კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 თუ ქალს არ უნდა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


საქმე თავიდანვე უცნაურად დაიწყო. ჰოლმსმა დეპეშა მიიღო, რომელშიც დახმარებას სთხოვდნენ. გრაფინია მერი მეიბერლი, რომელიც თავის მამულში – „ჰაროუ უაილდში“ ცხოვრობდა, ამბობდა, რომ მასზე ვიღაც ზეწოლას ცდილობდა, რათა სახლი გაეყიდა. როცა უარი თქვა, სრულიად გაუგებარი მოვლენები დაიწყო. იმსხვრეოდა ფანჯრები, ჭრიალებდა ჭერი და იატაკი, ილეწებოდა ავეჯი. ეზოში ცვიოდა სხვადასხვა ზომის ქვები... გრაფინია შეიძლება, დათანხმებოდა კიდეც სახლის გაყივდას, მაგრამ შიშობდა, რომ აქ ჩასახლებული ბოროტი ძალები მერეც არ მოასვენებდნენ და ყველგან თან გაჰყვებოდნენ. თანაც, ის, ვინც პირველად გამოთქვამდა სახლის შეძენის სურვილს, კატეგორიულად მოითხოვდა, სახლი მასში არსებული ყველა ნივთით ეყიდა.
– მისტერ ჰოლმს, შეიძლება, ფიქრობთ, რომ მე ვაზვიადებ ამ პრობლემას, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. მივატოვებდი ამ სახლს და სამოგზაუროდ წავიდოდი. შვილის სიკვდილის შემდეგ, სხვა  არც არაფერი დამრჩა, მაგრამ ვშიშობ, არ მომასვენებენ. დამეხმარებით?
ჰოლმსმა ფიქრიანად შეხედა უოტსონს. რომელიც გაოცებული იყო მეგობრის მყისიერი რეაგირებით. ამ უმნიშვნელო პრობლემაზე ცნობილი დეტექტივი დეპეშის მიღებისთანავე გაემგზავრა „ჰაროუ უაილდში“ და ექიმიც თან გაიყოლა.
– მე კარგად მახსოვს თქვენი მეუღლე, მადამ... შვილს – დუგლასს, არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი მსმენია მასზე. ამბობენ, განსაცვიფრებელი პიროვნებააო. ისევ იტალიაშია?
– მოკვდა, მისტერ ჰოლმს. დუგლასი მოულოდნელად გარდაიცვალა. რომში ჩვენს ატაშედ დანიშნეს. ერთი თვის წინ კი, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი ნივთები გამომიგზავნეს. ყუთებიდან არც კი ამომიღია.
ჰოლმსი შეიჭმუხნა.
– არაფერი გამიგია თქვენი შესანიშნავი შვილის ტრაგედიის შესახებ. რა სამწუხაროა. დარწმუნებული ხართ, რომ სიკვდილის მიზეზი ნამდვილად პნევმონიაა?
გრაფინიამ მწუხარებით გადააქნია თავი.
– მე თუ მკითხავთ, დუგლასს იმ ქალმა მოუღო ბოლო. უიღბლო სიყვარულმა დემონის მიმართ – ჩემი მხიარული ბიჭი სევდიან ბერიკაცად აქცია. რად მინდა ეს სახლი და მამული. სიამოვნებით მოვცილდებოდი აქაურობას, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს, როცა რამეს მაიძულებენ, ჩემში მეამბოხე სული იღვიძებს. თორმეტი საათი მომცეს, გესმით? მხოლოდ თორმეტი საათი...
– გრაფინია, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას თქვენთან?
– ერთი უხეში და გაუთლელი ხეპრე...
– სახელი არ უთქვამს?
– მისის მეიბერლი დაფიქრდა.
– თუ არ მეშლება – სტივ დექსი. დიახ, წყობიდან გამომიყვანა. ჩემს მოახლეს, სიუზენს უტიფრად ეფლირტავებოდა.
– მისის მეიბერლი, შეიძლება, სახლი დავათვალიეროთ. სიუზენსაც გავესაუბრებოდი, თქვენის ნებართვით...
როცა გრაფინია გავიდა, ჰოლმსი უოტსონს მიუბრუნდა.
– თქვენც ხომ არ ხართ ისეთი მეამიტი, რომ გგონიათ, ვიღაც ნამდვილად გადაირია ამ სახლზე? ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული და ჩვენც იქ უნდა ვეძებოთ. ძალიან დამაინტერესა ქალმა – დემონმა. ყველაფერი უნდა გავიგოთ.
– რა ვერსია გაქვს?
ჰოლმსმა ჩაიცინა:
– ვიღაც ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ის, რაც ამ სახლშია. არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ იმ ვიღაცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა შეიძლება, ეს იყოს? – არ ვიცი. მაშ, ასე. სახლის ყიდვას ცდილობენ მას შემდეგ, რაც დუგლასი გარდაიცვალა. ვითომ ეს დამთხვევაა? მე ასე არ ვფიქრობ. მოდი, საგრაფოში გავისეირნოთ. გავიგოთ, რას ჭორაობენ აქაურები. სახლის დათვალიერება დროებით გადავდოთ. ვაცალოთ გრაფინიას, ჩვენთვის ჩაი და ტკბილეული მოამზადოს.
როცა უოტსონი და ჰოლმსი სახლიდან გავიდნენ, დაინახეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოსასხამმოხვეული სადღაც მიიჩქაროდა.
– სწრაფად, უოტსონ! ეს მგონი, მოახლეა. დარწმუნებული ვარ, რომ ნამცხვრების საყიდლად არ გაუგზავნიათ.
ჰოლმსი არ შემცდარა. ქალიშვილმა რამდენიმე საკონდიტროს გვერდით ჩაუარა და პატარა სასტუმროში შევიდა. ჰოლმსმა დაინახა, როგორ დაუწყო საუბარი ქალიშვილმა ზორბა, უხეშ სახიან მამაკაცს. რამდენიმე წუთი გავიდა და სიუზენი სასტუმროდან გამოვიდა. ჰოლმსი ზურგიდან მიუახლოვდა და ხელი მხარზე შეახო.
– ვინ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მე თქვენი ქალბატონის დასახმარებლად ჩამოვედი?
– რაღაც გეშლებათ, მისტერ, მე არც კი ვიცი, თქვენ ვინა ხართ.
ჰოლმსმა ხმამაღლა გაიცინა.
– დეპეშა თქვენი ხელით გამომიგზავნა გრაფინიამ. ყველაფერი შესანიშნავად იცით. უფრო მეტი კი იმ კაცმა იცის, რომელსაც ახლა ელაპარაკეთ. თუმცა, ამით მხოლოდ ჩემს წისქვილზე დაასხით წყალი. ახლა კი, მამულში დავბრუნდებით და იმ ყუთებს მაჩვენებთ, რომლებიც შვილის გარდაცვალების შემდეგ გრაფინიას გამოუგზავნეს.
– კი მაგრამ... მე... მე...
– სიუზენ, ხომ არ გინდათ, რომ საერთოდ უსამსახუროდ დარჩეთ? კიდევ უარესი – იმ მამაკაცის თანამზრახველობაში დაგდონ ბრალი?
ჰოლმსი მთელი საღამო მოღუშული იყო. ისე იქექებოდა დუგლასის პირად ნივთებში, როგორც მაძებარი ძაღლი, რომელმაც სუნი აიღო. ბოლოს სახეზე უოტსონისთვის კარგად ნაცნობი გამომეტყველება გამოესახა.
– ჩემო ძვირფასო, უოტსონ, აქ გაცილებით ბინძური განზრახვებია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება, მოგეჩვენოთ. ხედავთ ამას? – და ექიმს სქელყდიანი ჩანაწერების რვეული აჩვენა, – სწორედ ეს არის მთავარი გასაღები. ახლა კი მოემზადე, ერთ მეტად ლამაზ და ამბიციურ ქალბატონთან მივდივართ და შეიძლება, ლესტრეიდის გამოძახებაც გახდეს საჭირო.
– ვფიქრობ, ამ ყველაფერს ახალგაზრდა დუგლასთან აქვს კავშირი?
– უფრო სწორად, დუგლასის სიკვდილთან. გსმენიათ რაიმე აისიდორა კლიანის შესახებ? ულამაზესი ესპანელი, ვნებიანი ქალი ჯერ ლორდ კემპბელის ცოლი იყო, მასზე ორმოცი წლით უფროსი მამაკაცის. გართობაზე უარს არ ამბობდა და ალბათ, დუგლასიც მაშინ გაიცნო. მამაკაცების ჭკუიდან შეშლის იშვიათი ნიჭი აქვს. დაქვრივდა. დუგლასი ცოლობას სთხოვდა. მეიბერლი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ ღარიბი. ყოველ შემთხვევაში, აისიდორასთვის არასაკმარისად მდიდარი. დუგლასს კი უყვარდა – წერდა წერილებს, აკეთებდა ჩანაწერებს. ყველა შეხვედრა თუ  პაემანი ზედმიწევნით ზუსტად აქვს აღწერილი. ამასობაში, აისიდორამ „ლერწმის შაქრის მეფე“, გრაფი ლომანდი გაიცნო, რომელმაც მისი ცოლად შერთვის სურვილი გამოთქვა. დუგლასი ძალიან უშლიდა ხელს, მით უფრო, მისი ჩანაწერები, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია ჰქონდა. მზად ხართ ულამაზეს აისიდორასთან შესახვედრად?
აისიდორამ, მართლაც უსაზღვროდ ლამაზმა, დიდებულმა და უძვირფასეს კაბაში გამოწყობილმა ქალმა, თავისი ხავერდოვანი თვალები მიაპყრო  ჰოლმსს და აღშფოთებით შეჰყვირა:
– დუგლასი მე არ მომიკლავს, მაგრამ ის ჩემს ცხოვრებაში ბედისწერად იქცა. არაფრით უნდოდა იმასთან შეგუება, რომ არ მიყვარდა. რატომ არიან მამაკაცები ასეთი ჯიუტები? მთელი ღამე ჩემი სახლის ფანჯრებთან გაატარა რომში. წვიმდა და ჯიუტად იდგა. არ ვიცი, ამით რისი დამტკიცება უნდოდა. გაიგო ლომანდიზე რომ დავინიშნე. არც რვეულის დათმობა უნდოდა. ჩემს პირად მცველს ვაცემინე. არ ვიცოდი, რომ ეს ისე დაასუსტებდა, მოკვდებოდა. თან, დამემუქრა – რვეულს და წერილს დედაჩემს გავუგზავნი. ის კი ამ ყველაფერს გამოგიქვეყნებს და სკანდალი არ აგცდებაო.
– ამიტომაც გადაწყვიტეთ მისის მეიბერლის სახლი, ყველა ნივთითა და ავეჯით შეგეძინათ?
– სხვა რა გზა მქონდა. მართლა მკვლელი ხომ არ გგონივართ?
– თქვენ არა, მაგრამ თქვენი პირადი მცველი პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩება. ჰო, მართლა, ის მოახლე, სიუზენი, მისი საყვარელია, ასეა?

скачать dle 11.3