კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ბრძნული აზრები

ტვენი: თუ მშიერ ძაღლს დააპურებთ, ის აღარ გიკბენთ. აი, ესაა პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ძაღლს შორის.
შექსპირი: პატივაყრილებს სურთ, პატივი სხვასაც აჰყარონ და ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ მოგვაჩვენონ.
რემარკი: იცით, რა არის ამ სამყაროში ყველაზე საშინელი? ის, რომ, საბოლოოდ, ყველაფერს ვეჩვევით.
ნიკოლოზ სერბელი: სამ რამაზე არ იჩქარო მსჯელობა – უფალზე, სანამ რწმენაში არ განმტკიცდები; სხვის ცოდვებზე, სანამ შენს ცოდვებს არ გაიხსენებ და მომავალ დღეზე, სანამ განთიადს არ ნახავ.
მარკესი: არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია, განკურნოს ის, რისი განკურნებაც ბედნიერებას ძალუძს.
ბიორნე: როდესაც ცუდად ხარ, ნამდვილი მეგობარი დაგეხმარება, ხოლო ვითომ მეგობარი ისე მოგაჩვენებს თავს, თითქოს ის უფრო ცუდადაა.
სტალინი: ფრანგები ბევრს ლაპარაკობენ და არაფერი შეუძლიათ; ინგლისელები  ბევრს ლაყბობენ და რაღაც შეუძლიათ; ხოლო გერმანელები ბევრსაც ლაპარაკობენ და ბევრიც შეუძლიათ.
ნერუ: არ არსებობს საკუთარი ხალხის უფრო დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია.
მონტენი: სუსტი და სამართლიანი ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე – ძლიერი და უსამართლო.
ჩესტერფილდი: სხვებისგან ისწავლი თუ სხვებს ასწავლი, საზოგადოებისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
ბეკონი: უმჯობესია, დიდი სიკეთისთვის გმტრობდნენ, ვიდრე – პატარა ბოროტებისთვის.
პოლ ვალერი: მე წელში მწყვეტს იმის სიმძიმე, რაც არ გამიკეთებია.
ბუდა: ის აზრი, რომ ვინმეს შეუძლია, გაგაბედნიეროს ან გაგაუბედუროს, უბრალოდ, სასაცილოა.
ჰიპოკრატე: სისუსტეები სუსტ ადამიანს ვერ ექნება. ის მხოლოდ ძლიერთა ხვედრია.
ბაფეტი: ნუ იქნები ძუნწი – მიეცი ადამიანს მეორე შანსი. ნუ იქნები სულელი – არასდროს მისცე მესამე.
მენანდრე: რაც უფრო ნაკლები მოლოდინი გაქვთ, მით უფრო მეტია თქვენს ცხოვრებაში სიურპრიზები.
იუნგი: თუ ადამიანი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა, თქვენ ჩაგთვლით სულელად.
ილია მეორე: საოცარია, რომ ვინც ეხმარება, მას უფრო მეტად უხარია, ვიდრე იმას, ვისაც ეხმარება! საკითხავია, ჩვენ ვეხმარებით მათ თუ ისინი გვეხმარებიან?!
მოპასანი: მამაკაცს თუ შეატყობ, რომ ფიქრობს, ცოლად შეგირთოს, უნდა დაარწმუნო თავისი აზრის სისწორეში.
გოეთე: ნამდვილი სიყვარული ადამიანს მხოლოდ სიბერეში შეუძლია.скачать dle 11.3