კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ აიღო პუტინმა 2008 წლის 8 აგვისტოს საკუთარ ხელში საქართველოსთან ომის წარმოება, რატომ აიყვანა შინა პატიმრობაში მედვედევი და რა გაკვეთილი გამოიტანა ამ ომიდან

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკვე მეთვრამეტე წელია, მართავს –  მათ შორის, ორჯერ პრემიერ-მინისტრისა და უგვირგვინო პირველი პირის რანგში (როდესაც ფორმალური პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო), კიდევ გადაწყვიტა, თავის თავზე აიღოს ეს „მძიმე ჯვარი“ და ამჯერად, უკვე შვიდი წლის ვადით გახდეს რფ-ის პირველი პირი (სწორედ ამ ვადითაა განსაზღვრული, ახალი წესით, რუსეთის პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტო ვადა), რაც იმას ნიშნავს, რომ გარანტირებული აქვს (18 მარტის არჩევნების შემდეგ) მეოთხედი საუკუნით პირველპირობა. მეორე მხრივ, ვლადიმირ პუტინი ბორის ელცინის მემკვიდრეა და საკმაოდ საინტერესო დეტალია, რომ ელცინისდროინდელ რუსეთს რუსული დემოკრატიის აკვნად მიიჩნევენ, ხოლო პუტინისდროინდელს –  კლასიკურ ავტორიტარიზმად. ვახტანგ მაისაიასთან ერთად მიმოვიხილავთ, თუ როგორ მოხვდა ჩვენს ბედისწერად ქცეული ვლადიმირ პუტინი რუსეთის სახელისუფლო ვერტიკალში, როდის გაუჩნდა ოცდამეერთე საუკუნის სტალინობის სურვილი, როგორ აისახა მისი მმართველობა როგორც რუსეთზე, ისე გეოპოლიტიკაზე, რა მანქანების წყალობით გაიმყარა მან პოზიცია კავკასიაში და, მათ შორის, გავლენა მოიპოვა საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ იქცა რუსეთის უპირველეს ოლიგარქად და „მიწების შემგროვებლად“.
ეტყობოდა პუტინს კოჭებშივე, როდესაც ელცინის გადადგომის შემდეგ, 1999 წელს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, რომ მივიღებდით ადამიანს, რომელსაც ექნებოდა სტალინობისა და ეგრეთ წოდებული რუსული მიწების შემგროვებლის პრეტენზია?
– ვლადიმირ პუტინი შემთხვევით არ შეირჩა ამ თანამდებობაზე…
– ეს ყოველთვის მაინტერესებდა: ვინ არჩევს ხოლმე პრეზიდენტებს?
– რუსეთში საკმაოდ საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ელცინი ერთპიროვნული მმართველი იყო, მაგრამ, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, არ აპირებდა კენჭი ეყარა მეორედ, მით უმეტეს, რომ 1996 წელს მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო. ჩეჩნეთის ომით მისმა ანტიპოპულარობამ აპოგეას მიაღწია. ელცინს ორჯერ დაემართა ინფარქტი, მაგრამ გამოჩნდა „ნუვორუშების“, ანუ ოლიგარქების დაჯგუფება, რომელშიც შედიოდნენ: ბერეზოვსკი, ჩუბაისი, ვინოგრადოვი, ხადარკოვსკი, გუსინსკი და სხვები. სხვათა შორის, ამ ოლიგარქებს შორის იყო კახა ბენდუქიძეც. მათ აიძულეს ელცინი, მეორე ვადითაც გასულიყო პრეზიდენტად და 1996 წლის შემდეგ რუსეთში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ოლიგარქების მმართველთა საბჭო. სწორედ ისინი იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მაგრამ ოლიგარქებს ესმოდათ, რომ ასეთი მმართველობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მით უფრო, რომ მათი მდგომარეობაც გართულდა: რუსეთის ეკონომიკას დეფოლტმა დაარტყა. ამიტომ გადაწყვიტეს, მოეძებნათ პიროვნება, რომელიც იქნებოდა ელცინზე ენერგიული და კონტროლს დაქვემდებარებული. მათ დიდხანს ეძებეს ასეთი პიროვნება.
– ოლიგარქებმა იპოვეს პუტინი?
– ელცინიც ეძებდა, ანუ ელცინის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, მისი უმცროსი ქალიშვილი და მისი ქმარი, რომლებიც წარმოადგენდნენ ელცინის ოჯახურ კლანს. ფაქტობრივად, ელცინის ოჯახური კლანი და ოლიგარქები მართავდნენ რუსეთს. რამდენიმე კანდიდატიც დასახელდა: მათ შორის, აქსიონენკო, ვიცე-პრეზიდენტი. სხვათა შორის, მისი უშუალო ჩართვით მოიგო „მოქალაქეთა კავშირმა“ არჩევნები საქარველოში, რითაც აქსიონენკო შეეცადა, განემტკიცებინა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯი. სწორედ აქსიონენკომ გამოგზავნა პიარშიკები და ფული საქართველოში. ზურაბ ჟვანიამ მასთან კავშირი კახა ბენდუქიძის მეშვეობით გააბა, რაც შემდეგ გამოიყენა სააკაშვილმა ამერიკელებთან იმის დასამტკიცებლად, რომ არა ჟვანია, არამედ თავად იყო უფრო პროამერიკელი. აქსიონენკოს კანდიდატურას ჩაენაცვლა ბორის ნემცოვის კანდიდატურა, რომელიც ელცინის რეალურ მემკვიდრედ განიხილებოდა. ერთი სიტყვით, ყველა თავის კანდიდატურას ახვევდა თავს ელცინს. ოღონდ ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
– როგორ მოხვდა ამ ჩამონათვალში პუტინი? „კაგებე“ არ არის კლასიკურად ძალოვანი სტრუქტურა.
– ბევრი ვერსიაა, თუ ვინ გამოუშვა პუტინი არენაზე, მე უფრო სარწმუნო მგონია, რომ ვლადიმირ პუტინი შეარჩია ბერეზოვსკიმ. პუტინი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ის თავის დროზე „გაქაჩა“ სობჩაკმა. მეორე მხრივ, სობჩაკი მიიჩნეოდა იმ პიროვნებად, რომელმაც საპრეზიდენტოდ „გაქაჩა“ ელცინი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, მათ შორის დაპირისპირება მოხდა: ელცინი ეჭვიანი იყო და ჩათვალა, რომ სობჩაკი მისი კონკურენტი იქნებოდა. მაგრამ სობჩაკმა მოასწრო და ელცინის გუნდში ჩასვა თავისი კაცი, ანუ პუტინი და ელცინთან დაპირისპირების პერიოდში, სობჩაკს გვერდით დაუდგა პუტინი. და, აი, ამ ერთგულების ფაქტორის გამო შეარჩია ის ბერეზოვსკიმ. პუტინი, თავდაპირველად, დაინიშნა ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსად, მას მიანიჭეს გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, ანუ სუკის პოლკოვნიკი აქციეს სამხედრო გენერლად. პუტინი ძალიან ფასობდა იმით, რომ ლოიალობა დაუფასა თავის პატრონ სობჩაკს და ყველა ელოდა, პუტინის მანიპულირება ადვილად შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ ჯერ ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, მაგრამ 1999 წლის პირველ იანვარს, ელცინი მოულოდნელად გადადგა პუტინის სასარგებლოდ.
– როდიდან დაიწყო პუტინის, როგორც საკუთრივ პუტინის და არა იოლად მანიპულირების გამო შერჩეული კანდიდატის, აქტივობა?
– პუტინმა პირველი კარიერა გაიკეთა ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დროს, როგორც იმ ადამიანმა, რომელმაც დაიბრუნა ჩეჩნეთი და აღადგინა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა. ეს იყო მისი პირველი პოლიტტექნოლოგიური ნაბიჯი და ის იმ ადამიანისგან, რომელსაც არავინ იცნობდა და რომლის რეიტინგი 5-10 პროცენტი თუ იყო, იქცა პოლიტიკოსად 45-პროცენტიანი რეიტინგით. სააკაშვილმაც გაიმეორა პუტინის ეს პოლიტტექნოლოგიური სვლა ცხინვალთან მიმართებაში და არა მხოლოდ ეს: იმავე სქემით, როგორითაც პუტინმა შეუტია ოლიგარქ გუსინსკის, რომელიც ფლობდა სამ მილიარდსა და რამდენიმე ტელეარხს, იმოქმედა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ. ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ პუტინს მეორედაც ირჩევენ პრეზიდენტად და ჩეჩნეთის დაბრუნება ხდება პუტინის ტრიუმფის დასაწყისად. ამის შემდეგ პუტინმა ელექტორატი წაართვა კომუნისტებს, როდესაც აღადგინა საბჭოთა კავშირის ჰიმნი, საბჭოთა სიმბოლიკა. ანუ მას ჰქონდა როგორც ლიბერალების, ისე კომუნისტების მხარდაჭერა და ბევრმა ინტელექტუალმა მასში ერის სიმბოლო დაინახა.
– რატომ დაერია ოლიგარქებს?
– თუმცა მან შეასრულა ერთი პირობა.
– არ შეეხო ელცინის გავლენებს.
– მან შეასრულა ის შეთანხმება, რომელიც დადო ელცინის ოჯახთან და პრეზიდენტობის პირველ ვადაში მათთვის ხელი არ უხლია, მეტიც, ელცინის კადრებიც კი დატოვა თანამდებობებზე. ბევრი მოითმინა, მაგრამ ეს პერიოდი გამოიყენა იმისთვის, რომ ომი გამოეცხადებინა ოლიგარქებისთვის. პუტინმა თამაშის წესები დაიცვა ელცინის ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ ოლიგარქებს მუსრი გაავლო. დაანგრია გუსინკის იმპერია, მიაყოლა ბერეზოვსკი და ხოდორკოვსკი საერთოდაც დაიჭირა. ახალი კლანი, ძალოვნების, მოიყვანა ხელისუფლებაში: თავისი მეგობრები ვიქტორ და სერგეი ივანოვები, იგორ სეჩინი. ამ დაჯგუფების დახმარებით დანიშნა თავისი კადრები  საკვანძო ადგილებზე.
– როგორ გაიმყარა ძალაუფლება და, ფაქტობრივად, თავის ქვეშ სახელმწიფო?
– პუტინმა დაიწყო პოლიტიკური ვერტიკალის შენება, რაც მანამდე არ არსებობდა. მოახერხა ის, რომ მის ხელში იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. დაამკვიდრა პატრიოტულ-იდეოლოგიური სულისკვეთება, შექმნა თავისი პარტია, რომელზეც დადო ფსონი და დღეს „ედინაია როსია“ არის სახელისუფლო პარტია. ოლიგარქებისთვის წართმეულით დაიწყო ბიუჯეტის შენება. მაგრამ უკვე 2004 წლის შემდეგ მან საკუთარი კაპიტალის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა. მოთოკა გუბერნატორები, დაიქვემდებარა და დაიფრინა ელცინის ოჯახის წევრებიც. ანუ დაიფრინა ის გუნდი, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში, როგორც კი გაძლიერდა და 2004-2008 წლებში უკვე საკუთარ თავზე დაიწყო ზრუნვა.
მან ნავთობდამოკიდებული რუსეთი გადაიყვანა გაზდამოკიდებულებაზეც, ანუ ნავთობისა და გაზის შემოსავლები ერთ დონეზე გაიყვანა; რომ რუსეთი დამოკიდებული არ ყოფილიყო მხოლოდ ნავთობზე და დაიწყო გაზით ექსპანსიონიზმი. იმ პერიოდში დაიწყო საგაზო ომები საქართველოსთან, უკრაინასთან და დაიწყო დასავლეთის გაზის აზრის მონოპოლიზება. იმხანად „გაზპრომის“ მხოლოდ 35 პროცენტი იყო სახელმწიფოს ხელში, პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადაში კი –  უკვე 95 პროცენტი. მაშინ წამოსწია წინ ეგრეთ წოდებული პეტერბურგის დაჯგუფების ეკონომისტები, მათ შორის, მედვედევი, რომელიც იყო მისი დასაყრდენი. ყველა ენერგოსისტემა ჩაიგდო ხელში და დაიწყო ენერგეტიკის გაძლიერება, რომ ქვეყანაში ვალუტა შესულიყო. მიიჯაჭვა დასავლეთი გაზდამოკიდებულებით და იმავდროულად, დაიწყო სვლა აღმოსავლეთისკენ. ჩინეთთან დაიწყო როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური ურთიერთობები. 2007 წელს დაიწყო პირდაპირი დაპირისპირება დასავლეთთან და, ფაქტობრივად, გამოვიდა ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან და დაიწყო შეიარაღების რბოლა დასავლეთთან. თავისი გავლენა გააძლიერა დსთ-ში რომ რუსეთი გამხდარიყო ჰეგემონი ევრაზიულ სივრცეში, რათა დასავლეთის ექსპანსია იქ შეეკავებინა.
– ანუ დაგვსაჯა დემონსტრაციულად 2008 წელს?
–  ჩვენთან არ იციან, მაგრამ საქართველოსთან ომის დროს, თუმცა პრემიერ-მინისტრი იყო, უკვე 2008 წლის 8 აგვისტოს გადაიბარა მთავარსარდლობა, როდესაც პეკინიდან ომსკში ჩაფრინდა. პუტინი გასცემდა ბრძანებებს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და 10 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა, უბრალოდ ფორმალურად გამოსცა განკარგულება ომში რუსეთის ოფიციალურად ჩართვის შესახებ. რეალურად, ეს გააკეთა ვლადიმირ პუტინმა. სხვათა შორის, მედვედევი იმ დროს შინა პატიმრობაში იყო სოჭში.
– რატომ? უარზე იყო, ჩვენთან დაეწყო ომი რუსეთს?
– რაღაც-რაღაცები მედვედევმა ვერ გარისკა. პუტინის მოთხოვნით მედვედევს ომი უნდა გამოეცხადებინა 8 აგვისტოს და არა 10-ში, ამის გამო მედვედევი იზოლაციაში მოაქცია და რამდენიმე დღის განმავლობაში არავინ იცოდა, სად იმყოფებოდა მედვედევი. რეალური მმართველობა პუტინმა აიღო ხელში.
– მაგრამ აქ არის ერთი უხერხული მომენტი: საქართველოსთან მოგებული ომი რომ აქვს ანგარიშზე ევრაზიაზე ჰეგემონობისა და ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოს.
– მედვედევს 2009-ში წამოსცდა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც პუტინის ფრაზაა და მედვედევმა გადაამღერა: ჩვენ ვეომებოდით არა საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსო. პუტინმა საქართველოსთან ომი გამოიყენა დასავლეთის წინააღმდეგ. აქ ერთი ნიუანსია, გაილახა პატარა ბავშვი, რომელსაც მეურვეობდა დიდი ამერიკელი ბიჭი.
– გასაგებია, იმ დიდი ბიჭის ცემის თავი არ გაქვს და პატარებს ერჩი. დიდი ვერაფერი თავის გამოჩენაა.
– ეს ტესტი იყო, გამოსცადა ამერიკის რეაქცია და რა მოხდა?! ამერიკელები გაჩერდნენ; პირიქით, სარკოზი მოსკოვში ეახლა პუტინს, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი. საქართველოზე ერთი დარტყმით, აშშ და ევროკავშირი დააყენა არჩევნის წინაშე. ამასთან, თვითონაც გამოიტანა გაკვეთილი, რომ არმიის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა და 2008 წელს დაიწყო შეიარაღებული ძალების გარდაქმნა, მით უფრო, ბევრი ამერიკული სამხედრო ტექნოლოგია ჩაიგდო ხელში ჩვენთან ომის დროს. მაგრამ 2012 წელს მძიმე პერიოდი დაუდგა: მან შეცვალა კონსტიტუცია, ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, გაზისა და ნავთობის ფასები დაეცა და პუტინისთვის საშინელი დარტყმა იყო ბალოტნაიას მოედანზე ჩატარებული საპროტესტო მიტინგები. მან შეძლო ამ კრიზისის გადალახვა ძალოვნების მეშვეობით, რომლებიც დღესაც მისი მნიშვნელოვანი დასაყრდენია. იცით, ვინ არის პუტინს მემკვიდრე?
– არა, არ ვიცი.
– პუტინის რეალური მემკვიდრეა ალექსანდრ დიომინი. არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რომელმაც მოახდინა ყირიმის ანექსია და ოკუპაცია. ის იყო ყველაზე პერსპექტიული სამხედრო მებრძოლი გენერალი, დღეს ტულის გუბერნატორია. როდესაც პუტინი მეოთხედ გახდება პრეზიდენტი, დიომინის გაქაჩვას დაიწყებს. სავარაუდოდ, გამოცვლის მედვედევსაც. ის დღეს, ფაქტობრივად, აკონტროლებს მთლიან კავკასიას: კადიროვის დახმარებით ხელში ჰყავს მთელი ჩრდილო კავკასია, რომელსაც მისცა კარტბლანში. უშუალოდ დაიქვემდებარა ყველა გუბერნატორი და, მეტიც, რუსეთი დაყო რვა ფედერალურ სუბიექტად, რომლებშიც დანიშნა თავისი წარმომადგენლები, ყოფილი სამხედროები და ჩეკისტები. დღეს რუსეთის ყველა სახელისუფლო ვერტიკალი მის ხელშია, დაიქვემდებარა მედიაც. მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებებს, ათავისუფლებს და ნიშნავს კადრებს. პუტინი გახდა ოლიგარქთა ოლიგარქი: მის მფლობელობაშია 26 მილიარდი დოლარი.
скачать dle 11.3