კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თავს მორწმუნედ მივიჩნევ. დავდივარ ეკლესიაში, ვანთებ სანთელს, ვცდილობ, დავიცვა ათი მცნება, მაგრამ მარხვას არ ვიცავ. ამით ვცოდავ?
პასუხი:
თუ ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს და სურს ეკლესიური ცხოვრება, თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა იმარხულოს, თქვას აღსარება და ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამის გარეშე ქრისტიანობა შეუძლებელია.
კითხვა: ჩემი ახლო მეგობარი მრუშობის გზას დაადგა (მეუღლის პარალელურად ჰყავს მეგობარი მამაკაცი). ჩემთან ამ საკითხზე არ ლაპარაკობს. მე კი ძალიან განვიცდი. გავაგრძელო მასთან მეგობრობა?
პასუხი: თქვენ, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ მასთან მეგობრობა და მოახერხოთ, რომ სინდისის ხმა გაუღვიძოთ. განუმარტეთ, რომ ის საკუთარი სულის დამღუპველ ცოდვას სჩადის. ცდა არ დააკლოთ, რომ შეაგონოთ და გადაარჩინოთ თქვენი მეგობარი. ოღონდ ეს სიმშვიდითა და თბილი სიტყვით უნდა გააკეთოთ და არა ჩხუბით, შეურაცხყოფითა და სკანდალებით. ასეთ შემთხვევაში, ის არც მოგისმენთ.
კითხვა: მაქვს ერთი ცოდვა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აღსარებაში მოვინანიე, მაინც არ მასვენებს და მაწუხებს. როგორ ვიპოვო სიმშვიდე?
პასუხი:
თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ თუ ადამიანი ცოდვას გულწრფელად მოინანიებს, უფალი მას აუცილებლად მიუტევებს. დაფიქრდით იმაზე, ნამდვილად გულწრფელად თქვით აღსარება და განიცდით ჩადენილს? თუ ასეა, მაშინ გათავისუფლდით ამ ცოდვისგან და სულიერად ახლიდან დაიბადებით. უიმედობაში ჩავარდნა კი ახალ ცოდვას წარმოშობს, რაც სასოწარკვეთის ცოდვაა. ამავე დროს, თქვენ ამპარტავნების ცოდვას სჩადიხართ, იქიდან გამომდინარე, რომ უფლის სიტყვებზე მაღლა აყენებთ თქვენს ადამიანურ განწყობას. ამიტომ, გულწრფელად მოინანიეთ და გქონდეთ უფლისგან მიტევების იმედი.
კითხვა: აუცილებელია თუ არა საკურთხის გაკეთება მიცვალებულის სახელზე?
პასუხი:
„საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა. თვით სიტყვა გვეუბნგება, რომ რაღაც უნდა იკურთხოს – ამ შემთხვევაში, პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიგვაქვს მიცვალებულის სახელზე. კურთხევა პანაშვიდის დროს ხდება და ამის შემდეგ სამოწყალოდ უნდა გაიცეს მიცვალებულების სახელით. თუმცა, გარდაცვლილთათვის იმ ლოცვების აღვლენა უფრო მთავარია, რაც პანაშვიდის დროს წარმოითქმის. საკურთხი ეკლესიაში შეგიძლიათ მიიტანოთ საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში. ასევე, შაბათ დღეს (შაბათი, საერთოდ, პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევა).
კითხვა: მაქვს თილისმა – ნივთი, რომლის დახმარებითაც, ჩემი აზრით, წარმატებას ვაღწევ. ამით ხომ არ ვცოდავ?
პასუხი:
ქრისტიანობა თილისმების რწმენას უარყოფს. ვისაც თილისმების სჯერა, მაგიის რწმენა აქვს, ეს დაუშვებელია მართლმადიდებლისთვის. შესაძლოა, რაღაც ლითონი გარკვეულ დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ ამის რწმენა და ამაზე წარმატებისა და მომავალი ცხოვრების აგება, ცრურწმენას ემსგავსება.скачать dle 11.3