№9 როგორ სთავაზობენ ლევან შენგელიას ქალები სექსში ფულს და როგორ დააყენა გიგა ყორღანაშვილმა შეყვარებული ფაქტის წინაშე
13 თებერვალს ჩატარდა კონკურსი „მისტერ ვალენტინი,“ რომლის გამარჯვებულიც გიგა ყორღანაშვილი გახდა. თუმცა, შედეგებს ჟიურის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი გარკვეული ნაწილი, ანუ ძირითადად, ცნობილი ადამიანები, მხარს ლევან შენგელიას უჭერდნენ. ლევან შენგელია პერსონალური ტრენერია, გიგა ყორღანაშვილს კი, თავისი მცირე ბიზნესი აქვს – ლაუნჯ ბარი.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა?
ლევან შენგელია: ადრე ვიყავი ამ სფეროში, ფოტოგადაღებები მქონდა, ძირითადად, რეკლამებისთვის. შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, შევეშვი, თავი დავანებე და დავიწყე სხვა რაღაცების კეთება. არ ვფიქრობ, რომ ამაში რაიმე ცუდია. უბრალოდ, ადრე მიზეზები მქონდა, რატომაც არ ვმონაწილეობდი ასეთ კონკურსებში. მეუღლე მყავდა და საერთოდ არ მაინტერესებდა ეს სფერო. ახლა აღარ მყავს მეუღლე. საინტერესო, სახალისო სფეროა და თან, ბევრი სიახლე ჩნდება ხოლმე.
– დიდი ხანია, მეუღლეს გაშორდი?
– ივნისში დავშორდით ერთმანეთს.
– ცოლი ხომ არ გიშლიდა მოდელობას?
– არა, ცოლი არ მიშლიდა. უბრალოდ, არ ვფიქრობდი ამ სფეროზე და ახლა ვთქვი: რატომაც არა-მეთქი.
გიგა ყორღანაშვილი: სიახლეა ჩვენს ცხოვრებაში. მეგობარმა მირჩია ამ კონკურსში მოსვლა და მოვედი. მინდოდა, ცხოვრებაში რაღაც ახალი გამომეცადა. გამოვცადე და წარმატებულად დავასრულეთ. პირველი დღიდანვე დავმეგობრდით. არ გვქონია ის მომენტი, რომ ეს წააგებს, ან მე მოვიგებ. უბრალოდ, ვიცოდით, რომ 13 თებერვალს ფინალი იყო და ჩვენი საქმე ყველამ კარგად გავაკეთეთ.
– შენ არ ხარ დაოჯახებული, ან შეყვარებული თუ გყავს?
– დაოჯახებული არ ვარ, შეყვარებული მყავს.
– არ ჰკითხე, აზრი კონკურსზე გამოსვლასთან დაკავშირებით?
– არა, არ მიკითხავს. თვითონ მივიღე გადაწყვეტილება. ფინალის დღეს ვუთხარი: ფინალში მოვხვდი-მეთქი.
– ფაქტის წინაშე დააყენე და სიურპრიზიც მოუწყვე.
– კი. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ფინალზე ვერ მოვიდა. რომ გავიმარჯვე, პირველი მას დავურეკე, შევხვდით და ერთად აღვნიშნეთ გამარჯვება.
– სკანდალაც მოჰყვა კონკურსს. ჟიურის წევრების უმრავლესობა ლევანს უჭერდა მხარს, ეს მათ ღიადაც დააფიქსირეს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც გიგამ გაიმარჯვა.
ლევანი: ზოგს უნდოდა, რომ გიგას მოეგო, ზოგს კი – მე. ხმები ვერ გაიყვეს. ჩვენ კი კულისებში ამაზე ვერთობოდით, ვღადაობდით. მე თავიდანვე გასართობად, სახალისოდ მივედი და ამაზე არც მიფიქრია.
გიგა: თუ ამდენი რაღაც მოჰყვებოდა და თან, ჩემსა და ლევანს შორის, ნამდვილად არ მეგონა. ზოგი ფიქრობდა, რომ მე უნდა გამემარჯვა, ზოგის აზრით ლევანი გაიმარჯვებდა და საბოლოოდ, გადაწყდა ისე, რომ მე გავიმარჯვე.
– კონკურსის შემდეგ ხშირად ამბობენ: „ჩაწყობილი იყო, ფული გადაიხადა” და ასე შემდეგ.
ლევანი: არავის არაფერი გადაუხდია. ეს ჟიურის პირადი ინტერესი გახლდათ: ვინც მას მოსწონდა, იმას ირჩევდა.
გიგა: ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ყველას თავისი აზრი აქვს. რას ჰგავს... – ასეთ რაღაცებს რომ წერენ, არ ვანიჭებ მნიშვნელობას.
– გარეგნობაზეც უსვამდნენ ხაზს, ლევანი უფრო კარგ ფორმაშია და ასე შემდეგო.
– რეაქცია არ მქონია ამაზე. აშკარად ჩემზე მაგარ ტანზეა, ნავარჯიშებია და შედეგიც სახეზეა. მე, ცხოვრებაში არ მივარჯიშია. მეც თუ დავიწყებ ვარჯიშს, ცოტა მაინც დავემსგავსები.
– რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
ლევანი: ჩემი მთავარი მიზანი მსახიობობაა. ახლა ფილმში მიღებენ, მთავარ როლში ვარ. ყველანაირი სიგიჟე მიყვარს: გადმოხტომა-გადახტომა, დალეწვა, ყველაფერი... ჭკუა კი არ დამიშლის.
გიგა: როცა თავისუფალი დრო მაქვს, ბილიარდს ვთამაშობ. სიგიჟეები, ექსტრემალური სიტუაციები – არასდროს მიზიდავდა და არც ახლა მიზიდავს.
– გოგონასთვისაც არ ჩაგიდენია რაიმე სიგიჟე?
– არა. სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ ხოლმე: სერენადები და გულების დანთება არ მიწევდა. ყველაფერი ისე მალე ხდება, რომ ამის კეთება არც დამჭირვებია.
– გოგონებისგან განებივრებული ხარ?
– რაღაც დონეზე, ვარ.
– შენი შეყვარებული არ ეჭვიანობს?
– არა, ერთმანეთს ვენდობით. რადგან ამ სფეროში გავიმარჯვე, იცის, რომ, როდესაც „ფეისბუქზე“ შევალ, დამხვდება „ესემესი“, ნომერი. ჩემი გადასაწყვეტია, როგორ მოვიქცევი.
– და როგორ იქცევი, როცა ლამაზი გოგონა გწერს და ნომერსაც გიტოვებს?
– ეს უკვე პირადია.
– რას გწერენ ხოლმე?
– გავიცნოთ, შევხვდეთ.
ლევანი: ფულს გადაგიხდი... ერთმა ქალმა, რომ არ მივწერე, მომწერა ფულს გადაგიხდიო.
– უარი უთხარი შეთავაზებაზე?
– რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– გააჩნია სიტუაციას. შეიძლება, შეუხედავიც, მომეწონოს, არ ვიცი. როგორი მომწონს, ამაზე არასდროს მიფიქრია: არც თმის ფერს ვაქცევ ყურადღებას, არც სხვა რამეს. ხასიათითაც ბევრნაირი ყოფილა. სიგიჟეები გოგოს გამო, მეც არასდროს გამიკეთებია. გავაკეთებ, თუ საჭირო იქნება და მომინდება.
– ქორწინებიდან მომავალში რას გაითვალისწინებ?
– პირველი ეჭვიანობა იყო. მე არაფერზე მიეჭვიანია, ის ეჭვიანობდა და ეს ძალიან ცუდია. სამი წლის განმავლობაში არასდროს მიმიცია ეჭვიანობის საბაბი, მაგრამ ვიღაც რომ გწერს, გიყურებს... ურთიერთობაში მთავარია ურთიერთგაგება. შეიძლება, ბევრი რამ არ მოგწონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა სცადოთ, რომ არ იჩხუბოთ.
გიგა: ნდობა ყველაზე მთავარია. კამათი ყოველთვის ხდება, მაგრამ ზღვარი ორივემ უნდა იცოდეს – უნდა გაითვალისწინონ ეს კამათი სადამდე შეიძლება, მივიდეს. თუ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, ურთიერთობაც მყარდება, წინ მიდის.
– როგორ უყურებთ გენდერულ თანასწორობას?
ლევანი: ქალიც და კაციც თანასწორია. რა თქმა უნდა, კაცი, რაღაც მხრივ, იმიტომ რომ, კაცია, ოდნავ წინაა ყველაფერში, მაგრამ უფლებები ორივეს ერთნაირი აქვს. მთავარ გადაწყვეტილებას, ალბათ, მაინც, საბოლოო ჯამში, კაცი იღებს. მთელ მსოფლიოში კაცი ქალზე ოდნავ წინაა და ეს ქართული არ არის.
გიგა: ჩემი სიტყვა ბევრად მეტს ნიშნავს გარკვეულ საკითხებში, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ერთი აზრი გვაქვს და იმას ვაკეთებთ, რასაც ერთად გადავწყვეტთ. მომავალშიც ასე იქნება. რაღაცის გატეხვა, მე კაცი ვარ და მომისმინე, – ასეთი რამ არ მოხდება არასდროს.
– რას გამოჰყავხარ წყობიდან?
– ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ თავი ვერ გავაკონტროლო და შეცდომა დავუშვა. ყოველთვის ვიცი ზღვარი და თავს ვაკონტროლებ. ვცდილობ, თავი არ დავკარგო და არც დამიკარგავს. სასმლის დალევის ზომაც ვიცი.
ლევანი: მე შეიძლება, ვერ გავაკონტოლო თავი და ამის გამო, ბევრი ცუდიც მომხდარა. ვცდილობ, მაქსიმალურად გავაკონტროლო თავი, თუმცა, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ – არა. სასმლის დალევის ზომაც დავამუღამე, რადგან ბევრჯერ მომხდრა რაღაც... სიმთვრალეში ბევრად უფრო წყნარი ვარ, ვიდრე სიფხიზლეში.