კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ უწერენ ექიმები პაციენტებს ძვირად ღირებულ და ჭარბ მედიკამენტებს და როგორ აიძულებს მათ ფარმაცევტული ბაზარი, იმოქმედონ პაციენტთა საზიანოდ

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ედიკამენტების ფასი კვლავ რჩება ქართული ჯანდაცვის აქილევსის ქუსლად ან კი როგორ არ დარჩება, როდესაც მედიკამენტების შემომტანები, მწარმოებლები, გამსაღებლები (როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრებზე) და თვით კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მფლობელები ერთი და იგივე ფარმაცევტული კომპანიებია. ეს უმძიმესი ფაქტორი არა მხოლოდ წამლის ფასზე მოქმედებს (ანუ არ მოქმედებს მის გაიაფებაზე, რადგან არ არსებობს კონკურენცია), არამედ ექიმებიც, რაც შეიძლება, ბევრ და ძვირად ღირებულ წამლებს უწერენ პაციენტებს. ჯანდაცვის სამინისტრო გვპირდება, რომ ექიმების მიერ ძვირად ღირებული სამედიცინო პრეპარატების დანიშვნის პროცესი გაკონტროლდება. თუ როგორაა შესაძლებელი კონტროლი და რა არის ძვირად ღირებული მედიკამენტების დანიშვნის გვერდითი სოციალურ-სამედიცინო მოვლენები, იმას გარდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მდიდრდებიან, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე განგვიმარტავს.
– როგორც იქნა, სახელმწიფოც დაინტერესდა ექიმების მიერ ძვირად ღირებული მედიკამენტების გამოწერის უსიამოვნო ფაქტებით, მაშინ, როცა არსებობს არანაკლებ ეფექტიანი ანალოგები, მაგრამ მედიკოსები ჯიუტად უწერენ პაციენტებს ცეცხლისფასიან წამლებს. უფრო მეტი მოგებაა, ცხადია, ძვირად ღირებული მედიკამენტის გასაღებით, მაგრამ იმდენად მასობრივი გახდა, რომ უკვე სახელმწიფოც იძულებულია, ჩაერიოს?
– ძვირად ღირებული და დიდი რაოდენობთი მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა დიდი ხანია, არსებობს საქართველოში და განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულია, დიდი პრობლემა გაჩნდა. პოლიპრაგმაზია, ანუ ჭარბი მედიკამენტების დანიშვნა პრობლემაა ბევრი ქვეყნისთვის. მათ შორის, განვითარებული ქვეყნებისთვისაც, თუნდაც, აშშ-სთვის. უბრალოდ, ჩვენთვის კიდევ უფრო პრობლემურია, იმ მხრივ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და მოსახლეობას ძალიან მძიმე ტვირთად აწვება:  ჯიბიდან გადახდის წილი ჯერ კიდევ დიდია საქართველოში, პირველ ადგილზე ვართ ამ მაჩვენებლით რეგიონში და აქედან, 50-60 პროცენტი მოდის მედიკამენტებზე. შესაბამისად, უდიდესი ტვირთი ზუსტად მედიკამენტებზეა. რაც ღარიბია ქვეყანა, მით დიდია ეს წნეხი და მით უფრო უარყოფითი შედეგი აქვს, თუმცა, ვიმეორებ, განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ ეს პრობლემა. უბრალოდ, იქ სხვადასხვა მეთოდით აგვარებენ, ჩვენთან კი ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ამდენად, ის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისთვისაც საფრთხეა. გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ყოველწლიურად ისედაც უფრო ვიწროვდება ეგრეთ წოდებული უფასო სერვისების სპექტრი. ამ დროს მიდის ადამიანი კონსულტაციაზე ექიმთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მას სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობაც, რაც ხელმიუწვდომელია და გამოდის, რომ უფასო ჯანდაცვის ძირათადი პროგრამებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასე რომ, სახელმწიფოს დაინტერესება გასაგებია, მეტიც, ადრეც უნდა დაინტერესებულიყო ამ პრობლემით, მაგრამ იმის დეკლარირება, რომ სახელმწიფო ინტერესდება, უკვე კარგია.
– და რა შეუძლია სახელმწიფოს, რა ბერკეტი აქვს? თითოეულ დანიშნულებას ხომ ვერ გააკონტროლებს?
– დავიწყოთ იმით, თუ რა არის მედიკამენტების დიდი რაოდენობით, ძვირად ღირებულისა და საერთოდაც, უსარგებლო მედიკამენტების დანიშვნის საფუძველი: ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ერთია ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, ოღონდ ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ექიმს ეს არ ეხება, მაგრამ ეს პრობლემაა.
– ერთმანეთს ჰბაძავენ და იმიტომ ნიშნავენ ძვირად ღირებულ წამლებს, რაკი თვითონ არაფერი იციან?
– ნიშნავენ დიდი რაოდენობით წამლებს, ხალხურად რომ ვთქვათ, იქნებ და რომელიმე  მოუხდეს პაციენტს. მეორე მიზეზია ექიმების პირდაპირი მატერიალური დაინტერესება, რაც განპირობებულია გარიგებით ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.
– სულ მაინტერესებს სქემა: მედიკამენტები ხომ, ძირითადად, ურეცეპტოდ გაიცემა და როგორ აკონტროლებს ექიმებს ფარმაცევტული კომპანია, დანიშნა თუ არა ის წამალი, რომლის დანიშვნის პირობაც მისცა ექიმმა? პირადად მე, არასდროს ვაჩვენებ ფარმაცევტს აფთიაქში ექიმის დანიშნულების ფურცელს. ასე განზრახ ვიქცევი. თუმცა შემინიშნავს, რომ მთხოვენ ხოლმე, მაგრამ მე უარზე ვარ.
–  ზოგ შემთხვევაში რეცეპტითაა გაცემული წამალი, მაგრამ აქ კიდევ მეორე საკითხია: ის ექიმი, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ კომპანიის სამკურნალო დაწესებულებაში, აგზავნის პაციენტს იმავე კომპანიის მფლობელობაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანიაში, შემდგომ პაციენტი მიდის იმავე კომპანიის სადაზღვევოში, შემდეგ იმავე კომპანიის სამკურნალო დაწესებულებაში, ყიდულობს იმავე კომპანიის წამალს. მიდევნებაც არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ მოიქცა ექიმი, იმიტომ რომ, ექიმი ისედაც მოქცეულია მონოპოლიის ამ ვერტიკალში. ამდენად, დაინტერესებულია ყველა რგოლი: ვინც აგზავნის და სადაც აგზავნიან პაციენტს. მეორე მექანიზმია: იგივე რეცეპტების მიხედვით მოქმედება. ელექტრონული რეცეპტები არ არის დანერგილი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ თვითონ კომპანიის შიგნით არსებობს ელექტრონული რეცეპტები. როდესაც პაციენტს დანიშნულებას გამოუწერს ექიმი, იგივე სადაზღვევო კომპანია ამას ელექტრონულად ნახავს. არსებობს აი, ასეთი არაპირდაპირი კონტროლის გზები, იმას გარდა, რომ დარეპორტებაც ხდება. ვინაიდან ექიმიც პასუხისმგებელია, რომ გამოწეროს წამლების გარკვეული რაოდენობა, გამოწეროს კონკრეტული ფირმის, კონკრეტული შემომტანის, კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტი და ასე შემდეგ. ასეთი უხილავი გზა ბევრია, რასაც ორი მიზეზი აქვს: ექიმების დაბალი კვალიფიკაცია და კომერციული დაინტერესება.
– და სახელმწიფო შეძლებს ფარმაცევტული კომპანიების მიერ აგებული ამდენი თავდაცვითი ზღუდის გარღვევას?
– სახელმწიფოს შეუძლია, ფასწარმოქმნაზე დააწესოს რეგულაციები. ბევრს ეშინია ამ სიტყვის და არც მე ვარ უსარგებლო კონტროლის მომხრე, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს ფასწარმოქმნაზე სხვადასხვა რეგულაცია: ეტალონური ფასების მიხედვით, ფასნამატის სიდიდის მიხედვით, რომ თანაფარდობა გენერიკული და ბრენდული წამლების ფასებს შორის არ იყოს დიდი ანუ იგივე გენერიკული არ ღირდეს ორიგინალი წამლის ფასსი 50-60 პროცენტზე ძვირი და ასე შემდეგ. ასე რომ, არსებობს მექანიზმები, რომლებსაც წარმატებით იყენებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა. მაგალითად, აშშ-ში, სადაც გაცილებით დიდი დანახარჯებია და გაცილებით დიდი პრობლემა დგას ამ მხრივ, ვიდრე ევროკავშირში, აღიარებულია, რომ ეს ბაზარი არ რეგულირდება. მაგრამ გარკვეული ზეგავლენა იქაც აქვს სახელმწიფოს. მაგალითად, რეგულაციები რომ ვერ დაწესდა მიიღეს გამჭვირვალობის აქტი, რადგან ლობირებდნენ დაინტერესებული ფირმები და ნებისმიერი ექიმი ვალდებულია, შეავსოს დეკლარაციის მაგვარი განაცხადი, თუ რა სარგებელი ნახა ამა თუ იმ ფარმაცევტული კომპანიისგან. ეს აკრძალული არ არის, მაგრამ ექიმი ვალდებულია, საჯაროდ თქვას, რომ მიიღო ასეთი და ასეთი დონაცია და ხელშეწყობა. ასევე, ფარმაცევტულ კომპანიებსაც ევალებათ, რომ ექიმებთან თანამშრომლობა გაასაჯაროონ, რაც თავისთავად აწესებს შეზღუდვასაც. მარტივად რომ ვთქვათ, ამ რაღაცაზე მეტს ვერ გააკეთებ და, მეორე მხრივ, მორალურადაც უკვე ვალდებულება გეკისრება, თუმცა იქაც ხდება ჩვენი მსგავსი შემთხვევები. მაგალითად, 2013-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად გამოვლინდნენ ექიმები და ასეთი შემთხვევები ხშირია, რომლებმაც აზარალეს სადაზღვევო კომპანიები ზედმეტი წამლების გამოწერით. ერთმა ექიმმა ფინანსური დაინტერესების გამო, 7,5 მილიონი დოლარის წამალი გამოწერა და აზარალა სადაზღვევო კომპანია. მეორე შემთხვევაში ეს იყო სამი მილიონის წამლები. უბრალოდ, იქ ელექტრონული სისტემებით, მონიტორინგის მექანიზმით ვლინდება, რომ მილიარდობით ზარალია ჭარბი წამლების გამოწერით. მართალია, ამ ზარალის დიდ წილს იღებენ ამერიკული დიდი სადაზღვევო მონსტრები, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ეს ვერ ხდება. არც რეგულაციები არსებობს და, ბოლო კვლევით, რომელიც 2012 წელს ჩატარდა და რის შემდეგაც წამლების ფასი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან 2009-2012 წლებში ყველაზე იაფი ღირდა საქართველოში მედიკამენტები ბოლო 20-15 წლის განმავლობაში, 102-პროცენტიანი ფასნამატი გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ზოგ წამალზე 20 პროცენტია ფასნამატი და ზოგზე –  500 პროცენტი. მაშინ, როდესაც ევროკავშირში ყველაზე მეტი ფასნამატი იტალიაშია და შეადგენს 47 პროცენტს, საშუალოდ კი, დანარჩენ ქვეყნებში – 17-27 პროცენტს. წარმოიდგინეთ, საქართველოში კი, ამ ღარიბ ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი რამდენად აჭარბებს. არანაირი რეგულაცია არ არის, მონიტორინგი არ ხორციელდება. ექიმების გადამზადება, ფაქტობრივად, არ ხდება და იგივე რეგულაციაა, როდესაც ექიმს დაუწესებ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ამდენი და ამდენი კრედიტქულა უნდა დააგროვოს აკრედიტებული გადამზადების კურსების გავლის შემდეგ. გვყავს ექიმები და 2016 წლის აუდიტის დასკვნაც მოწმობს, რომლების მესამედზე მეტს არანაირი გადამზადება არ გაუვლია სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ.
– აბა, საიდან იგებენ მკურნალობის ახალი მეთოდების, ახალი ტიპის მედიკამეტების არსებობის შესახებ? თუ რაც შემოაქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს, იმას ნიშნავენ? და როგორია უახლესი მედიკამენტების წილი ჩვენთან ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობაში?
– ბაზარზე რაც ბრუნავს, ყველა წამალი თანამედროვეა, უბრალოდ, აქ მეთოდებსა და ცოდნაზეა ლაპარაკი. ნებისმიერი მიმართულება და მით უფრო, მედიცინა ისე ვითარდება, რომ, თუ ადრე საკმარისი იყო, ორ წელიწადში ერთხელ რაღაც კურსის გავლა ცოდნის განსაახლებლად, ახლა ყოველთვიურად ახალი არა მარტო წამალი, მკურნალობის მეთოდიკა და მიდგომები შემოდის –  რა კომბინაცია უნდა დაინიშნოს, რა ხანგრძლივობით?! ეს იცვლება ყოველთვიურად. ყოველდღიურად და ყოველთვიურად თუ არ იკითხა ექიმმა სპეციალური ლიტერატურა, გასული საუკუნის 80-იანი წლების დონეზეა ზოგიერთი, სამწუხაროდ.
– რა ენაზე უნდა იკითხოს ეს უახლესი სამედიცინო ლიტერატურა ექიმმა? არის ხელმისაწვდომი ქართულ, ანუ სახელმწიფო ენაზე?
– ძალიან კარგი საკითხი დასვით: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უცხოურ ენებზე, უმეტესად, ინგლისურად. ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა იყოს აკრედიტებული კურსები, რადგან არ არის სავალდებულო, რომ ექიმი სხლავდეს უცხო ენებს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, იმიტომ რომ, ექიმია და არა თარჯიმანი. თუ ვიცი უცხოური ენა, ეს პლუსია, მაგრამ ეს ვერ იქნება ნომერი ერთი მოთხოვნა. შენ, როგორც სახელმწიფო, დააწესებ სტანდარტს, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ამდენი და ამდენი კრედიტქულა უნდა დააგროვოს ექიმმა, ამდენი და ამდენი კურსი უნდა გაიაროს და ეს ბაზარიც გაჩნდება. არის სამედიცინო ასოციაციები, რომლებიც დიდად არაფერს აკეთებენ, მაშინ, როდესაც უცხოეთში სწორედ სამედიცინო პროფესიული ასოციაციები, რომლებშიც გაწევრიანება ვალდებულებაა ექიმისთვის, ატარებენ სემინარებს და ექიმები ორიენტირებულები არიან კრედიტქულების დაგროვებაზე, ლიცენზიის განახლებაზე. შესაბამისად, ჩვენთანაც გაჩნდება ეს ბაზარი, როგორც კი სტანდარტი დაინერგება, რომ მე, ექიმი, ვალდებული ვარ, გავიარო ამდენი და ასეთი კურსი და ამის გარეშე, უბრალოდ, ვერ ვიმუშავებ. როდესაც შემუშავდება აკრედიტებული კურსები, გადაითარგმნება გარკვეული პერიოდულობით უახლესი სამედიცინო ლიტერატურა და ექიმებს საშუალება ექნებათ, ხელმისაწვდომი იყოს მათთვის ეს ლიტერატურა.
– ელექტრონული რეცეპტების სისტემა იძლევა ჭარბი და ძვირად ღირებული მედიკამენტების დანიშვნის პროცესის კონტროლის საშუალებას?
– 2018 წლიდან უნდა დაინერგოს ელექტრონული რეცეპტების სისტემა, თავდაპირველად, დიდ ქალაქებში, მაგრამ ეს მხოლოდ წამლების ელექტრონულად დანიშვნას არ გულისხმობს და უფრო ფართო ცნებაა. ამის დანერგვის შემდეგ  უფრო იოლია მონიტორინგიც. მარტივად გადამოწმდება, რომელმა ექიმმა რამდენი და რა ფასიანი წამალი დანიშნა. იმიტომ რომ, თუ, მაგალითად, სერგო მუდმივად ნიშნავს 30-ლარიანის მაგივრად, 100-ლარიან წამალს და ერთი წამლის ნაცვლად, ხუთს, ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი, ამიტომ ამ მექანიზმით გარკვეულწილად, შეიზღუდება წამლების აღვირახსნილად დიდი რაოდენობით დანიშვნა. თუმცა ჩვენი პრობლემა არ არის მხოლოდ პოსტდიპლომური განათლება, უმაღლესი განათლებაც მისახედია. ვუშვებთ კადრებს, რომლებიც ევროზონის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის ექიმებსაც კი ვერ უწევენ კონკურენციას, ვერც თეორიული და ვერც პრაქტიკული ცოდნით და როდესაც საბაზისო ცოდნა არ აქვთ, რომელ პოსტდიპლომურ განათლებაზეა ლაპარაკი?!
აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი პრობლემის შესახებ: რატომ მიდის ზოგიერთი ექიმი ფარმაცევტულ კომპანიებთან გადაცდომებზე, ამის ერთ-ერთი მიზეზია სამედიცინო პერსონალის ძალიან მცირე ანაზღაურება. როდესაც ოჯახის ან ამბულატორიის ექიმს 150-200 ლარზე ამუშავებ და 80 პროცენტზე მეტი სწორედ ასეთ ანაზღაურებას იღებს. ის იძულებულია, იმუშაოს ხუთ ადგილას, ეს მოქმედებს ხარისხზე და მას არ რჩება დრო არც განათლებისთვის, არც განვითარებისთვის. იძულებულია, ცუდად ითანამშრომლოს ფარმაცევტულ კომპანიებთან და მიიღოს დამატებითი ანაზღაურება. კონსულტაციაში ვიხდით 50-70 ლარს და ექიმი კი იღებს 3 ლარს. ესეც დაუშვებელია და ამაზეც საფიქრალია.
скачать dle 11.3