კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 დედის დღე ბაგა-ბაღში „თოლია“ ულამაზესი ღონისძიებით აღნიშნეს

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

ბაგა-ბაღი „თოლია” 2015 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მას სათავეში უდგას, ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქალბატონი, მაკა ხუნჯუა. ბაღი დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით. შექმნილია სხვადასხვა ასაკის ჯგუფები, სადაც ხორციელდება ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა. „თოლიას” აღსაზრდელები და მშობლები განებივრებული არიან სხვადასხვა დღესასწაულის აღმნიშვნელი ულამაზესი ღონისძიებებით. არც დედის დღე იყო გამონაკლისი და პატარებმა დედებს ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
მაკა ხუნჯუა:
ბავშვის ცხოვრებაში ზეიმი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელსაც თან, სასიამოვნო მოლოდინი ახლავს. ამ დროს აღსაზრდელები საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებს გამოავლენენ, თან ბავშვი თავისუფლდება სხვადასხვა სახის კომპლექსისგან. უფრო მოტივირებულია და მაღლდება მისი თვითშეფასების უნარიც. ბავშვებს უხარიათ წარმატების განცდა. ამიტომაც არის ზეიმების მოწყობა ჩვენი ბაღის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ზეიმის გამართვა არ ხდება სასწავლო აქტივობების ხარჯზე. ყველა სასწავლო აქტივობა სრულყოფილად ხორციელდება.

ყველა ზეიმი გამოირჩევა თავისი ფერით, სურნელით. დედისთვის მიძღვნილი საჩუქარი, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, სიყვარულის გამოხატვა, საზეიმო განწყობილება, თანატოლებთან ერთად მხიარულება – ეს შთაბეჭდილებები სამუდამოდ დარჩება ბავშვების მეხსიერებაში და დაეხმარება მათ,
კარგ და კეთილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
– დედის დღესთან დაკავშირებით „თოლიაში” ძალიან ლამაზი ღონისძიება გაიმართა, როგორ ემზადებოდით ზეიმისთვის?
– სკოლამდელი აღზრდის პროგრამა, სასწავლო აქტივობებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას და ზეიმების მოწყობას  ითვალისწინებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საზეიმო დღეების აღსანიშნავად მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის წარმოდგენა. 3 მარტი გაზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც თითოეული ბავშვისთვის მშობელ დედას უკავშირდება. დედაშვილობა ალამაზებს სამყაროს. პატარები დიდი პასუხისმგებლობითა  და მონდომებით ემზადებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანი უნდა გაეხარებინათ.
პატარებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებულად გამოეხატათ სითბო და სიყვარული ძვირფასი ადამიანების მიმართ.  ყველას ეამაყებოდა დედისთვის სიმღერითა და ლექსით მილოცვა. ლურჯთვალა იებით ხელდამშვენებულმა და გულანთებულებმა გაუზიარეს დედებს სიხარული და სიყვარული. ამ დღისთვის მომზადებული ფოტოკოლაჟით გაიხსენეს მათთან
ერთად გატარებული უბედნიერესი წუთები.
– ალბათ, მშობლები სასიამოვნოდ გააოცეთ.
– თვითშეფასების ჩამოყალიბებაში მშობელს განსაკუთრებული როლი აკისრია. ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლის წინაშე თავის წარმოჩენას, მშობლის შექებას, მოწონებას. თავის მხრივ, მშობელიც აკვირდება და ხედავს შვილის შესაძლებლობებს, მის დამოუკიდებელ მხატვრულ
შემოქმედებას, მიღწევებს და დადებით ემოციებთან ერთად, აკვირდება შვილის რეალიზებას.
ამქვეყნად ყველა მშობელი ცდილობს, შვილს ბავშვობა გაულამაზოს, სითბო და სიყვარული აგრძნობინოს, რათა მუდამ დადებითი ემოციებით იყოს გარემოცული. „თოლიაში” დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ძალიან ამაღელვებელი იყო, შვილების შემხედვარე მშობლები სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
– რა დღესასწაულებს აღნიშნავთ და როდის იგეგმება შემდეგი ღონისძიება?
–  „თოლიაში” წელიწადში ოთხჯერ იმართება ზეიმი. შემდეგი ღონისძიება „გამოსაშვები დილა” იქნება. ჩვენი მიზანია, ზეიმები ერთმანეთს არ ჰგავდეს, იყოს მრავალფეროვანი და სახალისო.
– გაზაფხული მოდის და, ალბათ, „თოლიას” ულამაზეს ეზოშიც გეგმავთ სხვადასხვა აქტივობას.

– საბავშვო ბაღს „თოლია” მართლაც ულამაზესი ეზო და სათამაშო მოედანი აქვს. მოედანზე ვარჯიშობენ და თამაშობენ ჩვენი პატარები, თანატოლებთან ერთად. 1 ივნისს სპორტულ მოედანზე ვგეგმავთ „მხიარული სტარტების” ჩატარებას. ასევე, გვაქვს ყოველდღიური აქტივობები, რომელიც ეზოში

ბავშვების სუფთა ჰაერზე ყოფნასა და სხვადასხვა სახის ფიზიკურ ვარჯიშს ითვალისწინებს.
– რატომ უნდა ავირჩიოთ „თოლია”?
– იმიტომ, რომ „თოლიაში” ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოა. თბილი, მოსიყვარულე აღმზრდელები განსაკუთრებულად ზრუნავენ ჩვენს პატარებზე და რაც მთავარია, „ჩვენთან ისე თბილა, როგორც შინ”.

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, „ტოიოტას” ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო ტელ: 599 91 81 21.
facebook: საბავშვო ბაღი „თოლია”
скачать dle 11.3