კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ განდიდდნენ საქართველოსგან გამოყოფილი და მონღოლების მფარველობაში შესული სამცხის მთავრები და რა სასწაული მოხდა აწყურში

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


1270-იან წლებში, ძალიან განდიდდნენ სამცხის სპასალარი და სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და მისი ძე ბექა, რომლებიც სამცხეში მთავრები იყვნენ. 1266 წლიდან სამცხე აღარ იყო საქართველოს შემადგენლობაში და პირდაპირ ემორჩილებოდა მონღოლთა ილხანს. სარგისი ვაჟკაცი და უშიშარი, ძალიან მაგარი მეომარი გახლდათ – „კაცი მხნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვანქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ხელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მხნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსვრელი, და მისა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი აქუნდა მეფისა“.
1260 წელს, როცა დავით მეშვიდე აუჯანყდა ჰულაგუ ყაენს, სარგისმა უერთგულა და უსარდლა მეფის ჯარს. თუმცა, აჯანყებულები დამარცხდნენ. შემდეგ, როცა მეფე უნდა შერიგებოდა მონღოლებს, სარგისი თან გაჰყვა ურდოში, რათა თავის თავზე აეღო აჯანყების ორგანიზატორობა, თვითონ დასჯილიყო და მეფე კი გადაერჩინა სიკვდილისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჰულაგუსგან მოსული იყო წერილი, მეფეს ვაპატიებ, მაგრამ სარგის ჯაყელს – არაო. ურდოში, სარგისი წარუდგა ყაენ ჰულაგუს და უთხრა, მეფე არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემი რჩევით მოხდაო. სარგისი ჰულაგუსგან დასჯას გადაურჩა მეფისადმი ერთგულების, ვაჟკაცობისა და ბედნიერი შემთხვევის გამო. როდესაც სარგისისა და მეფის საქმე ირჩეოდა ყაენის სასახლეში, მაცნე შევიდა და მოახსენა ჰულაგუს, ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას ჯარი შემოიჭრა აღმოსავლეთ კავკასიაში, შენს ტერიტორიაზეო. ჰულაგუს დასჭირდა ქართველთა ჯარი. სარგისს შესაძლებლობა მიეცა ყაენისთვის ერთგულება დაემტკიცებინა.  ოქროს ურდოს წინააღმდეგ ბრძოლაში, 1262 წელს, შაბურანის ველზე, სარგისმა ჰულაგუს წინაშე თავი გამოიჩინა. საილხანოს ჯარმა დაამარცხა ბერქას ჯარი. ჰულაგუს არმია გაეკიდა მტერს. ამ დროს ოთხი ჯარისკაცის ამარა დარჩენილი ილხანი ჰულაგუ მოულოდნელად ერთ მცირე ბორცვზე ავიდა და გადააწყდა შვიდ რჩეულ მეომარს მტრის ბანაკიდან. ყაენის დანახვაზე ისინი მოტრიალდნენ შესატევად. სარგის ჯაყელი, რომელიც ცოტა მოშორებით იყო თავის სამ მეომართან ერთად, გაექანა ჰულაგუს დასახმარებლად. სარგისმა და მისმა სამმა აზნაურმა ოთხი კაცი მოკლეს შვიდიდან, სამი კი გაიქცა. საკუთარი თვალით იხილა ილხანმა სარგისისა და საერთოდ, ქართველების სიმხნე და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ჰულაგუმ მეფე დავითსა და მის ჯარს დიდი პატივი სცა და კარგად დაასაჩუქრა. სარგის ჯაყელს კი კარნუ-ქალაქი (არზრუმი) და მისი მიმდგომი ტერიტორია უბოძა არლიყით. იმ ხანებში კარნუ-ქალაქი არ შემოდიოდა საქართველოს იურისდიქციაში და აღარც ჩვენი ვასალი იყო, რადგან პირდაპირ მონღოლებს ემორჩილებოდა. ამგვარად, საქართველოს უერთდებოდა ეს ტერიტორია. საქართველოს ტერიტორია იზრდებოდა.
მაგრამ, ყველაფერი გააფუჭეს დიდებულებმა, რომლებმაც ისარგებლეს დავით ულუს ეჭვიანობით და ჩამოაშორეს მეფეს ყველაზე ერთგული ადამიანი. მეფეს ათქმევინეს მონღოლებისთვის, ნუ გადასცემთ კარნუ-ქალაქს სარგისსო. ამ საქციელით მეფემ საქართველოს დაუკარგა კარნუ-ქალაქი და მისი მიმდგომი ტერიტორია, დაკარგა ერთგული ყმაც - სარგისი. შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა მეფესა და ჯაყელს შორის და სარგისი შეეფარა საილხანოს, სამცხე საილხანოს ხასინჯუდ გამოცხადდა.
დავით მეშვიდე ულუს რომ დაეფასებინა სარგის ჯაყელის ერთგულება, ჯაყელების იქნებოდა კარნუ-ქალაქიც და არც ჯაყელები ჩამოშორდებოდნენ საქართველოს. ანუ, კარნუ-ქალაქი და მთელი საამიროს ტერიტორია, დღევანდელი ქალაქი არზრუმი და მის გარშემო არსებული ტერიტორია შემოუერთდებოდა, მონღოლების დახმარებით საქართველოს. ეს თვით თამარის დროსაც კი არ მომხდარა. ჩვენი დიდი მეფეები არზრუმის ვასალობით კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ. ასეთი შანსი გაუშვა ქვეყანამ მეფის ეჭვიანობისა და ინტრიგანებისთვის დაჯერების გამო. არზრუმის ოლქში ქართული მოსახლეობაც იყო.
სარგისის ძე, ბექა ჯაყელი ყოფილა ახოვანი ტანის, თხელი, შავთვალა და შავთმიანი, მშვენიერი გარეგნობის, ბეჭგანიერი, ძლიერი, ომში მხნე, კარგი მხედარი და დახელოვნებული მონადირე, გონებით ფრთხილი, ეკლესიათა და მონასტერთა მაშენებელი, ღვთისმოსავი ხალხის პატივისმცემელი, მლოცველი, არ აკლდებოდა ცისკრის, სამხრისა და მწუხრის ლოცვებს. ღმერთმაც პატივი სცა და მისცა მსგავსი მეუღლე – მლოცველი, მმარხველი და გლახაკთა მოწყალე, მონასტერთა და ხატთა პატივისცემის მოყვარე, ობოლთა და უღონოთა აღმზრდელი.
ბექამ დაიპყრო ტერიტორია ტაშისკარიდან კარნუ-ქალაქის საზღვრამდე: „სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისხევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს“.
ასე დღითი დღე განდიდდებოდა ბექა. ჟამთააღმწერელი წერს, იგი მსახურებდა დიმიტრი მეორესო. თუმცა, მთლად მასე არ უნდა ყოფილიყო, რადგან შემდეგ დროინდელი მოვლენები სხვა რამეს ამტკიცებს. თან, სამცხე ხომ საილხანოს ხასინჯუ იყო, ანუ მონღოლთა ყაენის პირდაპირ დაქვემდებარებაში. სამცხეზე ტფილისის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა.
იმ ხანებში არღუნ აღა, რომელმაც აღწერა მონღოლთა იმპერიები, 20 000 მეომრით გამოემართა ჩვენი ქვეყნისკენ. არღუნს აინტერესებდა, მოშენდა თუ არა ქვეყანა ბერქა ყაენის შემოსევის მერე. არღუნმა შემოიარა ქვემო ქართლი, ტფილისი, ქართლი. მისი ჯარი დიდ ზიანს აყენებდა ქვეყანას. კი არ არბევდა საქართველოს, მაგრამ ოციათასიანი ჯარის გამოკვება მოსახლეობას უწევდა და ძვირი უჯდებოდა. ისედაც წელში წყდებოდა ჩვენი ხალხი მონღოლური გადასახადების გამო.
არღუნ ნოინი გაემართა სამცხეში სარგის ჯაყელის სანახავად, რომელიც დაბერებულიყო უკვე და სიბერის გამო დაუძლურებული გახლდათ. შევიდა არღუნი სამცხეში და დადგა აწყურში. რომ გაიგო სარგისმა არღუნის მისვლა, მივიდა მის სანახავად, თან ახლდა ძე - ბექა. არღუნს გაუკვირდა ორივეს მისვლა. სარგისი თან წაიყვანა ურდოში, ხოლო ბექა დატოვა.
მეხუთე კვირა იყო მარხვისა. არღუნი და სარგისი გამოემართნენ ქვემო ქართლისკენ. ვნების კვირა იდგა. დიდ ოთხშაბათს მიწა იძრა ძლიერად. ხუთშაბათსაც შეიძრა მიწა, ნაკლები სიძლიერით. პარასკევსაც, უფლის ვნების დღესაც მოხდა მიწისძვრა. შემდეგ დამშვიდდა ქვეყანა. მაგრამ აღდგომა ღამეს, სამ საათზე, ლიტანიობის დასრულებისას, როცა დიდი სიხარული იყო უფლის აღდგომისა, კვლავ იძრა მიწა, ისე, რომ დაინგრა საყდრები და მონასტრები, ეკლესიები, ციხეები, სახლები. მთები და ბორცვები დაიშალა, კლდეები დაიმტვრა, მიწა გაიპო და შავი წყალი, კუპრის მსგავსი, ამოიჭრა. მაღალი ხეები დაეცნენ ან ირყეოდნენ მიწისძვრისას.
აწყურის ტაძარში, სადაც ინახებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი  ხატი, ჩვეულებრივ მიმდინარეობდა სააღდგომო ლიტურგია. აწყურის ხატი ანდრია პირველწოდებულმა მოაბრძანა საქართველოში და როცა ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო აშენდა ჩვენს სამშობლოში და ქრისტიანული თემი, საეპისკოპოსო შექმნა ანდრია პირველწოდებულმა, აღნიშნული ხატი დატოვა აწყურში.
როცა აწყურის საყდარი ჩამოიქცა, ჩამოვარდა გუმბათი. იმ დროს, ლიტანიობიდან შესვენებული, ყოვლადწმიდა აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ტაძარში ესვენა. გუმბათი ჩამოვარდა, როგორც ქუდი, ისე დაერქვა ხატს და არ დააზიანა. ეს საშინელი რისხვა, მიწისძვრა მხოლოდ სამცხეს დაატყდა თავს. ერთი საათი გაგრძელდა ბიძგები. სხვაგან კი არაფერი ავნო ქვეყანას. მხოლოდ მცხეთის საყდარი დაიქცაო, წერს მემატიანე. სამცხეში არ დარჩენილა საყდარი, ეკლესია, ციხე და სახლი, რომ არ დანგრეულიყო. უამრავი ადამიანი დაიღუპა. იყო გლოვა და ტირილი.
ურდოში არღუნი გარდაიცვალა, სარგისი კი სამცხეში დაბრუნდა.
скачать dle 11.3