კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 წარსულის ექო

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

     ანუ ჩვენ, „დუშმანები“

​მართალია, დღეს მრავლად გვეხვევიან აქეთ – ოკუპანტები და იქით – სეპარატისტები, შუაში კი ავისმოსურნენი, გულში თუ ცხადად (ვისაც თვალი აუცდება), 7 მარტს ართვინში დიდი ზეიმით აღუნიშნავთ დუშმანებისგან (მაშასადამე, მტრებისგან) ართვინის გათავისუფლების 97-ე წლისთავი.
ხოლო, რაკი ქემალისტური ოსმალეთის კატეგორიული მოთხოვნით, 1921 წელს სწორედ საქართველოს არმიის გარნიზონს დაატოვებინეს ქალაქი ართვინი (იმიტომ რომ, ლენინმა და ათა თურქმა იმხანად ტორტის ნაჭერივით გადაინაწილეს საქართველოს ტერიტორია), წყალი არ გაუვა, რომ „დუშმანებში“ ჩვენ, ქართველები, მოვიაზრებოდით (ერთი ისაა, რომ არავის ვუხსენებივართ).
მეტიც, ამ თარიღს ართვინის მუნიციპალიტეტს სპეციალური სხდომაც კი მიუძღვნია. ხოლო საღამოს ქალაქის ქუჩებში საზეიმოდაც აუვლ-ჩაუვლიათ ართვინელებს ჩირაღდნებითა და თურქეთის დროშებით.
არც ოფიციოზი დარჩენილა გულგრილი და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიუღიათ ართვინის მუნიციპალიტეტის წევრებს, მერს, გუბერნატორსა და თურქეთის არმიის ართვინის გარნიზონის უფროსსაც.
ფაქტი თითქოს უსიამოვნოა, თუმცა სასიამოვნოსთან შეზავებული: ბოლოს და ბოლოს,  80-მილიონიანმა თურქეთმა იზეიმა სამმილიონიანი საქართველოს ჯარისგან გათავისუფლება (ისიც პოლიტიკური შეთანხმებით და არა ომით)...
скачать dle 11.3