კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ჭეშმარიტი რწმენა

                                          შეუნანებელ ცოდვილთა მწარე სამომავლო ხვედრი

„და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე. 25,46).
აი, რისი თანამოზიარენი შესაძლოა, გავხდეთ. ან წამება ცეცხლოვან გეენაში ბოროტ სულებთან, სადაც მატლია დაუძინებელი, ან – მარადიული ნეტარება, ნათელ და წმიდა სულებთან თანამემკვიდრეობა. ამათგან ერთ-ერთი გველის ჩვენ იქ, სიკვდილის შემდეგ.
„და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში...” ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამგვარ შესაძრწუნებელ ადგილს დაიმკვიდრებენ? ესენი არიან შეუნანებელი ცოდვილები, გულგაქვავებულნი, რომელთაც მიეცათ ღვთის შეცნობისა და სიყვარულის საშუალება და არ კი შეიცნეს. ესენი არიან ისინი, ვინც შეიცნეს ქრისტე და არ უერთგულეს, ცხოვრობდნენ უწმიდურებასა და მდაბალი გრძნობების ტყვეობაში, წარმართებზე მეტად ცუდად. ესენი არიან ისინი, რომლებიც გმობდნენ ღვთის სახელს, რომელთაც არ გააჩნდათ მოყვასისადმი სიყვარული.
საშინელი მდგომარეობა შეექმნებათ ღვთის პირისგან განვარდნილთ. წარეკვეთებათ ხსნის სასოება. მარადიული გმინვა და მწუხარება. მარადიული სინანული, ოღონდ უკვე დაგვიანებული – აი, მათი საბოლოო ხვედრი.
შესაძრწუნებელია მარადიული ტანჯვა. მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე? რამდენჯერ შეუწყალებია უფალს ცოდვილი ადამიანი საშიშროებათა ჟამს. იქნებ, გულისხმაეყო ეს მოწყალება უგუნურს და შეენანა თავისი უკეთურება. მაგრამ – ამაოდ. რამდენჯერ ამხელდა უფალი მას სინდისის საშუალებით. მოუხმობდა ჯანმრთელობისა და სიმდიდრის დაკარგვით, მაგრამ ადამიანი არ ემორჩილებოდა. გაურბოდა მის მოწოდებას, უარს ამბობდა შემოქმედზე. ყოველდღე განუბოძებდა უფალი მას თავისი მადლის სიუხვეს, მაგრამ ის არ სარგებლობდა ამით.
უფალმა თავისი სისხლი და ხორცი შესთავაზა ადამიანს, სიტყვა უბოძა, მარადიულობისკენ მიმყვანებელი, მოძღვრები და მასწავლებლები განუჩინა, რომლებიც ღვთის სახელით არაერთხელ ქადაგებდნენ სინანულად მოქცევას. ღმერთმა ადამიანის სულს გონება და სინდისი მიუმარჯვა, რომელთა შუქზე ადამიანს ნათლად უნდა განერჩია თავისი გზა.
არასოდეს არცერთი მამა და არცერთი დედა არ ზრუნავს თავის შვილზე ისე, როგორც ზეციერი მამა ზრუნავს ადამიანზე და მიუხედავად ამისა, ადამიანი გაურბის მას, ეწინააღმდეგება მის ნებას. ვინ უნდა დაადანაშაულოს ცოდვილმა თავისი საბოლოო მწარე ხვედრის გამო საკუთარი თავის გარდა? ასე რომ, დამნაშავე მხოლოდ ის არის და სხვა – არავინ.
ღვთისგან განდგომილი და ხორციელებით დათრგუნულო ცოდვილო, გაიხსენე იმ გზის საშიშროება, რომელზედაც დგახარ. შენ იმყოფები მწუხარე მარადიულობის ზღურბლთან, მაგრამ შენ შეგიძლია, აარიდო თავი. შენზეა დამოკიდებული შენივე მომავალი. ნუთუ ტანჯვათა მცოდნე არ შეუშინდები სატანჯველს? რომელმაც იცი ცოდვის მომაკვდინებლობა, ნუთუ ცოდვასვე დაემონები საბოლოოდ? გაუმართლებელი უგუნურება იქნება შენგან ღვთისკენ მიბრუნების გაჭიანურება. მიმოიხედე და გულისხმაყავ, რომ ყოველივე მისკენ გიხმობს. დრო მიქრის, შენი ჯანმრთელობა სუსტდება, კმაყოფილების სიცარიელე, მიწიერი ბედნიერების წარმავლობა, რომელსაც სდევ, დღითი დღე საცნაური ხდება. ყველაფერი გცვლის და ყველაფერი იცვლება გარშემო. უცვლელი მხოლოდ ღმერთია, რომელიც მოგიხმობს. ის შენი გულის კართან დგას და ელოდება, როდის გაუღებ დახშულ ბჭეს. შეიგნე მისი მრავალმოწყალება და შეიყვარე და აღუთქვი მას, რომ ემსახურები სიკვდილამდე. ამინ!скачать dle 11.3