავს მრავალმილიონიანი მომხმარებელი. დღეს „ბადაგონი“ უკვე ჩვენი ქვეყნის სახეა. ეს ყველაფერი კი სტიმულსა და კიდევ უფრო
მეტ რისკზე წასვლის ძალას მაძლევს.
– რა ხდება დღეს რეალურად „ბადაგონში“?
– ის, რაც დღეს ხდება ჩვენი კომპანიის გარშემო, ვფიქრობ, იმ წარმატების აღიარებას მოჰყვა, ბოლო წლის განმავლობაში რომ მივიღეთ. 2017 წლის შედეგებით ჩვენი კომპანია ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ჩვენ დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და გადამხდელი ვართ. „ბადაგონის“ ბრენდი უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოპულარიზაციასთან. კიდევ ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ამ ფონზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ჩვენმა წარმატებამ, „ბადაგონის“ მიმართ გარკვეული ინტერესები გაუჩინა.
პირდაპირ ვამბობ, ჩემი ვარაუდით, ამ პროცესს ხელმძღვანელობს, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, დავით ბეჟუაშვილი. სწორედ, მან მოძებნა იურიდიულ-სამართლებრივად დასრულებული საქმის მონაწილე პირები. აღსანიშნავია,  რომ ამ ადამიანებმა თავიანთ ქვეყნებში ეკონომიკური ბანკნოტი განიცადეს და უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის ფონზე, დამიპირისპირდნენ. ჩემთვის საკვირველია, რატომ შეიტანა განცხადება ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში. ეს ერთმნიშვნელოვნად სამოქალაქო დავაა და შესაბამისად, სამოქალაქო სამსახურში უნდა მოხდეს მისი განხილვა.
– რა შედეგებს ელოდებით?
– უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი მიზანი ჩემი შეშინება გახლდათ, რომ დამეწყო ეგრეთ წოდებული მორიგება, რომელსაც თვითონ მიჩვეულები არიან. თუმცა, შეცდნენ. მე არ ვაპირებ დათმობაზე წასვლას. როცა სამართალი ჩემს მხარესაა, პოზიციებს არ დავთმობ. ყველაფერი ბინძურად შეთხზულია, ყოველდღე სტრესულ გარემოში ვმუშაობთ. სასაცილოა, რომ ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე კომპანიის ოფის-მენეჯერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერსა და ზოგადად, რიგით თანამშრომლებს იბარებენ. როგორც ვიცი, ქარხნის თანამშრომლების დაბარებასაც აპირებენ. ეს ყველაფერი კი მეტი არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე.
– თქვენი  მიზნები და იმედები?
– არავითარ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ მათთან, მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. ის, რაც დიდ სტიმულს მაძლევს, არის ქართველი და უცხოელი საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. ადამიანს ათასი რამ შეიძლება, დააბრალო. ეს არის დავით ბეჟუაშვილის მზაკვრული გეგმა, რომელშიც, სამწუხაროდ, გამოიყენეს სახელმწიფო უწყება.
ბოლოს, იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც თვალყურს ადევნებს „ბადაგონის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, დაგვეხმარება პროცესის სამართლიანად მოგვარებაში.
скачать dle 11.3