კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუტრიცია – ისტორია და განვითარება

კომპანია „ნუტრიცია“ აღიარებული ლიდერია ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებაში. ისტორია დაიწყო ჰოლანდიის პატარა ქალაქ ზოთერმეერში. 1896 წელს მარტინუს ვან დერ ჰაგენმა მსოფლიოში პირველად მოიპოვა ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური რძის  წარმოების უფლება, რომელიც შემადგენლობით დედის რძის მსგავსი იქნებოდა.  
1901 წელს ძმებმა მარტინუსმა და იან ვან დერ ჰაგენებმა გახსნეს ბავშვთა რძის ნარევების ექსკლუზიური საწარმო, კომპანიას სიმბოლურად Nutricia დაარქვეს, რაც ლათინურიდან ითარგმნება როგორც კვება. კომპანიის პროდუქციის წყალობით გადარჩა ათასობოთ ბავშვის სიცოცხლე, რომელთა დედებსაც არ შეეძლოთ შვილების ბუნებრივი გზით გამოკვება.
1997 წელს კომპანიას მიენიჭა   ტიტული  – „სამეფო“.  ეს ტიტული განსაკუთრებული წოდებაა. მას ნიდერლანდებში ანიჭებენ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთაც 100  წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ამავე წელს კომპანიას ეწოდა Royal NUMICO NV.
2007 წლიდან „ნუტრიცია“ შედის საერთაშორისო კომპანია „დანონის“ შემადგენლობაში Danone Nutricia Early Life Nutrition.
„ნუტრიცია” მხარს უჭერს ძუძუთი კვებას და ესმის მისი მნიშვნელობა, მაგრამ, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ძუძუთი კვება შეუძლებელია, დედებისა და მათი პატარების დასახმარებლად, „ნუტრიციას” აქვს 1 000-დღიანი  პროგრამა:  ორსულობიდან 2 წლამდე  ასაკის ბავშვებისთვის, რათა საფუძველი ჩაუყაროს ბავშვის  წარმატებულ განვითარებას.  იყოს „სიცოცხლეში პირველი,“  ეს არის კომპანიის მისია – იყოს პირველი ახალშობილისთვის და იყოს პირველი დედისთვის.   
კომპანია „ნუტრიცია” მუდმივად ვითარდება, მას აქვს მეცნიერული კვლევებისა და მიღწევების ხანგრძლივი ისტორია. კერძოდ:  
1896 წელს ძმებმა ჰაგენებმა პირველებმა დაიწყეს ადაპტირებული რძის წარმოება,  გერმანელი პროფესორი ბაკხაუსის კვლევების მიხედვით;
1905 წელს პირველად „ნუტრიციამ” დაიწყო დიაბეტით  დაავადებულთათვის სპეციალური კვების გამოშვება;
1923 წელს კომპანიამ გამოსცა პირველი ცნობარი – ბავშვთა კვებისა და მოზრდილთათვის  სამკურნალო კვების შესახებ;
1946 წელს გახსნა პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ქალაქ ზოთერმეერში;  
2011 წელს სინგაპურში გახსნა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი;
2013 წელს  ჰოლანდიაში გაიხსნა „უტრეხტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“.
მეცნიერული  კვლევა კომპანიის სტრატეგიის არსია. ის მოიცავს ბავშვის ადრეული განვითარების ყველა ასპექტს – დაწყებული დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს, დედის რძის შემადგენლობას  და სასარგებლო თვისებებს, ნაწლავის მიკროფლორის განვითარებას, იმუნურ სისტემას, ტვინს და ბავშვის მეტაბოლურ სისტემას.
დღეს კომპანიას აქვს  ბავშვთა კვების წარმოების 21 ქარხანა და 49 რძის გადამამუშავებელი ქარხანა.   კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში და აკმაყოფილებს  ჩვილ ბავშვთა და სამკურნალო კვების მოთხოვნილებებს.скачать dle 11.3