კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რას ამბობს სათამაშო

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე


ძალიან ბევრ ადამიანს ბავშვობიდან მოჰყვება სათამაშოების სიყვარული, განსაკუთრებით ქალებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სათამაშოს ბევრი საინტერესო ფაქტის მოყოლა შეუძლია ამ ადამიანებზე.
დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სათამაშოების მაღაზიაში. ერთი უნდა ამოირჩიოთ...
*
თუ რბილი, ფუმფულა დათუნია ამოირჩიეთ, თქვენ არ გყოფნით ახლობლების ყურადღება. თითქოს დაცვაც გჭირდებათ. ეძებთ საკუთარ თავს. არ იცით, ვის მიეკედლოთ და გინდათ, ვიღაცას უყვარდეთ.
*
სათამაშო თქვენთვის აარჩიეთ? – სტერეოტიპებისგან სრულიად თავისუფალი  ხართ. არც უშუალობა დაგიკარგავთ და არც ბუნებრიობა. საღი აზრი არასდროს გტოვებთ. ზოგჯერ წესებსაც არღვევთ, მაგრამ მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ. საკუთარ ცხოვრებაში ყველა მოვლენას რაციონალურ ახსნას უძებნით.
*
რა ფერია არჩეული სათამაშო? – თუ მასში ბევრი ფერია შეხამებული, თავგადასავლების ძიებაში ხართ. მაგრამ, თუ სათამაშო ერთი ფერისაა და ისიც ძალიან „მშვიდი“ – აშკარად გადაიღალეთ და განმარტოვება გჭირდებათ.
*
დაფიქრდით, თქვენი სათამაშო ჩაცმულია? – თუ არა, ინფანტილური პიროვნება ბრძანდებით. არ გიყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
*
შეეხეთ სათამაშოს – როგორია ის? თუ თითებში მის „სირბილეს“ გრძნობთ – შემოქმედებითი, ჭკვიანი და „კაშკაშა“ პიროვნება ხართ. არასტანდარტულად აზროვნებთ. არ გეშინიათ ავანტიურული სიახლეების. სარისკო დავალებების. ეს ხომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა.

скачать dle 11.3