კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 დააკარგვინებს თუ არა მოტივაციას მოსწავლეებს საატესტატო გამოცდებზე ქულობრივი შეფასების გაუქმება და რომელ ქალაქებში არ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეებს სიახლე ელოდებათ. თუ აქამდე სავარჯიშოების დასრულების შემდეგ, მოსწავლე ეკრანზე კონკრეტულ შეფასებას ხედავდა ქულის სახით, ახლა ქულის ნაცვლად, უბრალოდ, გაიგებს, გადალახა თუ არა 5.51-იანი ზღვარი. გარკვეული სიახლეები შეეხო ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. დაწვრილებით, აღნიშნული სიახლეების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოგვახსენებს.

ივა მინდაძე: ძირითადი ცვლილება, რომელიც საატესტატო გამოცდებს შეეხება, არის შემდეგი: მოსწავლეები ტესტის შესრულების შემდეგ, ქულის ნაცვლად, დაინახავენ წარწერას: „გადალახეთ“, „ვერ გადალახეთ“. ეს იქნება „ჩათვლა-არჩათვლა” ტიპის ტესტი. მართალი გითხრათ, თავიდანვე, წლების წინ, როცა საატესტატო გამოცდები დაიწყო, ასე იყო ჩაფიქრებული. მაგრამ, შემდეგ ქულით ჩანაცვლდა. „ჩათვლა-არჩათვლა” ტიპის გამოცდა მეთოდურად გამართლებულია, რადგან ეს გამოცდა არსობრივად არა სასელექციო ტიპის, არამედ სასერტიფიკატო გამოცდაა. ამ დროს მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ ის, გადალახა თუ არა მოსწავლემ ბარიერი. თვისობრივად არაფერი იცვლება, რადგან ქულას არც აქამდე ჰქონდა რაიმე დატვირთვა. ის არ ფიქსირდებოდა ნიშნების ფურცელზე, რომელიც თან ახლავს ატესტატს და თუ მოსწავლე, დავუშვათ, ოქროს მედლის კანდიდატი იყო, საატესტატო გამოცდაზე მიღებული ქულა გავლენას არაფერზე ახდებდა. შესაბამისად, არაფერი იცვლება.
– ამ სიახლეს მოჰყვა ვარაუდი, რომ ასე ბავშვები მოტივაციას დაკარგავენ, რატომ უნდა გაუთანაბრდნენ ერთმანეთს ის, ვინც 5. 51 მიიღო და ის, ვისაც მაღალი ქულა აქვსო... არაერთი მსგავსი შინაარსის კომენტარი წავიკითხე.
– არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა, ერთი მიზეზის გამო – არსებობს სკოლის ნიშანი. სკოლას აქვს შესაძლებლობა, დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდეს მოსწავლეს და კომპლექსურად შეაფასოს. სკოლის პირდაპირი ამოცანაა, დაეხმაროს მოსწავლეს პრობლემების იდენტიფიკაციაში, შემდეგ კი ხელი შეუწყოს ამ ხარვეზების დაძლევაში. ცოდნის შესაფასებლად არსებობს სკოლის ნიშანი და მაგალითისთვის, ათოსნები და შვიდოსნები ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან. რაც შეეხება მოტივაციას, მე ვფიქრობ, ამაზე ზრუნვა მეთორმეტე კლასში არ უნდა დაიწყოს. მე თუ მკითხავ, ამაზე პირველივე კლასიდან უნდა ვიზრუნოთ.
– სიახლეები გვაქვს ეროვნულ გამოცდებზეც.
– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ძირითადად, შინაარსობრივი ცვლილება გვაქვს. ქართული ენის ტესტში შეიცვლება შეფასების სქემა. მეტი ყურადღება დაეთმობა არგუმენტირებასა და კრიტიკულ აზროვნებას. ნაცვლად ოცი ქულისა, თხზულება შეფასდება 24 ქულით. რაც შეეხება ზოგადი უნარების ტესტს, ანალოგიების ბლოკი დაუკავშირდება წაკითხულის გააზრების ტექსტს, კონტექსტს. მათემატიკასაც შეეხება ცვლილება, მაგრამ არა თვისობრივი. ჩვენი მიზანია, ტესტი ყოველთვის იყოს საშუალო სირთულის. სტატისტიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ შარშან მათემატიკის ტესტი სირთულისკენ იყო გადახრილი და წელს ვეცდებით, უფრო დაბალანსებული და საშუალოსთან მიახლოებული იყოს.  წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში არ ჩატარდება გამოცდები. მის ჩასანაცვლებლად, გვექნება დამატებითი ცენტრები ორ სკოლაში. გარდა ამისა, საგამოცდო ცენტრები არ გვექნება ოზურგეთში, ხულოსა და ფოთში. აბიტურიენტს განზრახული აქვს, რომ ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ისწავლოს რომელიმე ქალაქში, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ საგამოცდო ცენტრიც შევთავაზოთ იმ ქალაქში, სადაც უმაღლესი სასწავლებლები გვაქვს, ანუ საუნივერსიტეტო ქალაქებში. შესაბამისად, გამოცდები ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებია. ესენია: თელავი, თბილისი, რუსთავი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.
– სიხლე გვაქვს საწერ-კალამთან დაკავშირებითაც.
– კი ბატონო. საკმაოდ ხშირია უკმაყოფილება საწერ-კალმების ხარისხთან დაკავშირებით. წელს აბიტურიენტებს შევთავაზებთ, ვისაც სურვილი აქვს, თავად მოიტანოს, ტუშის, ეგრეთ წოდებული, გელიანი კალმისტარი. ცხადია, ჩვენი ცენტრი ყველას დაახვედრებს კალამს, ექნება თუ არა მას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, შიში, რომ სკანერმა ვინმეს ნაწერი ვერ წაიკითხოს, უსაფუძვლოა, რადგან ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. ყველაზე მეტი პრობლემა მაშინ ჩნდება, თუ აბიტურიენტი დასველებულ იდაყვს გადაუსვამს ნაწერს. თუმცა, ამ პრობლემას არც აბიტურიენტის მოტანილი კალმისტარი უშველის.
скачать dle 11.3