კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 კუზიანები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ძალა უღონოთა“

ოკუპანტი და სეპარატისტი რის ოკუპანტი და სეპარატისტი იქნება, თუ თავის ზნეს გადაეჩვია (მათ სამარე თუ გაასწორებს!); ვერც ჩვენი ოკუპანტ-სეპარატისტები გადაეჩვივნენ და ცხინვალში კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე, არჩილ ტატუნაშვილი მოგვიკლეს.
ოღონდ, სეპარატისტული ვერსიით, არჩილ ტატუნაშვილი თავისი მიზეზით დაღუპულა.
ის ახალგორში დააკავეს და, მოტივით, ოსთა გენოციდს გეგმავდაო, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს და, უდიდესი ალბათობით, მოკლეს (გადაყვანისას წინააღმდეგობა გასწიაო და, სეპარატისტებისვე ცნობით, „მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სპეციალური მოწყობილობები“).
მკვლელობის ვერსიას ამტკიცებს ისიც, რომ სეპარატისტები, ოკუპანტებთან დუეტში, უარს აცხადებენ ცხედრის გადმოცემაზე (იმიტომ რომ, სეპარატისტებს მხოლოდ რუსულ ტანკებს ამოფარებულებს ეძლევათ ხოლმე გული, ოკუპანტებს კი, თუმცა დედამიწის მერვედი უჭირავთ, მხოლოდ სამმილიონიანი ქართველის მორევა შეუძლიათ იმ თავიანთი ტანკებით).
იმ მარტივი მიზეზით, რომ, მაგალითად, 2008 წლის ომამდე ისიც გვახსოვს, რომ ქართველებს იტაცებდნენ და დახერხილ ცხედრებს უბრუნებდნენ ჭირისუფლებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ტრაგედიაც კვლავ ჩვენი პროვოკაციაზე წამოგების მცდელობაა (უდიდესი სიამოვნებით შემოაჯლიგინებენ თავიანთ ტანკებს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში), ოღონდ აქ ერთი საბედისწერო დეტალიცაა: ყველასთვისაა ცნობილი, რომ ჩვენი საზოგადოების მამარობითი ნაწილი ყველაზე დიდი გააფთრებით ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და ჯარში არწასვლისთვის იბრძვის. ასე რომ, ჩვენს წაქცევას მხოლოდ ოკუპანტის მილიონიან არმიასა და სეპარატისტთა მუხანათობას ვერ დავაბრალებთ.
რატომ?
იმიტომ რომ, სიმხდალე ვერ მართლდება, თუნდაც, უგერგილო მთავრობის მიზეზით.
скачать dle 11.3