კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 მარადიული პრ.-ი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მას შემდეგ, რაც რფ-ის მარადიულმა პრ.-მა (რასაკვირველია, ვლადიმირ პუტინმა) რუსი გამომგონებლების მიერ შექმნილი ულტრათანამედროვე შეიარაღების ანიმე გვაჩვენა, ჩვენ არა – თავის მოსახლეობასთან მოიწონა თავი და დაგვარწმუნა, რომ ამ რაკეტებს ვერც ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ვერ გააუვნებელყოფს (პათოსით: ძრწოდე, მსოფლიოვო!), მორიგი ინფოც გავრცელდა.
კერძოდ, რომ რუსი გამომგონებლები, თურმე, აწ უკვე თანამედროვე ავიამზიდის კონცეფციაზე მუშაობენ.
ეს იქნება, არც მეტი, არ ნაკლები, უზარმაზარი მფრინავი მოედანი, ფართობით – ასეულობით კვადრატული კილომეტრი და აღჭურვილი ყველა აუცილებელი ატრიბუტით: ჰოსპიტლიდან დაწყებული და სარემონტო საშუალებებით, სახელოსნოებით დამთავრებული.
იდეა, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულა, რაკი ავიაციის მოქმედების მცირე რადიუსი ითხოვდა, რომ აეროდრომი საომარ თეატრთან ახლოს ყოფილიყო განთავსებული (რაც ხმელეთზე შეუძლებელი გახლდათ). მეორე მსოფლიო ომს კი ასეთი აპარატის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გაუხდია.
ამ ეტაპზე, როგორც რუსული წყაროები გვამცნობენ, ყველაზე ბევრი ავიამზიდი აშშ-ს ჰყავს, ხოლო რუსეთს კი – მხოლოდ ერთი ცალი („ადმირალი კუზნეცოვი“), მაგრამ რუსი მეხომალდეები რის რუსი მეხომალდეები იქნებოდნენ, რომ უკეთესი არ გამოეგონებინათ?!
ჰოდა, რაკი არიან, ბევრი უძებნიათ თუ ცოტა, გამოსავალიც უპოვიათ: პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი პროექტი მუშავდება 2013 წელს გავრცელდა. რუსი სპეციალისტებისთვის, როგორც კვლავ რუსული წყაროები ამბობენ, დახურულ რეჟიმში უჩვენებიათ ეს მასშტაბური მოდელი.
მანამდე კი გვამცნეს, რომ პროექტი „შტორმი“ გულისხმობს 90 000-100 000 ტონა სიმძიმისა და 330 მეტრი სიგანის ხომალდის შექმნას, რომელსაც შეეძლება ბორტზე 90 ავიაგამანადგურებლის მიღება, ასევე, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავის.
ავიამზიდის ტექნიკური ტესტირების დაწყებას 2017-2018 წლებში გეგმავენ (რაკი 2017 უკვე გავიდა, მაშასადამე, 2018-ღა რჩებათ), პროექტირების ძირითადი ეტაპის დაწყებას კი 2020 წელს გვპირდებიან, ხოლო აგებას 2025-2030 წლამდე – ვერა.
ცხადია, იბადება კითხვა: ვისთან საომრად ემზადება რფ?!
ჯერჯერობით აცხადებენ, რომ ჩანასახში მყოფი (თუმცა პირადად მე ჩანასახობის სტადიაც მეეჭვება, უფრო ზმანებების ეტაპი მგონია) ავიამზიდი ყველაზე უკვთ დაიცავს რფ-ის ინტერესებს არქტიკაში.
სავსებით ნათელია, რომ ამ დიადი სამხედრო გამოგონებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კონტექსტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებია (პათოსით: რარიგ დიადი მმართველია ვლადიმირ პუტინი!), ხოლო, რადგან აშკარაა, რომ რუსული ფანტაზიაც შორს გავარდნილა, ვშიშობ, ვლადიმირმა და კიმმა (ჩრდილო კორეის ლიდერმა) ერთმანეთს არ „დასცხონ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“, იმის გასარკვევად, ვინ დაჯდა პირველად მზეზე (შეგახსენებთ, რომ კორეული მედიის ცნობით, კორეელმა ასტრონავტებმა ღამით უკვე გაისეირნეს მზის ზედაპირზე)!
скачать dle 11.3