კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ შექმნა სტალინმა ანტიფაშისტური ებრაული კომიტეტი საბჭოთა კავშირში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


სტალინის გენიალობა არა მარტო იმაში გამოიხატებოდა, რომ განუზომელი ძალაუფლება მოიპოვა და სიცოცხლის ბოლომდე შეძლო მისი შენარჩუნება, არამედ იმაშიც, რომ საბჭოთა ბელადი ამ მმართველობას ზუსტი მიმართულებით იყენებდა და არნახულ წარმატებებსაც აღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1941 წლის მიწურულს საბჭოთა არმიამ, სტალინის წინამძღოლობით, ფაშისტები შეაჩერა და კრახი თავიდან აიცილა, ჰიტლერული სამხედრო მანქანა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი იყო და დიდი პოტენციალი ჰქონდა. „წითელი არმია“ კი „სრული ბრუნვით“ ჯერ ვერ მუშაობდა და უდიდესი პოტენციალისა და სტრატეგიული რესურსების მიუხედავად, კვლავ მოიკოჭლებდა. ჯარს არ ჰყოფნიდა შეიარაღება და საკვები. ეს ყველაფერი კი ფინანსებზე იყო დამოკიდებული, რის ნაკლებობასაც განიცდიდა ჯოჯოხეთურ ომში ჩაბმული უზარმაზარი ქვეყანა. მართალია, „ზურგი“ თავდაუზოგავად იღვწოდა და ქალები და ბავშვები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდნენ დაზგებთან, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. დიდი საერთაშორისო კაპიტალის გარეშე, საბჭოეთის პოტენციალის ამოქაჩვა უტოპიად ჩანდა და სტალინმაც გამოსავალი მონახა. თავის ტაბუირებულ მემუარებში ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „მართალია, ჰიტლერელები მოსკოვში არ შევუშვით, მაგრამ ისინი კვლავ ძალიან ძლიერები იყვნენ და 1942 წლის დასაწყისი კარგს არაფერს გვიქადდა. სასწრაფოდ გვჭირდებოდა თანამედროვე სამხედრო შეიარაღება და ბევრი საკვები ფრონტისთვის. ამისთვის კი, დიდი ფული იყო საჭირო და სტალინი გამოსავალს ეძებდა. 1942 წლის 24 იანვარს მან თავისთან მიხმო და მითხრა:
– ერთი იდეა მაქვს და შენი აზრი მაინტერესებს.
– გისმენ, კობა, – მივუგე სტალინს და სმენად ვიქეცი.
– ჩვენს გასაჭირს საერთაშორისო კაპიტალი თუ უშველის. კონკრეტულად კი – ებრაული ფული. რას იტყვი, როგორი აზრია?
სტალინის ჩანაფიქრს მხოლოდ სანახევროდ მივხვდი. ნათელი იყო მხოლოდ ის, რომ სტალინი მდიდარი ებრაელების ფინანსების მოზიდვას აპირებდა საბჭოეთისთვის, მაგრამ როგორ უნდა განეხორციელებინა ეს, ჩემთვის გამოცანად რჩებოდა. ამიტომ, სტალინს ვუთხარი:
– იდეა მშვენიერია, მაგრამ როგორ აპირებ მის განხორციელებას, კობა?
– ებრაულ პატრიოტიზმსა და პრაგმატულობაზე დაყრდნობით, – მოკლედ მითხრა სტალინმა, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. სტალინს ეს არ გამოჰპარვია და დაამატა, – ფაშისტები ებრაელებს უმოწყალოდ წყვეტენ და ჩვენი მთავარი ხაზი ეს იქნება. საბჭოეთში უნდა შევქმნათ ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტი, რომელშიც გამოჩენილი საბჭოთა ებრაელები შევლენ. ისინი დაიწყებენ ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ კომპანიას მთელ მსოფლიოში და ისეთ ანტიფაშისტურ, ანტიჰიტლერულ აგიტაცია-პროპაგანდას გააჩაღებენ, რომ არ მგონია, ყველაზე მძვინვარე ანტისაბჭოელმა ებრაელმა ამერიკელმა მილიონერმაც კი   განზე გადგომა მოისურვოსო.
მართალია, სტალინს დავეთანხმე, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არ მქონდა, რომ ებრაელები რაიმე მნიშვნელოვან შემოწირულობებს გააკეთებდნენ. განსაკუთრებით ამერიკელი ებრაელი მილიონერები არ მეიმედებოდნენ. არადა, მდიდარ ებრაელთა ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი სწორედ შტატებში სახლობდა...“
1942 წლის 7 აპრილს სტალინის იდეას ხორცი შეესხა და საბჭოთა კავშირში ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტი დაარსდა, რომელსაც სათავეში  საბჭოთა კავშირის საინფორმაციო ბიუროს უფროსი, სოლომონ აბრამის ძე ლოზოვსკი ჩაუდგა სათავეში. კომიტეტში, აგრეთვე, სხვა ცნობილი ებრაელებიც შევიდნენ. მათ შორის იყო ფიზიკოსი პეტრე კაპიცაც. ლოზოვსკიმ და კამპანიამ გლობალური პროპაგანდისტული აქციები დაიწყეს. ისინი მოგზაურობდნენ შეერთებულ შტატებში და თანამემამულეებს საბჭოეთის დახმარებისკენ მოუწოდებდნენ. სტალინის რჩევით, ფიზიკოსმა კაპიცამ ამ კამპანიაში მსოფლიო ავტორიტეტი – ალბერტ აინშტაინიც ჩართო და „ფარდობითობის თეორიის“ შემქმნელი, უკვე ტრიბუნიდან მოუწოდებდა მდიდარ ამერიკელებს (არა მარტო ებრაელებს) საბჭოეთის დახმარებისკენ..
შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ებრაულმა დახმარებამ მილიარდ დოლარს მიაღწია და თანხები თვით მორგანებმა და როკფელერებმა გაიღეს. მათ არც ევროპელი როტშილდები ჩამორჩნენ და 1942 წლის შემოდგომისთვის „წითელი არმიის“ მოდერნიზება განხორციელდა, რაც ძირითადად, ებრაელების დამსახურება იყო...
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი თავის წიგნში წერს: „მთლიანობაში, სტალინის იდეა, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ებრაული ფული გამოეყენებინა, რა თქმა უნდა, ძალიან ზუსტი მიგნება და მახვილგონივრული კომბინაცია იყო. თუმცა, ამ ამბავს აქვს დახურული მხარეც და ვფიქრობ, სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ როკფელერებს, მორგანებსა და როტშილდებს დიდძალი შემოწირულობები გაეღოთ საბჭოეთისთვის. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა ებრაელების ღია, ანტიფაშისტურ კამპანიას, თან მოსდევდა დახურული შეხვედრები ებრაულ ფინანსურ წრეებთან და სწორედ იმ შეხვედრებზე წყდებოდა დიდი ფინანსების ბედი. ლოზოვსკი და კამპანია ამ შეხვედრებზე სტალინის „პირით მეტყველებდნენ”. სტალინი კი ებრაელებს, ომში გამარჯვების შემდეგ, ყირიმში  ავტონომიური რესპუბლიკის დაარსებას შეჰპირდა, რაც ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის შექმნის ტოლფასი იყო. ასეთ მსუყე ბიზნესპროექტზე კი, აბა, როგორ იტყოდნენ უარს როკფელერები, მორგანები, როტშილდები და ძმანი მათნი?!. ამიტომ მათ სატყუარა გადაყლაპეს და შემოწირულობის სახით, სარფიანი ბიზნესპროექტი ჩაიგდეს ხელში, რაც საბოლოოდ, არ განხორციელდა. სტალინმა ყირიმი არა თუ დაუთმო ებრაელებს, არამედ ომის მოგების მერე, ანტიფაშისტური კომიტეტი ჯერ დაშალა, შემდეგ კი, მთელი აქტივი გაანადგურა...“
ვოლკოგონოვის ვერსია – ებრაელებს გამოყენებისა და „გადაგდების“ შესახებ საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა, სულ სხვაგვარად ხატავს ამ სურათს ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელიც წერდა: „სტალინი მართლაც გეგმავდა ყირიმში ებრაული ავტონომიის შექმნას, თუმცა, ანტიფაშისტური კომიტეტის საქმიანობა ყველა სოციალისტურ საზღვარს გასცდა. დაზვერვა ზუსტ ინფორმაციას გვაწვდიდა ლოზოვსკისა და მისი კოლეგების არაჯანსაღ გეგმებზე ყირიმთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ისინი ყირიმის კაპიტალისტურ წარმონაქმნად გადაქცევას აპირებდნენ, რაც სოციალისტური ნორმებით, ყოვლად დაუშვებელი იყო. მეორე მხრივ კი, იქ გაჩნდებოდა ამერიკული ჯაშუშური ბუდე და სტალინმა დროულად გაანეიტრალა ეს საფრთხეები“.
ძნელია, ინფორმაციის ნაკლებობისას ზუსტად ჩაწვდე მოვლენის არსს და დღის სინათლეზე გამოიტანო სიმართლე. თუმცა, ფაქტია, რომ ებრაული ფულით სტალინმა ფაშიზმის განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანა.
скачать dle 11.3