№10 ნიღბები გამომშრალი კანისთვის
მშრალი კანი ყველაზე პრობლემურია, რადგან დიდი მიდრეკილება აქვს ნაოჭებისკენ. ამ პრობლემის მოგვარებაში კი, ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები დაგეხმარებათ.
ნიღაბი რომ ეფექტური იყოს, ის აუცილებლად სუფთა სახეზე უნდა დაიტანოთ. პირველი ფენის წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ნიღბის შეშრობის მერე, მასა ხელმეორედ გადაისვათ და ეს პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეოროთ.
გთავაზობთ რამედნიმე ნიღაბს, მშრალი კანისათვის.
* რძის ნიღაბი: ძილის წინ, სანამ მკვებავ კრემს წაისვამთ, შეგიძლიათ სახეზე ნატურალური რძის ნიღაბი გაიკეთოთ – დაასველეთ ბამბის ტამპონი რძეში და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ, რომ ჩამოიბანთ, შედეგს დაინახავთ.
* ყავის, თაფლისა და კვერცხის ნიღაბი: ნახევარი ჩაის კოვზი უნალექო ყავა, ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთში შეურიეთ და სახეზე გაიჩერეთ 15 წუთიდან ერთ საათამდე. შემდეგ, ჩამიბანეთ თბილი წყლით.
* ფორთოხლის, კვერცხისა და ლიმონის ნიღაბი: ერთი ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, ერთი კვერცხის გული, 20 წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთს შეურიეთ და სახეზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
* რძის, ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი: ერთი სადილის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ოდნავ შეათბეთ, შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ხაჭო და სახეზე დაიფინეთ. 20 წუთის მერე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სანამ ნიღბებს გაიკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა ალერგიული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ნიღბისთვის იყენებთ.
ასევე, ძალიან კარგია ნიღბად, ახლადშემოსული ხილის გამოყენება. განსაკუთრებით სასარგებლოა სახის კანისათვის მარწყვის, ატმის, ვაშლის ნიღბები. ამ მხრივ, ბოსტნეულიც სასარგებლოა, მაგალითად: ძალიან კარგია კიტრის საფენები, ნიახურის ფაფის ნიღაბი, ნესვისა და ბანანის წასმა. სამი ნაერთის კომბინაცია: ბანანი, ნესვი და ატამი კი, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს – ის ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს.
* კიტრის ნიღაბი: წვრილ სახეხზე გახეხეთ კიტრი, დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და არაჟანი. ნიღაბი წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* კარტოფილის ნიღაბი: მოამზადეთ კარტოფილის პიურე – 1 ცალი კარტოფილის პიურეს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ცხელი რძე და 1 კვერცხის გული. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
* ვაშლის ნიღაბი: გახეხეთ 2 ვაშლი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი და 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა. გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* გოგრის ნიღაბი: 2 სადილის კოვზ მოხარშულ გოგრის რბილობს, დაუმატეთ ორ-ორი სადილის კოვზი კრაზანისა და ფარსმანდუკის ნახარში. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი წაისვით სახესა და კისერზე, თხელ ფენად. 15-20 წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ.
* კვერცხის, ბანანის, თაფლისა და ფქვილის ნიღაბი: ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, გახეხილი ბანანი და 2 ჩაის კოვზი ფქვილი. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.