კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ყველაფერი კარგად იქნება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


არის ცხოვრებაში მომენტები, როცა სრულიად უმიზეზოდ მოვიწყენთ ხოლმე. თუ ეს დიდხანს გრძელდება. ამით ყველაფერი რთულდება და შეიძლება, ცხოვრების ხალისიც დავკარგოთ...
 ასეთ დროს, როგორმე უნდა მოახერხოთ და გაფანტოთ შავი ღრუბლები.  პირველი და ეფექტური საშუალება გარემოს შეცვლაა. წადით სადმე, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში. მთავარია, ამან სიამოვნება მოგანიჭოთ. გიცდიათ, ცეკვის ან ძერწვის წრეზე გევლოთ? არ არის აუცილებელი, პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ. ამ ყველაფერში მთავარი სიამოვნების მიღებაა, რაც ახალ შესაძლებლობებს დაგანახვებთ.
წადით კინოში, თუნდაც, მარტო. ეს საერთოდ არ არის პრობლემა. არ იფიქროთ იმაზე, რომ კინოდარბაზში თეთრი ყვავივით გამოჩნდებით. თქვენი მიკროსამყვარო „ზედმეტ“ ადამიანებს არ საჭიროებს.
დაურეკეთ ძველ მეგობარს და შეხვდით მას, თანაკლასელს, თანაკურსელს, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო დღე, წუთი, საათი გაკავშირებთ. სასიამოვნო მოგონებები ძალიან კარგი სტიმულია ცხოვრების პოზიტიურ ჭრილში გადასატანად.
„პაემანი უცნობთან“ – ეს ცოტა სარისკო ნაბიჯია, მაგრამ, თუ პრინციპი იცით, ნამდვილად ღირს. ანუ, „ჩაეტიეთ“ ზომიერების საზღვრებში და ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ. მთავარია, დროებით გაჩენილი სიცარიელე შეივსოს და ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. გამორიცხული არ არის, ყველაფერი ძალიან სერიოზულიც კი იყოს, მაგრამ ეს თავისით, ბუნებრივად უნდა მოხდეს, ზედმეტი, „უხეში“ ჩარევისა და ძალდატანების გარეშე. ერთი სიტყვით, ბევრი საშუალებაა, რომ ყურები არ ჩამოყაროთ. ყველაფერი წინ გაქვთ. ყველაფერი კარგად იქნება.

პიროვნული
 მახასიათებლები...


ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ წარმატებული ქალების უმეტესობას არასოდეს უცდია, პირამიდის წვეროზე მოქცეულიყო და მაღალ ითანამდებობის დასაკავებლად განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაუხარჯავს. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ გაუმართლა და საჭირო დროს, საჭირო  ადგილას აღმოჩნდა.
მოტივაციის წინა პირობა არ ყოფილა ამბიცია, ძალაუფლების ან სხვების კონტროლის სურვილი.
მათი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ჩვევამ, რომ ნებისმიერი საქმე უნაკლოდ და სიყვარულით შეესრულებინათ.
არსებობს ოქროს წესი – დაიპყარი მწვერვალი, ოღონდ შექმენი შენი საკუთარი მწვერვალი. ამ დროს მოტივაცია ყოველთვის იქნება.
შეეცადე, გამოავლინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ცოტა უფრო მეტიც.
ფსიქოლოგების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქალების წარმატებას განაპირობებს არა ორგანიზაცია, სადაც ისინი მუშაობენ, არამედ მათი პიროვნული ფაქტორები, ოჯახი და გარემოცვა. თუმცა, მნიშვნელოვანია ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხარდაჭერაც.
 წარმატებული ქალები ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთობის „მგრძნობიარე“ სტილს, ანუ ურთიერთობას, რომელიც დიალოგსა და სხვების მოსმენის უნარზეა აგებული.
მნიშვნელოვანია განვითარებული ემოციური ინტელექტი და უნარი, ადამიანები მართო ისე, რომ მათი სიმპათია დაიმსახურო.
პრინციპულობა, თავდაჯერებულობა, ამბიციურობა, სიმამაცე, საკუთარი ძალების რწმენა და თავგანწირული შრომის უნარი – აი, წარმატების  აუცილებელი შემადგენელი კომპონენტები.
შეგიძლიათ,  დინების საწინააღმდეგოდ ცურვა? მაშინ ყველაფერი რიგზეა –  თქვენ წარმატების დიდი შანსი გაქვთ. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ოჯახური ცხოვრება ისევ გვევლინება უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორად უმაღლესი საფეხურისკენ მიმავალ გზაზე.

ფაქტები  მამრობით
 სქესზე


• მსოფლიოში 100 გოგოზე დაახლოებით 107 ბიჭი იბადება. მეცნიერების აზრით, მამრობითი სქესის შობადობამ, სავარაუდოდ, ბავშვობაში მათი ხშირი სიკვდილიანობის გამო მოიმატა. ფაქტია, რომ ბუნებრივ პირობებში მდედრობითი სქესის ჩვილს უფრო მეტი შანსი აქვს გადარჩეს, ვიდრე მამრობითს.
• მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 52-64 წელი მიიჩნევა, ხოლო ქალისა – 68-76.
• ცივილიზებულ ქვეყნებში მამაკაცთა სიკვდილიანობის მიზეზი, ძირითადად,  გულის დაავადებებია.
• ბიოლოგიურად, მამაკაცის სიმბოლო – რგოლიდან გამომავალი ისარია, რომელიც,  აგრეთვე, პლანეტა მარსის სიმბოლოცაა.
• მამაკაცს 3-4-ჯერ მეტი შანსი აქვთ, დაემართოს აუტიზმი, ვიდრე გოგონას. თუმცა, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რატომ. შეიძლება, გოგონა, რომელსაც აუტიზმის მსუბუქი ფორმა აქვს, უფრო ადვილად ფარავს მას.
• მოზარდი ბიჭები უფრო ხშირად აცდენენ სკოლას და მათი 75 პროცენტი „რთულ ბავშვად“ მიიჩნევა. გოგონებში ასეთი მხოლოდ 15 პროცენტია.
• მამაკაცები ქალებზე 3-ჯერ უფრო მეტად იყენებენ ალკოჰოლს და 2-ჯერ უფრო მეტად – ნარკოტიკს, როგორიცაა მარიხუანა და კოკაინი.
• კაცები  10-ჯერ უფრო ხშირად სჩადიან მკვლელობას,  ვიდრე ქალები. ამასთან, კაცები  2-ჯერ უფრო ხშირად იკლავენ თავს.

უბრალოდ
 დაიჯერეთ. . .


არსებობს რეალობა, რომელიც უპირობოდ უნდა მიიღოთ და დაიჯეროთ, მაგალითად, ქალები და კაცები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.  ავიღოთ, თუნდაც მარტივი მაგალითი – ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი უფრო ძლიერად მოქმედებს ქალებზე, ვიდრე კაცებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თანაბარი წონა აქვთ. მეცნიერები ამას უკავშირებენ წყლის ნაკლებ რაოდენობას ქალის ორგანიზმში. ზუსტად ეს აძლევს ალკოჰოლს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად შეიწოვოს ორგანიზმში.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მწეველ  ქალებს, აქვთ დაბალი თვითშეფასება. კაცებში ასე არ არის.
თუ გამოკითხვას დავუჯერებთ, რომელიც ინგლისში ჩატარდა, ქალები, რომლებიც ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელს იცვამენ, საკუთარ თავში დარწმუნებულნი  არ არიან.
ხანდახან ისე ჩანს, რომ კაცები ნაკლებად  მგრძნობიარენი არიან. მაგრამ, თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, უიღბლო სიყვარულის გამო, უმეტესად სწორედ მამაკაცები  იკლავენ თავს.
სტატისტიკა ამბობს, რომ ძალიან ლამაზი ქალები 35 წლის მერე თავს უბედურად გრძნობენ.
სტატისტიკის მიხედვით, ქალების რიცხვი, რომელთაც გრანდიოზული ქორწილი უნდათ, უკვე 22 პროცენტია.скачать dle 11.3