№11 ძლიერი და მშვენიერი სქესი..
შეუსაბამობა ქალსა და მამაკაცს შორის სასიყვარულო დუელის ნაწილია. ის ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს, თუმცა არის სიტუაციები, როცა მამაკაცი უთანხმოებას ვერ ურიგდება და თავის გატაცებას წერტილს უსვამს, ანუ ქალთან ურთიერთობას ამთავრებს.
მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ. განსაკუთრებით დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა – ომი და ნადირობა – მათთვის უკვე უცხოა. ისეთი სფერო კი, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არც თუ ისე ბევრია.
თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა, რომელიც უარს არ იტყოდა ცხოვრებით, თუ ქალებით თამაშზე, მაგრამ თუ იგრძნო, რომ მისით „თამაშობენ“ არ მოსწონს და ბრაზობს. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმის ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს. ამიტომ, რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახის წევრებს, ფულის შოვნის უნარს...
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარი მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება, რომლებიც ემორჩილებიან მეთაურს და ეწევიან ცხოვრების ერთობ რეგლამენტირებულ წესს. საქმე ისაა, რომ მამაკაცები, თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით, სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე. ამიტომ, მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია. მაგრამ, როცა „მეთაურის“ რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი ამას მასზე ძალადობად აღიქვამს. რჩევა ქალბატონებს: ერიდეთ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: „ყველა ასე იქცევა“, „ასეა საჭირო“.
გახსოვდეთ: ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები ნაკლებად არიან მზად. მაგრამ, არცერთ კაცს არ სურს, თავად გამოჩნდეს უბადრუკი და სუსტი. ანუ, თუ მამაკაცი თქვენი თაყვანისმცემელია, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე არ ესაუბროთ.
კაცებს სძულთ ურთიერთობების გარკვევა – მშვენიერ სქესს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვარს, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. მათ ინსტინქტი, იმპულსი ამოძრავებთ. ამიტომ, ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ. სიყვარულში მამაკაცები შედეგისკენ მიისწრაფვიან. ამიტომ, ცდილობენ, მოქმედებაზე, რაც შეიძლება, მალე გადავიდნენ. უარის შემთხვევაში, ის შეეცდება, ქალს ყველა მიწიერ მანკიერებაში დასდოს ბრალი, რათა თავი დაირწმუნოს, რომ დანაკარგი არც ისე დიდია. რჩევა ქალბატონებს: როცა კაცის მიმართ სერიოზული გრძნობები არ გაქვთ, უმჯობესია, განზე გადგეთ და ეს, რაც შეიძლება მალე აგრძნობინოთ. ამით თქვენს „კეთილ“ სახელს გადაარჩენთ.
წარმატების
ფორმულა
* რა არის მამაკაცებისთვის წარმატების ფორმულა, რომლითაც ისინი ქალებში პოპულარობას იხვეჭენ. დავიწყოთ თავიდან:
რა თქმა უნდა, უპირველესად, რაც თვალში გვხვდება, ტანსაცმელია, უფრო სწორად, სტილი და გემოვნება. კაცს შეიძლება, ეცვას ბრენდული პიჯაკი, შარვალი, მაისური თუ ფეხსაცმელი, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, თუ არ იცი, როგორ ატარებ ამას. შენი სტილი უნდა გიხდებოდეს და უნდა ასახავდეს შენს ინდივიდუალურობას.
* რას აქცევენ ქალები ყურადღებას სტილის შემდეგ? კაცის სილამაზეს?
არაფერიც! ქალებს მოსწონთ მიმზიდველობა. არ არის საჭირო, იყოს ქერა, მაღალი, დაკუნთული ვიკინგი ლამბერსექსუალის ვარცხნილობის. საჭიროა, იყოს ის, ვინც არის, რა თქმა უნდა, კომპლექსების გარეშე. კომპლექსები ძალიან აზიანებს თვითშეფასებას და ქალი ამას ძალიან სწრაფად გრძნობს.
* რა არის შარმი მამაკაცის შემთხვევაში? ხარ ზრდილობიანი, ხშირად იღიმი, ხარ გაწონასწორებული? მთავარია, არ იყო თავხედი.
* შემდეგი, რასაც ქალები აკვირდებიან, არის, თუ რამდენად ინტელექტუალური და ერუდირებულია მამაკაცი. ერთი სიტყვით, სად არის „მოთავსებული“ შენი ტვინი. რაც მთავარია, ხშირად გაიღიმე, ოღონდ გულწრფელად. ეს, რაც შეეხება ურთიერთობების დასაწყისს, ფლირტსა და პირველ კვირას. თუმცა, ამით შეიძლება, ყველაფერი დასრულდეს კიდეც, თუ ახლო ურთიერთობისას ქალი მიხვდა, რომ ჩვეულებრივი მამრი ცხოველი ხარ.
* რა მოსწონთ ქალებს გრძელვადიანი ურთიერთობისას?
ძალა – ყველა ქალს, მიუხედავად ასაკისა, თმის ფერისა და მკერდის ზომისა, მოსწონს ძლიერი მამაკაცი. მთავარია, არასდროს იწუწუნო! ქალებს არ უყვართ ტიპები, რომლებიც მუდამ წუწუნებენ, კვნესიან, ჩივიან და კნავიან.
წუწუნი შეიძლება, მხოლოდ პარასკეობით, ბარებში, ლუდის მეორე და მეოთხე კათხებს შორის, ძმაკაცთან. თუმცა, ქალთან – არასდროს!
არც ძალა, არც სილამაზე, არც სტილი და არც შარმი არ გიშველის, თუ ცხოვრების მიზანი არ გაქვს. ამიტომ, კეთილი ინებე, ადექი და დაიწყე რამის კეთება. ქალისთვის მთავარია, რომ მამაკაცს ჰქონდეს შემდეგნაირი ფორმულა: „წარმატება + ამბიციები + თვითგანვითარება”. გონიერი და მშვენიერი ქალი არასდროს დაკარგავს საუკეთესო წლებს კაცთან, რომელიც არ ცდილობს, მეტს მიაღწიოს.
როგორ
ვასიამოვნოთ
მამაკაცს
მთავარი ოქროს წესი: თუ გსურთ, დაიპყროთ კაცის გული, არასდროს მოაბეზროთ მას თავი; არ შეაწუხოთ, არ დაღალოთ; აცადეთ, რომ მოენატროთ და მიეცით საშუალება, თქვენზე იფიქროს.
არასდროს აგრძნობინოთ კაცს, რომ მორჩა, მან დაგიპყროთ და მისი ხართ ბოლომდე. კაცი მონადირეა და არასდროს ნადირობს უკვე მონადირებულ ნადავლზე.
კაცებს, ასევე, უყვართ სითბო; უყვართ, როცა ქალები თავს ევლებიან, ანებივრებენ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზომა. ზედმეტად არ გაანებივროთ კაცი, თორემ შეიძლება, დაკარგოთ.
არასდროს აჩვენოთ კაცს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ყოველთვის გყავდეთ ინტერესის ქვეშ.
რაც შეეხება სექსს. 18-25 წლამდე ბიჭებს მოსწონთ აქტიური სექსი, მათ სურთ, ისეთივე აქტიური იყოს მათი პარტნიორი, როგორიც თავად არიან. 25-35 წლის მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალები აქტიურობენ, ინიციატივას იჩენენ და სიახლეებს სთავაზობენ.