№10 ბრძნული აზრები
მარკესი: არ ფანტო დრო მათზე, ვინც არ ისწრაფვის, რომ დრო შენთან ერთად გაატაროს.
ფროიდი: ერთადერთი, ვისაც უნდა შეადაროთ თავი, ხართ თქვენ წარსულში; ხოლო ერთადერთი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ხართ თქვენ აწმყოში.
შანელი: არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც მდიდარია.
კონფუცი: თუ ხედავ, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, არ შეცვალო მიზანი, შეცვალე მოქმედება.
უაილდი: არავინ განსაჯო. ყველა წმიდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს – მომავალი.
გოეთე: ადამიანები თავიანთი სისუსტეებით არიან მომხიბვლელნი.
ჰერბერტი: ვინც სხვას არ აპატიებს, ანგრევს ხიდს, რომელზეც უნდა გაიაროს.
ბუკოვსკი: ამ მსოფლიოს პრობლემა ისაა, რომ აღზრდილი ხალხი აღვსილნი არიან ეჭვებით, ხოლო იდიოტები – თავდაჯერებულობით.
ვოლტერი: ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს – კომედია.
ჩესტერფილდი: საზოგადოება ვერ იტანს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.
ილია მეორე: თუ გინდა, გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა, სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.
უაილდი: სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ასე გვიჭირს და ხშირად თავს ვიტყუებთ, ყველაზე მეტად ბატონობს ჩვენზე.
დოსტოევსკი: მთელი უბედურება ის არის, რომ ზოგს არ სწამს ღმერთი, ზოგს კი ისე ძალიან სწამს, ადამიანის მოკვლის დროსაც ლოცულობს.
პრუსტი: სანამ საკუთარ თავს დეპრესიისა და უუნარობის დიაგნოზს გამოუტანთ, დარწმუნდით, იდიოტების გარემოცვაში ხომ არ ხართ.
ჩერჩილი: გყავს მტრები? კარგია, ესე იგი, შენს ცხოვრებაში ოდესმე რაღაცისთვის გიბრძოლია.
ტეილორი: საუკეთესო გზა წარმატების მისაღწევად არის ის, მივყვეთ რჩევებს, რომლებსაც თავად ვაძლევთ სხვებს.
ჰემინგუეი: ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა, დუმილისას – ორმოცდაათი.
ბეკონი: სიჩუმე ოქროა, ხოლო გაჩუმდე საჭირო დროს – სიბრძნე.
მოპასანი: თუკი რაიმე არ მოგწონთ თქვენს ქალბატონში, სავარაუდოდ, მას აკლია ბედნიერება. დამიჯერეთ, ბედნიერი ქალი არ შეიძლება, არ მოგწონდეთ.
ჟვანეცკი: არასდროს დაქორწინდეთ ქალზე, რომელთანაც ცხოვრება შეიძლება. დაქორწინდით მასზე, ვის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება.