კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ ფიქრობს რეპერი ქველა, რომ ყაჩაღობისთვის არ უნდა დაეჭირათ და როგორ აწამა ის ბადრაგმა „ქოსამ“ ციხეში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


გიორგი ქველაძემ, იგივე რეპერმა ქველამ, ციხეში სამი წელი ყაჩაღობისთვის გაატარა. ნასვამ მდგომარეობაში ის აფთიაქში შევიდა პურის საჭრელი დანით და ოცი ლარი მოითხოვა. ორმოცი ლარი მისცეს და ოცი უკან დააბრუნა. ციხეში რთული პერიოდი გაიარა, არაერთხელ სცემეს კიდეც, მაგრამ ამბობს, რომ იქ გატარებულ წლებს არ ნანობს, რადგან შემოქმედებითი მუშაობის საშუალება მიეცა.

ქველა: 23 წლის ვიყავი და დამიჭირეს ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა დავეჭირე. თუ დამიჭერდნენ, გირაოს სანაცვლოდ, მაინც უნდა გავეთავისუფლებინე. 2007 წელს ახალგაზრდულ მოძრაობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, ტელევიზიით განცხადებებს ვაკეთებდი და ესეც გამიხსენეს – გირაოზე არ წამოვიდნენ. თბილისში, საბურთალოზე მდებარე „ჯიპისის“ აფთიაქში, შუაღამეს პურის დანით მთვრალი  შევედი და ოცი ლარი ვითხოვე. დაცვამ ფარმაცევტს უთხრა, რაც გაქვს ფული, მიეციო და მომცა ორმოცი ლარი. გეფიცები, ოცი ლარი უკან დავუბრუნე. ის გოგო ჩემს სასამართლოზე ტიროდა... ხუთი წელი მომცეს ყაჩაღობის ბრალდებით.
– ამ საქციელზე რომ დაგიჭერდნენ, არ ფიქრობდი?
– არ ვფიქრობდი. ჩვულებრივად მოვდიოდი. გზაში სიგარეტი ვიყიდე, ვისეირნე. არ მეგონა, ასეთ რამეზე თუ დამიჭერდნენ. საპატრულო პოლიცია თავისი გადამღები ჯგუფით დამადგა თავს და ამიყვანეს. არ ვფიქრობდი, რომ ასეთ ამბავზე ასე გამწირავდნენ. არც ის ვიცოდი, ციხეში რა ხდებოდა. წარმოიდგინე, მიშას დროს რა ხდებოდა ციხეში. ორი წელი გლდანში გავატარე ერთ ოთახში ჩაკეტილმა. ისიც ეზარებოდათ, რომ პატიმრები სასეირნოდ გაეყვანათ, თან, გინებით, უზრდელობით, სირბილით გავყავდით და ჩვენც აღარ გვინდოდა. კარანტინში გამიმართლა, იმ დროს უფროსობა არ იყო და ცემას გადავრჩი, თუმცა, ველოდებოდი. კარანტინში ათი დღე ვიყავი, ჭერიდან წყალი მოდიოდა, ათი კაცი ერთ პატარა ოთახში ვიყავით ჩაკეტილი. კარანტინი ისეთი სისასტიკე იყო, ნებისმიერ ადამიანს სცემდნენ. სათითაოდ გამოიყვანდნენ, ჰკითხავდნენ – შენ რატომ ზიხარო? არ ჰქონდა მნიშვნელობა, ძროხის მოპარვაზე იჯდა თუ მსხვილ დანაშაულზე, ყველას ძალიან სცემდნენ. ბედუკაძესთან კარანტინში მქონდა შეხება, მე არა, მაგრამ სხვა, სასტიკად სცემა ჩემ თვალწინ.
–  შენ არ უცემიხარ?
–  ერთი ბადრაგი იყო, ძალიან საშიში დასადისტი, „ქოსას“ ეძახდნენ. უნდოდათ, რომ მეთანამშრომლა და დენის გამანაწილებლის რკინის კარადაზე თავი მარტყმევინა. როგორ უნდა წავსულიყავი თანამშრომლობაზე. ვუთხარი, ლექსებს ვწერ, რომანებს-მეთქი. ერთმა დამიწყო – ლექსი მომიძღვენიო და ღადაობდნენ. კიდევ მცემეს. მამაოსთან დავდიოდი, ვეზიარებოდი. ორი ჭიქა ღვინო მქონდა დალეული. ცოტა გავბრუვდი. მაშინ დღისით საწოლზე დაწოლა აკრძალული იყო. დღისით უნდა მჯდარიყავი და ღამით დაგეძინა. მე წამოვწექი და მაგის გამო შემოვიდნენ, ძალიან მცემეს. ძირითადად, იმათ აწამებდნენ, ვინც სტრასბურგში უჩიოდა სახელმწიფოს. ცოცხებითაც იყო წამება, ბევრი კარცერიდან მკვდარიც გაუტანიათ. ეს იყო სისტემა და სისტემაში ყველა აწამებდა ხალხს. საშინელი ხმები ისმოდა, ყვირილი – არ მომკლათ, არ დამახრჩოთ. რადგან გასვლის იმედი სულ მქონდა, ვცდილობდი, ისე შემენარჩუნებინა თავი, კარცერში არ მოვხვედრილიყავი. ერთხელ აბანოში გვცემეს მთელი საკანი. ათ წუთს გვაძლევდნენ ბანაობისთვის და ამ დროში ჩაცმაც უნდა მოგესწრო. თუ ვერ მოასწრებდი, ერთის მაგივრად, ყველას გვცემდნენ. ასეთი სისტემა იყო, ერთმანეთს აკონტროლებინებდნენ პატიმრებს.
– საჭმელი როგორი გქონდათ?
– საჭმელი ძალიან ნორმალური იყო. ახლაც ვაკეთებ ხოლმე იმ საჭმელს კომბოსტოთი და ბარდით. დავამუღამე. პომიდორი ნაჭამი არ მქონდა ცხოვრებაში. ბავშვობაში მამაჩემმა პომიდორი მომაწოდა, ფულიც შემომთავაზა, მაგრამ ვერ ვჭამე. ციხეში ერთხელ, ძალიან მომშივდა და არაფერი არ იყო, მოხარშული კარტოფილისა და პომიდვრის გარდა. რაღა უნდა მექნა, მოხარშულ კარტოფილს ვატანდი პომიდორს.
– ბოლომდე გლდანში იჯექი?
– ქსანშიც ვიჯექი. ქსანს მაშინ ჰყავდა ზონის მაყურებელიც, ყველა კორპუსს – თავისი მაყურებელი. „მამალს“ ვინც მოეწონებოდა, ბლოკს უკრავდნენ, რაღაცას მოუგონებდნენ, რომ „საქათმეში“ წაეყვანათ. ჩემთან ერთად იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც „საქათმეში“ მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ „მამალს“ მოეწონა. ერთი-ორჯერ მეც დამაკვირდა ეს „საქათმის“ უფროსი და კიდევ კაი, რომ რაღაც არ „გამიჩალიჩეს“. ციხის მაყურებელმა თავისი ნათესავი გაიმეტა – „მამალთან“ ჩაიყვანეს ეს ბიჭი, ფიზიკურ კავშირს აიძულებდნენ და ამ დროს ეს მაყურებელი, ვითომ შემთხვევით, თავზე დაადგა – ეს ვინ ყოფილა, არ ვიცოდიო. ამ დროს კი თავისი „გაჩალიჩებული“ იყო. მე და ჩემს ძმაკაცსაც გვქონდა შეხება ამ „ქათმებთან“. „ხოდები“ ჰქონდათ და შეეძლოთ, სათვალეები, შაქარი და რაღაცები შემოეტანათ, ტექნიკურად ვუგვარებდით. სხვა მხრივ, ქსანში ამოვისუნთქე. ბიბლიოთეკა იყო, ჩემი კორპუსის მაყურებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა, კარგი ბიჭი იყო. ერთი პრობლემა კი მქონდა, ფსიქიკურად დაავადებული მყავდა საკანში. საპონზე გიჟდებოდა. რომ შევიდოდა საპირფარეშოში, სამი-ოთხი საათი ხელებს იბანდა. ერთხელ, დილით წავიდა აბანოში და საღამოს დალურჯებული მოვიდა იმდენი იბანა. პურს აიღებდა და სულს უბერავდა, მიკრობები აქვსო. ზოგჯერ აგრესიულიც იყო. დაველაპარაკე მაყურებელს – გიჟია და გადაიყვანეთ-მეთქი, მაგრამ არ მოხერხდა. ჩვენს საკანში იყო ბოლომდე. გლდანშიც მყავდა ერთი გიჟი. ერთხელ არაჟანი მოუნდა, ხომ უწილადეს ბიჭებმა, მაგრამ მთლიანად უნდოდა და ყველა საჭმელი ტუალეტში ჩაყარა. ერთხელ ღამე თავზე დაადგა პატიმარს და დაჰყურებდა.
– შეყვარებული არ გყავდა იმ პერიოდში?
– შეყვარებული მყავდა დაჭერამდე და ექვსი თვის მერე გაქრა. რომ გამოვედი, ხუთი წლის მერე გავიგე, ის არ ყოფილა, ვინც მეგონა, ვიღაც თურქი აღმოჩნდა. დაჭერიდან ექვს თვეში დამირეკა – ციხეში იყო ტელეფონი. მითხრა, მიყვარხარო. ინტერნეტით გავიცანი, მაგრამ უფრო ტელეფონით ვლაპარაკობდით მთელი ღამეები. ვიცოდი, რომ ნინი ნინიაშვილი იყო და აღტაცებული ვიყავი. მინდოდა, მენახა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ მშობლები ავარიაში დაეხოცა, თვითონაც ავარიაში მოჰყვა და მერე გულის ოპერაცია გაიკეთა. არ მხვდებოდა. სიყვარულში არ გამიმართლა, ან სულ აფერისტები მხვდებოდნენ, ან გათხოვილები, ან ხუთშვილიანები... მიმნდობი ვარ, მჯერა ადამიანების.  უყურადღებობას ვერ ვიტან. მე ძალიან ყურადღებიანი ვარ. ვერ ვიტან, სულ ონლაინში რომ არიან ჩართულები და მე არ მწერენ. ერთხელ ასეთი სიგიჟე გავაკეთე: სასტუმროს ნომერი ვიქირავე, მოვაწყვე წარწერებით, გულებით, ყვავილებით. მოვიყვანე ეს გოგო და თურმე, ქმრიანი ყოფილა. იგივე გოგოს ვაგზალზე ვარდის ფურცლებისა და გამოჭრილი გულების წვიმა მოვუწყვე, მაგრამ, რად გინდა, კარგად მალავდა ქმარს, თურმე.
– არ გინანია შენი საქციელი?
– დიდი სტრესია, როცა ციხეში შედიხარ. ადამიანის ცხოვრების 70 პროცენტი მთავრდება. მაგრამ, მე რაც ციხეში ვიყავი, არ ვნანობ. გამოცდილება მივიღე. ორი რომანი, ერთი პიესა, 160 ლექსი დავწერე. ციხეში განვიცადე ის, რომ მშობლები ძალიან მიყვარს და ვერ დავაფასე. ერთი პერიოდი სულ ეკლესიურად ვცხოვრობდი. ერთი წელი სენაკში გავატარე – ლოცვაში, არც ტელევიზორი, არც რადიო. მაშინ გადავაფასე ცხოვრება. ხომ იცი, ადამიანი განსაცდელში სუსტია. რომ გამოვედი, ეკლესიაში აღარ ვყოფილვარ და ახლა ვფიქრობ, მონასტერში წავიდე. ეს მთავრობა რომ შეიცვალა, ამნისტიით გამოვედი. სამი წელი და სამი თვე ვიჯექი. მერე ექვსი თვით საპატრიარქომ შემიწყალა, რადგან ხატმწერი ვარ, ხატებს ვწერდი. მაგრამ, ახლა ნევროზი მაქვს და ამასაც და რეპერობასაც თავი დავანებე. გული ამიცრუვდა. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მონასტერში წავიდე სამუდამოდ. ცხოვრებაზე გული ამიცრუვდა. ციხიდან რომ გამოვედი, სამი ადამიანი ისე მახსოვდა და ისე ვიყავი გაგიჟებული, რომ შემხვედროდნენ, ყელს გამოვჭრიდი. ერთი იყო „ქოსა“, მეორე – კვარაცხელია და კიდევ ერთი მეგრელი, რომლის გვარი არ მახსოვს.
   скачать dle 11.3