კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 პატარა შავი ზღვა დიდია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ „ჩემი პატრონი შენსას სჯობია“

სანამ პრ. პუტინი თავის ამომრჩეველს თავს აწონებს, რომ „ნატოს“ ფეხის მკვნეტელი შეიარაღება გამოიგონეს და რფ-ის მტრებს ზემოთ – თვით მეცხრე ცაზეც არ მოასვენებენ და ქვემოთ – ქვესკნელში, აშშ-ის სამხედრო გემები შავ ზღვაში აპირებენ დავანებას.
მართალია, ეს ჩვენი ზღვა (ანუ შავი) ციცქნაა, მაგრამ მასზე გასაბატონებლად თვით ზესახელმწიფოები და ზეობის მსურველნი ეცილებიან ერთმანეთს: რუსეთს, თურქეთსა და აშშ-ს ჩინეთიც დაემატა (ცხადია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვა სწორედ ამ სურვილის რეალიზებას ემსახურება,).
ამასობაში კი, შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის მეექვსე ფლოტის ხომალდები შემოვიდნენ, არც მეტი, არც ნაკლები, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილნი (თუ გავითვალისწინებთ, რომ შავი ზღვის იქითა მხარეს „ნატოს“ წევრი სახელმწიფოებია და თურქეთიც ჩრდილოატლანტიკელია, გასაკვირი არაფერია).
მეორე მხრივ, მონტრეს კონვენციით, შავი ზღვის აკვატორიის არააბორიგენი ქვეყნებისთვის შეზღუდულია გემების შეცურ-გამოცურება (კერძოდ, გემების წყალწყვის მიხედვით).
თუმცა აშშ-ს მონტრეს კონვენციისთვის ხელი არ მოუწერია, ამიტომაც (ჩვენდა გასახარად) მისი გემები ფრიად თავისუფლად მიდი-მოდიან ამ ჩვენს შავ ზღვაში, მით უფრო, რომ ჩვენც (და უკარაინელებიც) დიდი სიამოვნებითაც ვთავაზობთ ჩვენს ღრმაწყლიან პორტებს (ან კი როგორ არ შევთავაზებთ, როდესაც ჩვენი საზღვაო აკვატორიის ნაწილი რფ-ს აქვს მიტაცებული და თავისი შავი ზღვის ფლოტის გემებით ამოვსებული?!).
რფ-ის ჩვენებური მოტრფიალეები და თავად ჩვენი ოკუპანტი რფ, ცხადია, უკმაყოფილონი ბრძანდებიან „ნატოს“ პროექტით, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხება.
რატომ?
იმიტომ რომ, მათი ლოგიკით, შავ ზღვაში რუსულის გარდა, არცერთი სხვა საზღვაო ფლოტი არ უნდა ჭაჭანებდეს.
ასეა თუ ისე, რაკი ჩვენ არც ფლოტი გაგვაჩნია და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მიერ ნაწყალობევი სანაპირო კატარღებით ვლაშქრავთ ხოლმე შავ ზღვას, იმედს მოვეჭიდოთ, რომ ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს სამხედრო გემები ამ ჩვენი ოკუპანტებისას ჩაძირავენ.
скачать dle 11.3