კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ძარცვა ქართულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ რატომ არ
ვეპიტნავებით გერმანიას


​რაკი ჩვენებური ქურდებისა და მათი კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კამპანიის (რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისულების პერიოდში დაიწყო და ბევრი უდანაშაულოც რომ არ მიჰყოლოდა, ფრიად საშური საქმე იყო, ვინაიდან რა დროს „კანონიერი ქურდებია“, როდესაც დანარჩენები ლამის მარსზე დაიარებიან უკვე ფეხით) ძირითადი მიმართულება მათი ქვეყნიდან განდევნა იყო, სავსებით ბუნებრივია, რომ მათმა დიდმა ნაწილმა სწორედ ევროკავშირის ზონაში მოიყარა თავი (სადაც მოსაპარიც ბლომადაა).
ჰოდა, რადგან მოიყარა, ქართული კრიმინალის ამბავი ლამისაა, მთელ მსოფლიოს მოედო (მოგეხსენებათ, ევროკავშირის ქვეყნების  პოლიცია ოპერაციას ოპერაციაზე ატარებს ჩვენი თანამემამულე კრიმინალების დაკავების მიზნით).
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციაც შეუჩერონ ქვეყანას, ინიციატორი კი გერმანიაა.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ სხვა ეროვნების კრიმინალიც ფრიად ყვავის ამ ჩვენს პარტნიორ-მეგობარ ევროკავშირში და ქართველებს, მაინცდამაინც, არც პირველი ადგილი უჭირავთ კრიმინალთა ჩამონათვალში.
ასეა თუ ისე, გაგვიმართლა და ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოზე უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი არ განხილულა (თუმცა  ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ გერმანია ასე მარტივადაც არ გაჩერდება და, სავარაუდოდ, არც ჩვენი კრიმინალები მოიშლიან ქურდობის ამ მავნე ჩვევას), თუმცა შეგვახსენეს, რომ ვიზალიბერალიზაციას უფლებების გარდა, ვალდებულებებიც აქვს და რადგან გაზრდილია თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნები საქართველოდან, მოგვიწოდეს, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას მივეძალოთ.
მე კი ვიტყოდი, რომ, თუ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას მივეძალებით, აი, ის ზემოხსენებული კამპანია სულ არ დაგვჭირდება (მით უფრო, უკვე იმდენია გასული ქვეყნიდან, რომ ).
скачать dle 11.3