კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№. კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელი დიეტა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელი დიეტა ათ დღეს გრძელდება. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და დაახლოებით, წონაში 6-7 კილოგრამის დაკლება. დიეტის დროს მიიღეთ, რაც შეიძლება, მეტი მინერალური, გაზგასული წყალი. არ მოიხმაროთ შაქარი, მარილი, გაზიანი წყალი და პურ-ფუნთუშეული.

ირველი დღე
მთელი დღის განმავლობაში, 1 კილოგრამი მწვანე ვაშლი და გაზგასული, 2 ლიტრი მინერალური წყალი.
მეორე დღე
მთელი დღის განმავლობაში 1 კილოგრამი მწვანე ვაშლი,  საღამოს – ერთი ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაი.
მესამე დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული, უმარილო და უშაქრო ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ცალი პომიდორი.
ვახშამი: წყალში მოხარშული ბრინჯი, ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი.
მეოთხე დღე
საუზმე: ჰერკულესის ფაფა ცოტა თაფლით და ყავა.
სადილი: ორი ცალი ვაშლი, ერთი ნაჭერი ლიმონი.
ვახშამი: 1 ცალი ვაშლი და 1 ცალი  ფორთოხალი.
მეხუთე დღე
საუზმე: 2 ცალი გახეხილი სტაფილო, 150 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
სადილი: 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, პომიდვრისა და კიტრის სალათა ზეთით.
ვახშამი: მოხარშული ბრინჯი, ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი.
მეექვსე დღე
საუზმე: ჰერკულესის ფაფა.
სადილი: ჰერკულესის ფაფა, 100 გრამი ხაჭო.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ბრინჯი.
მეშვიდე დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ცალი ვაშლი, 150 გრამი ხაჭო.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.
მერვე დღე
საუზმე: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ცალი ფორთოხალი.
სადილი: 1 ჭიქა კეფირი.
ვახშამი: მოხარშული თევზი, 1 ცალი ფორთოხალი.
მეცხრე დღე
საუზმე:  1 ჭიქა კეფირი.
სადილი: მოხარშული თევზი, ჩაი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ბრინჯი, 1 ცალი მწვანე ვაშლი.
მეათე დღე
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი.
სადილი:  100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჭიქა თაფლიანი ჩაი.
ვახშამი: მოხარშული ბრინჯი,  1 ცალი ფორთოხალი.скачать dle 11.3