კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ბარბარ-ოსი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ცხედრებით ვაჭრობა სეპარატისტულ-ოკუპანტურად

​იმ მარტივი და ჩვენთვის ტრაგიკული მიზეზით, რომ ხეირიანი მტერიც კი არ გვეღირსა, სეპარატისტები და ოკუპანტები ჩვეულ ამპლუაში არიან – ამ ოცდამეერთე საუკუნეშიც კი, ჩვეულებისამებრ, ბარბაროსებივით იქცევიან.
რაკი არჩილ ტატუნაშვილი მხეცურად მოგვიკლეს ცხინვალში (ახალგორის გზაზე იმ მოტივით დააკავეს, რომ, თურმე, ოსთა გენოციდს გეგმავდა), თუმცა თავად ავრცელებენ ვერსიას, რომ არჩილი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა, ცხადია, წამებისა და ძალადობის კვალის დაფარვის მოტივით, ცხედარს მალავენ (სიმბოლურია, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს მოკლეს!).
ამ მოტივის გასამყარებლად, გასულ კვირას ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაწილეობით საპროტესტო მიტინგი შეკრიბეს.
მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, ინტელიგენციის (არ გაიშვა სეპარატისტების „ინტელიგენტობა“) წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები (და რატომ არა საბავშვო ბაღების აღსაზრდელები?!) მოითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა (იმიტომ რომ, სეპარატისტების ბუნებას აგერ უკვე საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებულები ვიცნობთ, ხოლო ოკუპანტებისას უკვე ორას წელზე მეტია), რომ არა ამ ჩვენი არასეპარატისტი და არაოკუპანტი თანამემამულეების გამოხდომები. მაგალითად, ხალხის რჩეულმა ადა მარშანიამ ბრძანა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემაზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს არ ეკისრება.
გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული ქ-ნი მარშანია მარტო არ არის ამ თავის მოსაზრებაში, ერთი ის გვრჩება, საკითხს ჯემალ ქარჩხაძის (ანტი) შეგონებით მივუდგეთ: „სამშობლოს თუ გაყიდი, კაი ფასი დაადე, არ გააპუსტიაკო“!
скачать dle 11.3