კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ დააარსა ბერიამ ქართული კულტურის ცენტრები მთელ საბჭოეთში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ „შეთქმულთა ხროვამ“, ხრუშჩოვის მეთაურობით, ლავრენტი ბერია ძალიან მარტივად დაამხო, საბჭოთა უშიშროების მარშალი მაინც დიდი პოლიტიკური მოთამაშე იყო. მისი კრახი კი უფრო შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდა საბჭოთა იმპერიას და ამის შედეგებს დღემდე იმკიან გაუბედურებული ერები...
მდიდარი ჩეკისტური გამოცდილებიდან გამომდინარე, ბერიამ მშვენივრად უწყოდა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში გასამარჯვებლად ინფორმირებულობას, მეტოქეებზე კომპრომატის მოპოვებას, ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელობის პერიოდში, თავის სამშობლოში ბერიას ეს საკითხი მოგვარებული ჰქონდა. სწორედ ამიტომაც, ასე ადვილად ჩამოიშორა გზიდან ყველა მეტოქე და სტალინმა ის საქართველოს მმართველად დანიშნა. თუმცა, 31 წლის „ნორჩი“ მმართველისთვის, ეს მხოლოდ მისი კარიერის ერთი ეტაპი იყო და ის კრემლისკენ ისწრაფვოდა. საბჭოთა მმართველობის ციტადელში კი იმ პერიოდისთვის (მეოცე საუკუნის 30-იანი წლები) ბერიაზე ბევრად ცნობილი და გამოცდილი „მოთამაშეები“ ბინადრობდნენ. მათი დამარცხება კი „ნორჩი ნაჩეკისტარისთვის“ არც თუ ისე იოლი საქმე იყო. დიდ სიძნელეს წარმოადგენდა „პერიფერიული მმართველისთვის“ მსხვილ პარტიულ ბონზებზე კომპრომატის მოპოვება, თანაც საიდუმლოდ და ბერიამ მაინც იპოვა გამოსავალი...
1953 წლის 22 დეკემბრის დახურულ სასამართლო პროცესზე, გენერალმა სერგო გოგლიძემ ასეთი ჩვენება მისცა მოსამართლეებს: „ბერიას მიაჩნდა, რომ კრემლისკენ მიმავალი გზა სტალინზე გადიოდა. სტალინის ნდობის მოპოვება კი, მის ქვეშევრდომებზე არსებული „წყალგაუვალი კომპრომატებით“ იყო შესაძლებელი. თუმცა, თავად თბილისიდან ამ კომპრომატების მოპოვება შეუძლებელი ჩანდა. ბერიას საამისოდ არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა. ის მხოლოდ „ცეკას“ პირველი მდივანი იყო და მმართველობის მკაცრად განსაზღვრული საზღვრები ჰქონდა, რომელსაც ვერ გადასცდებოდა. მიუხედავად ამისა, ლავრენტი პავლოვიჩმა მაინც მოახერხა ამის გაკეთება.“
გოგლიძის ჩვენებას განვაგრძობ და ვიტყვი, რომ ბერიამ დიდი წარმატებით შეძლო ამის განხორციელება. ყველა ოფიციალური სტრუქტურის გვერდით ავლით, 1932-1933 წლებში, საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას, მთელი საბჭოეთის მასშტაბით ჰყავდა მძლავრი სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახური. ისინი ბერიას უამრავ კომპრომატს აწვდიდნენ სხვადასხვა რესპუბლიკის ყველაზე მაღალ თანამდებობის პირებსა და მოსკოვში მოკალათებულ პარტიულ, სამეურნეო თუ სამხედრო ფუნქციონირებზე. ეს მძლავრი სადაზვერვო აპარატი კი, ქართული კულტურის ცენტრად ინიღბებოდა, რომელიც ბერიას ინიციატივით გაიხსნა მოსკოვში, სხვა დიდ ქალაქებსა და მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში... ბერიას თანაშემწე, მოგვიანებით, 15 წლით გადასახლებული – კოტე რაფავა თავის ჩვენებაში ამბობდა: „ქართული კულტურის ცენტრის გახსნა მთელი საბჭოეთის მასშტაბით, დეკლარირებული იყო, როგორც ქართული ცხოვრების წესის გაცნობა მოძმე ერებისთვის.  მართლაც იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, საღამოები და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი, ქართული კულტურის ცენტრში მომუშავენი ბერიას გამოცდილი ჩეკისტები გახლდნენ და მის თვალებსა და ყურებს წარმოადგენდნენ. ისე სუფთად მუშაობდნენ, რომ ერთხელაც კი არ შეჰპარვიათ ეჭვი ზღვარგადასულ „ქართულ ზეიმზე“ მოსულ ადგილობრივ ბობოლა ჩინოვნიკებს, რომ მათ იწერდნენ, იღებდნენ და ეს მასალები ბერიას საიდუმლო სეიფში იდებდა ბინას...“
ცნობილი ფაქტია, რომ, როდესაც სტალინმა ბერია „ჩეკას“ საკავშირო შეფად დანიშნა და „ზოგიერთი ამხანაგის“ მორალურ-პოლიტიკური სისუფთავის შემოწმება დაავალა, ბერიამ მას უკვე გამზადებული, კინო-ფოტო და აუდიომასალა წარუდგინა. სტალინს, აბა, ვინ რას გამოაპარებდა. ყველაფერს მშვენივრად მიხვდა და ბერიას უთხრა:
– შენს ამ შედევრებს, ვატყობ, მრავალი გაგრძელება აქვს. სიტყვა არავისთან დაგცდეს. საიმედოდ შეინახე და როცა საჭირო დროს გიხმობ, ერთად ვუყუროთო...
ბერიას მიერ მოპოვებული, მრავალსაათიანი კინო-ფოტო დოკუმენტები, ბერიას მკვლელობის დღესვე გაქრა მისი საიდუმლო სეიფებიდან და იმავე დღეს გაანადგურეს. კოტე რაფავა ხრუშჩოვის დამხობის შემდეგ ყვებოდა: „ბერიას თავად ხრუშჩოვზე, მალენკოვზე, ბულგანინსა და სხვა შეთქმულებზეც ჰქონდა მაკომპრომატირებელი კინომასალა, რომელიც ჯერ კიდევ 1933-1935 წლებში იყო მოპოვებული. რამდენიმე მათგანთან მეც მქონდა შეხება. სანამ საიდუმლო სეიფში შეინახავდნენ, მეც მხვდა წილად ბედნიერება, ზოგიერთი მათგანი მენახა. კერძოდ კი, კიევის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გადაიღეს იმ პერიოდის უკრაინის „ცეკას“ პირველი მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი მოადგილე. ორივე გალეშილი მთვრალი, შიშვლები ღრეობენ ახალგაზრდა, კომკავშირელ გოგონებთან. სხვათა შორის, როცა დამიჭირეს და დამკითხეს, გაკვრით ახსენეს ხრუშჩოვზე კომპრომატი. თუმცა, მე კატეგორიულად ვიუარე და ამ თემას აღარ დაბრუნებიან. რომ გაეგოთ, რომ ხრუშჩოვზე კომპრომატი ნანახი მქონდა, არამც თუ სასამართლომდე მიმიშვებდნენ და თხუთმეტი წლით ჩამსვამდნენ, არამედ შარშანდელი თოვლივით გამაქრობდნენ...“
სავარაუდოდ, სტალინს ბერიას მიერ მოპოვებული თითქმის ყველა კომპრომატი ნანახი ჰქონდა, მაგრამ მათ არაფერს ვნებდა. იყენებდა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და დღის სინათლეზე გამოჰქონდა. თავად ბერია ამ მასალებს ნაწილობრივ კარიერული წინსვლისთვის იყენებდა. მეორე მხრივ კი, უკვე პოლიტიკურ ოლიმპზე ასული, აპირებდა მათი (კომპრომატების) მეშვეობით, ემართა საბჭოთა პარტიული ელიტა. თუმცა, ბერიამ ამ კომპრომატებით მხოლოდ ოლიმპს მიაღწია. ოლიმპის სხვა მობინადრეებმა კი, ერთმანეთში მოილაპარაკეს და წრიული თავდებობის პრინციპით, ერთმანეთს ხელი დააფარეს. ბერია კი, რომ იტყვიან, „ადგილზევე მოსპეს“...
ჯაშუშობა, კომპრომატი, დასმენა და მსგავსი მეთოდებით კარიერული წინსვლა ფართოდ კულტივირებული იყო საბჭოეთში. ამ ხერხებს ყველა პარტიული ბონზა მიმართავდა და ბერიას ყველაზე უკეთ ხელეწიფებოდა ეს საქმე. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ უშიშროების მარშალს არც მისმა სახელმა და გავლენამ უშველა და არც ეშმაკობამ  – როდესაც ის შეთქმულებმა მოსპეს და კომპრომატებიც გაანადგურეს, უკვე თავად ბერიას დააბრალეს ის, რასაც თავად სჩადიოდნენ.
скачать dle 11.3