კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ შემოაკვდა მეგობრის ცოლი წარსულში ნასამართლევ მამაკაცს და რატომ გაიმეტა მან სასიკვდილოდ ყოფილი პარტნიორი

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

43 წლის ელგა ზ-ოვი მეუღლის მეგობრის მსხვერპლი გახდა. ქალი ჯიმშერ ბ-იას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან  თავში  მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, წარსულში ნარკოტიკების რეალიზაციისთვის გასამართლებული ჯიმშერ ბ-ია, რომელიც ასევე, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოათავსეს საავადმყოფოში. მას სხეულზე ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.
 სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაკავებულმა ჯიმშერ ბ-იამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღიც, რომელიც მამაკაცმა მკვლელობამდე ორი კვირით ადრე შეიძინა.   საქმის მასალების მიხედვით, ჯიმშერ ბ-იას გარდაცვლილი ქალის ქმრის, ჯონი ა-ოვის მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი და ქალი ქმრის ბავშვობის მეგობრის მსხვერპლი შემთხევვით გახდა.  
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ელგა ზ-ოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხთან მოხდა.  ელგა ზ-ოვი ავტოფარეხიდან გამოვიდა და როდესაც მის ეზოში გასროლა გაისმა, ერთადერთი ტყვია ქალს თავის არეში, ახლო დისტანციიდან მოხვდა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მას თავის ქალა ჰქონდა ახდილი. მკვლელი შემთხვევის ადგილის დატოვებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოასწრო – გარდაცვლილი ქალის ქმარმა და შვილმა ის მიმალვის დროს დააკევს და მას მეგობრებთან ერთად, რომლებიც ინციდენტის ადგილზე აღმოჩნდნენ, სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემი ჯიმშერ ბ-ია,  სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, სიკვდილს სამართალდამცველებმა გადაარჩინეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ქალის მეზობლების სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდნენ.
 საქმის მასალების მიხედვით,  ჯიმშერ ბ-ია და ჯონი ა-ოვი ბავშვობის მეგობრები იყვნენ,  ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მეგობრობდნენ მათი ცოლებიც, მაგრამ საერთო ბიზნესის გამო, ისინი ერთმანეთის მტრები გახდნენ. მეგობრებსა და საქმიან პარტნიორებს შორის დაპირისპირება  საბურავების ბიზნესს მოჰყვა, რომელშიც ჯონი ა-ოვი ჯიმშერ ბ-იამ ჩართო.   ბიზნესის დაწყებამდე ჯიმშერ ბ-იას ხუთი  წელი საპატიმროში ჰქონდა გატარებული, მაგრამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, გარდაცვლილი მამის საქმე გააგრძელა, რომელში დახმარებაც მეგობარს ანდო. ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჯიმშერ ბ-იამ მეგობარი ღალატსა და ფულის მოპარვაში დაადანაშაულა.  საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯიმშერ ბ-იამ მშობლების სახლიც დაკარგა, რომელიც საერთო საქმის გამო, საბანკო ვალდებულებით იყო დატვირთული. ჯიმშერ ბ-ია თვეების განმავლობაში სთხოვდა მეგობარს 25 ათას დოლარს, რომ სახლი დაკარგვას გადაერჩინა, მაგრამ ჯონი ა-ოვმა მას დახმარებაზე უარი განუცხადა. ჯიმშერ ბ-იამ სახლი დაკარგა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქირით გადავიდა.    სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაძაბულობა და ურთიერთდაპირისპირება ბავშვობის მეგობრებს შორის. მამაკაცების კონფლიქტს  ოჯახების დაპირისპირებაც მოჰყვა – ჯიმშერ ბ-იას მეუღლე სისტემატურად ურეკავდა ჯონი ა-ოვის მეუღლეს და მათი კუთვნილი ვალის დაბრუნებას სთხოვდა. ამონაწერი  ჯიმშერ ბ-იას მეგობრის ჩვენებიდან: „ჯონისა და ჯიმშერის დაპირისპირების შემდეგ, მათი მეგობრებიც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენ ორივესთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ორივე ჩვენ გვერდით გაიზარდა და არ ვიცოდით, მათ კონფლიქტში რა პოზიცია უნდა გვქონოდა. ცალკ-ცალკე ერთიც მართალი იყო და მეორეც, რეალურად, ვინ იყო დამნაშავე და ვინ „მოტეხა” ფული, არ ვიცოდით. ჯიმშერი სახლის დაკარგვის შემდეგ ისეთი გამწარებული იყო, მივხვდით, ეს დავა მარტივად არ დასრულდებოდა.   ბიჭებთან იმასაც კი ამბობდა, ჯონის ისე მოვკლავ, ხელი არ ამიკანკალდებაო. ერთხელ მთვრალმა მითხრა, ქილერს ვეძებ ჯონის მოსაკლავად, რაც ფული მაქვს, იმასაც გავიღებ და ცოცხალს არ დავტოვებო.  განსაკუთრებით იმას განიცდიდა, რომ ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ორჯერ შეხვდნენ ჯონი და ჯიმშერი   ერთმანეთს მოსალაპარაკებლად, მაგრამ ვერ მორიგდნენ, მათი ორივე შეხვედრა ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.”
რა  მოხდა მკვლელობის დღეს ჯონი ა-ოვის სახლში, ამის შესახებ თავად გარდაცვლილი ქალის ქმრისგან გახდა ცნობილი. ამონაწერი ჯონი ა-ოვის ჩვენებიდან: „საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, ტელევიზორს ვუყურებდი, დივანზე ვიყავი წამოწოლილი.  ელგამ მითხრა, რომ ავტომობილში ჰიგიენური საშუალებები დარჩა. მანქანა ჩემს ეზოში, ავტოფარეხში მყავდა გაჩერებული. გასაღები აიღო და ეზოში გავიდა. ალბათ, სამი-ოთხი წუთი იქნებოდა გასული,  რომ გასროლის ხმა მომესმა. მაშინვე გარეთ გავვარდი. ჩემი ცოლი თავახდილი, თითქმის უკვე გარდაცვლილი ავტოფარეხის კართან, მიწაზე ეგდო, სიბნელეში დავინახე, რომ ვიღაც ეზოსკენ გარბოდა. გავეკიდე, უკან შვილი მომდევდა. სროლის ხმაზე ეზოში მეზობლებიც შემოცვივდნენ. ყველამ ერთად დავიჭირეთ ჯიმშერი, ისეთ აფექტში ვიყავი, არც მახსოვს, რას ვაკეთებდი, როგორ ვურტყამდი. გონზე რომ მოვედი, პოლიციის თანამშრომლებს ვყავდი გაკავებული”
საქმის მასალების მიხედვით, ჯიმშერ ბ-ია ყოფილი პარტნიორისა და მეგობრის ეზოში  ჯონი ა-ოვის მოსაკლავად მივიდა და სიბნელეში, ავტოფარეხიდან გამოსული ქალი მეგობარ მამაკაცში აერია, რომლის მიმართ შურისძიება ჰქონდა დაგეგმილი. მან ვერ შენიშნა, რომ ავტოფარეხიდან ჯონი ა-ოვი კი არა, მისი მეუღლე გამოვიდა და როგორც კი ავტოფარეხის კარი გაიხსნა, მისი მიმართულებით გაისროლა. ჯიმშერ ბ-იამ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ქალი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და მის მაგივრად, მისი ქმრის მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი. სასამართლომ ჯიმშერ ბ-ია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  
 
скачать dle 11.3